რატომ დგას საკრებულოს შენობის წინ გრიფონები?

გრიფონთან ერთდ

რატომ დგას საკრებულოს შენობის წინ გრიფონები?

რამდენიმე წლის წინ, როცა საკრებულოს შენობასთან ამ გრიფონები დავინახე, დიდად არ გამკვირვებია. მეთქი, მერიამ მორიგი იდიოტობა დადგა. რამდენჯერაც ჩავუვლიდი, სულ თვალში მეჩხირებოდა. მეტიც, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს რაღაც მსგავსი სადღაც კიდევ მენახა. ამასწინათ, ოპერის ძველი შენობის ისტორიაზე პოსტის წერისას, ფორუმზე ტფილისის ფოტოების თვალიერებას შევყევი და უცბად, გავშტერდი: ეს გრიფონები 160-ზე მეტი წლისაა და ქალაქის ურბანული გემოვნების მემატიანეა!

Griffon

გრიფონები, ეს შემზარავი მითიური არსებები, არქიტექტურაში, სფინქსების მსგავსად, ნაგებობათა მცველებად გვევლინებიან. ისინი, მეტწილად, შესასვლელში იდგმებოდა და თავიანთი იერით შენობას უფრო მეტ სიდიადეს სძენდა. ასე და ამგვარად, ეს თბილისის გრიფონები, არც მეტი არც ნაკლები, ამიერკავკასიაში პირველი საოპერო თეატრის შესასვლელში იდგა. ზუსტად იქ, სადაც დღეს თავისუფლების მოედანია.

547449_10150924130997907_2130382633_n

თბილისის პირველ ოპერის თეატრის წინ 4 გრიფონის ქანდაკება იდგა. ყველას თავზე ლამპიონი ემაგრა. ორი სასახლის ქუჩის მხარეს იდგა, ორიც – პუშკინის ქუჩის მხარეს. ფოტოზე სწორედ სასახლის ქუჩა და პასკევიჩ-ერევნელის მოედანია. დღეს მას რუსთაველის გამზრი ჰქვია.

afafafafafafoeafafaf-afafafafafafafafafaf-afyafafafafafafsafaf-afafzafafaf-afafafoe-afafafsafafoeafafafsaf-afafafafafafafafsafafafaf-afaf

სასახლის ქუჩის (რუსთაველის გამზირი) აღმართული გრიფონები.

სასახლის ქუჩა. მარჯვენა მხარეს მდებარე შენობების ადგილზე დღეს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტია.

სასახლის ქუჩა. მარჯვენა მხარეს მდებარე შენობების ადგილზე დღეს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტია.

პუშკინის ქუჩის მხარეს მდგარი გრიფონები. უკან დღევანდელ ხელოვნების მუზეუმს ხედავთ.

პუშკინის ქუჩის მხარეს მდგარი გრიფონები. უკან დღევანდელ ხელოვნების მუზეუმს ხედავთ.

თამამშევის ოპერა ქარვასლის სახელით ცნობილი თეატრი 1851 წელს გაიხსნა. კავკასიის მთავარმმართებლად დანიშნული მიხეილ ვორონცოვისთვის ეს ფაქტი საამაყო იყო, რადგან თბილისის გუბერნიაში მაღალი ხელოვნების ცენტრის შექმნა მის სახელს უკავშირდებოდა. მავრიტანულ სტილში გადაწყვეტილი დარბაზის მორთულობა, ბროლის ჭაღი და მდიდრული გარემო პრემიერის დღიდანვე მოეწცა არა მხოლოდ ქართველების, არამედ ევროპის ყურადღების ცენტრში.

თბილისელი ვაჭრის, გაბრიელ თამამშევის ოპერის პირველ სართულზე დუქნები და სათავსოები იყო, მეორეზე კი თავად საოპერო დარბაზი.

თბილისელი ვაჭრის, გაბრიელ თამამშევის ოპერის პირველ სართულზე დუქნები და სათავსოები იყო, მეორეზე კი თავად საოპერო დარბაზი.

ოპერის შენობა არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის ნამუშევარია. მისსავე არქიტექტურას ეკუთვნის ე.წ. მშრალი ხიდიც.

ოპერის შენობა არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის ნამუშევარია. მისსავე არქიტექტურას ეკუთვნის ე.წ. მშრალი ხიდიც.

