National Geographic-ს ვათვალიერებდი, როცა ასეთ ამბავს წავაწყდი: “Rarest of the Rare” Species Named
ანუ ჩვენს პლანეტაზე ცხოველთა რაოდენობა კლებას განაგრძობს და ახალი ჯიშები არიან გადაშენების პირას. იშვიათი ჯიშის იშვიათი წარმომადგენლები იღუპებიან.
კუნძულის ნაცრისფერი მელია აშშ-ის ტერიტორიაზეა გავრცელებული. თუმცა, რაღა გავრცელებული. მელიის ეს სახეობა 1000-ზე ნაკლებიღა შემორჩა.

სუმატრას ორანგუტანი შესაძლოა მანამ გადაშენდეს, სანამ მეცნიერები მისი ჯიშის შესწავლას დაასრულებდნენ. ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე ამ ორანგუტანთა რაოდენობა 75 წლის განმავლობაში 80%-ით შემცირდა. დღეს მათი რიცხვი 6600-ია. მათი ნაწილი ბუნებრივი გზით იღუპება, ნაწილს ბრაკონიერები უღებენ ბოლოს.

ვაქიტა – ყველაზე პატარა ვეშაპი – 1,5 მეტრის სიგრძისაა და მექსიკის ყურეში, კალიფორნიის სიახლოვეს ჯერ კიდევ ბინადრობს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მხოლოდ 150 ვაქიტაღა შემორჩა ოკეანეს.

სახნისიანი კუ შრდილოდასავლეთ მადაგასკარზე ბინადრობს და დაახლოებით 400 ცხოველიღაა შემორჩენილი. მეცნიერთა ვარაუდით, ეს სახეობა შესაძლოა 30 წელიწადში გადაშენდეს. ბრაკონიერთა და ტყის ხანძართა მსხვერპლი კუ დღეს pet-ად გაყიდვის ობიექტია.

კუბური ნიანგის ჯიშის მხოლოდ 4000 ცხოველი შემორჩა. ეს 3,5 მეტრის სიგრძის რეპტილია ერთ-ერთი იმ იშვიათ ცხოველთაგანია, რომელთა ყოფნა-არყოფნა ახლა წყდება.

მწვანეთვალება ბაყაყი კოსტა-რიკასა და პანამაზე ბინადრობს. მისი რამდენიმე ასეული ერთეულიღა შემორჩა. სოფლის მეურნეობის გასაუმჯობესებლად გამოყენებული შხამქიმიტების წყალობით მწვანეთვალება ბაყაყები გამრავლების უნარს კარგავენ.

ჰიროლა ანტილოპათა ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობაა, რომელიც კენია-სომალის საზღვარზე ბინადრობს. მათი 600-მდე ცხოველია შემორჩენილი და მაჩვენებელი კლებულობს. ჰიროლას ძირითადი მტერი ადამიანია, შემდეგ – გვალვა.

ფლორიდული თავჩაჩიანი ღამურა მეცნიერებს ჯერ კიდევ 2002 წელს ეგონათ გადაშენებული, როცა პატარა კოლონია აღმოაჩინეს. დღესდღეობით 100-მდე ღამურაა შემორჩენილი. მათი ნაწილი კლდესა და ხის ტოტებზე ჩამოკიდების უნარს კარგავს.

გრენადული მტრედი სულ უფრო და უფრო ცოტა დაფრინავს კარიბის ზღვის ამ სახელმწიფოში. მათი რიცხვი დღეს 150-ზე ნაკლებია. მტრედის ეს უჩვეულო, ვარდისფერგულმკერდიანი სახეობა გადაშენების პირასაა. მას ძირითადად მტაცებელი ფრინველები და ცხოველები ემტერებიან. გრენადული მტრედის გადარჩენისათვის 10-წლიანი პროგრამა მზადდება.

თეთრთავა ლანგურების რაოდენობა 40 წლის განმავლობაში 98%-ით შემცირდა. 59 გადარჩენილი ცხოველი ვიეტამში, ჰალონგის ყურეში ბინადრობს. ამ მაიმუნთა უმრავლესობას ჩინური ტრადიციული მედიკამენტების დასამზადებლად კლავენ.

პრჟევალსკის ცხენიც თუ ამ სიაში მოხვდებოდა, ნამდვილად არ მეგონა. სკოლაში ზოოლოგიის წიგნში გადავაწყდი მის სურათს და ძალიან მომწონდა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები იბრძვიან მათ გადასარჩენად, საქმე მაინც სავალალოა. 300-ოდე ცხენი დღეს მონღოლეთში ბინადრობს, ზოგიც უკრაინაში, დანარჩენი სტეპებშია გაბნეული.

ესენიღა დარჩნენ
ეს არის რეალობა, რომელზეც ჯერ კიდევ გვეცინება, ხოლო როცა აღარ გაგვეცინება, მაშინ ხსნის გზა, ალბათ, აღარც იარსებებს.








მელიები და ვაქიტა ძალიან შემეცოდნენ
პრჟევალსკის ცხენი/ვირი კიდევ რამ მოგაწონა ვერ ვხვდები 
P.S. აჰა, დავტოვე ჩემი კომენტი
ლამაზია და იმიტომ
მადლობ, თამუ
მელია ძალიან ლამაზია.

პირწიგნაკზეც დავწერე რამოდენიმე კვირის უკან, მელია რომ დავინხე ტრამვაიდან
წყალს სვამდა, რიიიჟა ფუმფულა კუდიანი მელია
თუ არ გადაირეოდი არ მეგონა.
ახლაც რომ ვწერ ამას უცებ კარგ ხასიატზე დავდექი
ცუდია :შ
ფლორიდული თავჩაჩიანი ღამურა რა საყვარელია
ვაქიტაზე არ ვიცოდი:( დავიცვათ დედამიწელები!
როდესაც ცხოველები აღარ იარსებებნ, ადამიანების არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
მმ..
სუმართლე რომ ვთქვა, ეგ ღამურა თუ ამოწყდება, მგონი არ ვინერვიულებ, პირიქით :\
აუ, პრჟევალსკის ცხენზე, მგონი, VIII კლასის ზოოლოგიაში მაქვს ნასწავლი. რა საყვარელი ცხოველია, როგორც ყველა სხვა ცხენი, პრინციპში.
ყველა ადამიანი “რაღაცით” ჰგავს თავის “უმცროს ძმას”, ხო იცი.
ზურიუს, ისე შენ რომელ ცხოველს ამსგავსებ თავს?
მართალი ხარ, ყველა რაღაც ცხოველს ჰგავს. ოღონდ, მგონი, ჩემისთანები დიდი ხნის წინათ გადაშენდნენ, სოფ და მე მათი უკანასკნელი წარმომადგენელი ვარ.
იგუანადონია შემი ცხოველი
http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/1/13/Iguanodon_BW.jpg
ის ნიანგი გადაშენდეს არ ვიდარდებ, ნაცრისფერი მელია და კუ მაგრად დემევასა და ვაქიტა რას გავს? მარა შემეცოდა
პოსტი კი კარგი იყო
ძალიან ლამაზები არიან..
ვეშაპი რა საწყალი იყო. და რა ძაან პატარააა
საწყლები. ისე იმედია 2-2 წყვილს მაინც გადაინახავენ სადმე. ყოველი შემთხვევისთვის.
ძალიან საგანგაშოა რომ ცხოველთა გადაშენება გრძელდება.
იმედი მაქვს მოხერხდება გადაშენების პირას მისული სახეოებების გადარჩენა