ახალ-ახალი ოპერების პრემიერებიდან 3-4 თვეში იტალიელი დასები უკვე აქ, თბილისში ასრულებდნენ იმავე ნაწარმოებებს. სწორედ თბილისის ოპერის თეატრში დაიწყო სოპრანო ტერეზა შტოლცმა დიდებული კარიერა, რომელმაც მას ჯუზეპე ვერდის “აიდას” საპრემიერო როლი მოუტანა. თბილისში სტუმრად ჩამოსული ალექსანდრე დიუმა კი აღფრთოვანებული წერდა, აქაური ოპერის თეატრის მსგავსი მშვენიერება იშვიათად მინახავსო. სწორედ ასეთი გრანდიოზული შენობის დარაჯები იყვნენ ლითონის გრიფონები, რომლებიც საზოგადოებას ხელოვნების ტაძართან ეგებებოდნენ.

ერთ-ერთი გრიფონის, უკვე თავზე დამაგრებული ლამპიონის გარეშე, კომუნისტების მიერ შეცვლილი ადგილმდებარეობით.

ერთ-ერთი გრიფონი, უკვე თავზე დამაგრებული ლამპიონის გარეშე, კომუნისტების მიერ შეცვლილი ადგილმდებარეობით.

1874 წლის 11 სექტემბრის საღამოს მოხდა კატასტროფა, ოპერის შენობას ხანძარი გაუჩნდა. იმის გამო, რომ ქალაქში სახანძრო ბრიგადა არ არსებობდა, მეთულუხჩეებს წყლის ამოზიდვა მტკვრიდან უწევდათ. ხანძრის ჩაქრობას 10 საათი დასჭირდა. ქალაქს განადგურებული შენობა 1934 წლამდე შერჩა, სანამ, ბერიას ბრძანებით, საპარადე მოედნისთვის, იქაურობა სულ არ მოასწორეს და გრიფონები, უკვე ლამპიონების გარეშე, დრევანდელ გმირთა მოედანზე არ გადაიტანეს. მომდევნო წლებში მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ოთხივე გრიფონი აიღეს. ორი მათგანი სიონის ტაძრის მიმდებარედ განათავსეს, დანარჩენების ბედი უცნობია. სწორედ ამ ადგილას მეჩეხებოდა ხომე თვალში ორი ღია ფერის უცნაური არსების ძეგლი, რომელთა მნიშვნელობაზე არასდროს დავფიქრებულვარ. ხანძრისა და კომუნისტების მიზეზით, გროფონებმა ქალაქში იხეტიალეს და ორი მათგანი საერთოდ დაიკარგა. ჯართის შემგროვებელთა წყალობით კი შემორჩენილ ქანდაკებებს ფრთები და თათები გაუქრა.

რეაბილიტაციამდე გრიფონი ბოლოს ასე გამოიყურებოდა. ალბათ, ბევრს მოგიკრავთ თვალი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, შარდენთან.

რეაბილიტაციამდე გრიფონი ბოლოს ასე გამოიყურებოდა. ალბათ, ბევრს მოგიკრავთ თვალი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, შარდენთან.

მართალია, აღდგენილ გრიფონებს თავზე ლამპიონები აღარ ადგათ, მაგრამ, მგონი, ამ შემთხვევაში, ასე უფრო ეწერებიან სივრცეში.

მართალია, აღდგენილ გრიფონებს თავზე ლამპიონები აღარ ადგათ, მაგრამ, მგონი, ასე უფრო ეწერებიან სივრცეში.

საბოლოოდ, “ტფილისის ამქრის” ჩაგონებით, თბილისის მერიამ, მგონი ერთ-ერთი გამონაკლისად სასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო: გრიფონების დაკარგული დეტალები დაამზადა, ააწყო და საკრებულოს შენობის წინ, თითქმის ზუსტად თავის ისტორიულ ადგილას დადგა. მიუხედავად იმისა, რომ მათ თავებს ლამპიონები აღარ ამშვენებს, გრიფონები მაინც გადარჩნენ. ასე რომ, როცა საკრებულოს შენობას ჩაუვლით, დააკვირდით ამ მრავლისმნახველ ქანდაკებებს. მათში ჩვენი დედაქალაქის კულტურული ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი იმალება.

პ.ს. ამ პოსტზე მუშაობისას ერთ საიტს წავაწყდი, სადაც ავტორი მოთქვამდა და განგაშის ზარის შემოკვრას ლამბოდა, ეს შავი არსებები ეშმაკის სახეები არიან და ღამით საკრებულოში შავი მაგიის მსახურება აღევლინებაო. მე არ ვიცი, საკრებულოში ღამით რა იხარშება და აღევლინება, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადვილია, იყო ფანატიკოსი.

პ.პ.ს.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on “რატომ დგას საკრებულოს შენობის წინ გრიფონები?

    1. zurriuss Post author

      ახლა რომ ვინმემ თესტრალები დადგას, იმიან-გრიფონებიანად აიღებენ და ჯარიმასაც აარტყამენ რელიგიური გრძნობების შელახვისთვის. :green: :green: :green:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »