Rapsodia – ლოცვა, რომელიც სიმღერას ჰგავს

ერთ ზაფხლს, როდესაც ჩვეულებისამებრ ქუთაისის ცხელ ლოგინზე გაშხლართული, ხატვისაგან დაღლილ თვალებს ჩამავალი მზით განათებულ ცას ვაშტერებდი, რაღაც დაიწყო. ყურადღება არ მიმიქცევია, თუ როგორ შემოიჭრა ჩემში უცხო, აქამდე უცობი მელოდია, უცნობი სულითა და ხავერდოვნებით.

მუსიკა ნელ-ნელა ლოცვად გარდაიქმნა, რომელსაც ანდრეა ბოჩელი ზღვიდან მოქროლილი ტალღების ხმით ჩურჩულებდა…

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2009/08/Andrea_Bocelli_-_Rapsodia.mp3|titles=Andrea_Bocelli_-_Rapsodia]

Io vorrei

liberati domattina

e vorrei

vederti volare

sui nevai come prima.

Tu, così lontana,

seppure ormai

così vicina.

E l’anima se ne va

verso l’eternità.

Rapsodia…

ჩამავალ მზისფრად თბილა. მარტო ვზივარ ქვიშის კუნძულის ნაპირზე და მეწამულისფრად ამღვრეული ზღვა ფეხის თითებზს შორის ირწევა. ირგვლივ ყველაფერი გამჭვირვალი სისავსით ცარიელია. ვსუნთქავ,  თუ როგორ ირწევიან პალმების გამთბარი ფოთლები ჩემი ცნობიერების მიღმა. ვეხები, თუ როგორ მატყდება ჩამავალი მზისგან აღგზნებული ზღვის ქაფი. ეს რაფსოდიაა. ლოცვა, რომელიც სიმღერას ჰგავს.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

7 thoughts on “Rapsodia – ლოცვა, რომელიც სიმღერას ჰგავს

  1. Sophie 'Sunny' Golden

    მიყვარს ანდრეა ბოჩელი და საერთოდ, იტალიურ ენაზე ლამაზად რომელი ჟღერს, არ ვიცი. [ცოტა ღრიალა და ხმაურიანი ხალხია, მაგრამ] სიმღერა და ოპერა წარმოუდგენლად ლამაზი აქვთ… არა, ყველაფერი ლამაზი აქვთ, მართალია ძალიან მიწიერი, მაგრამ მაინც :)

  2. Katieé.Ge

    მაგარია, ზურ :))
    ეს სიმღერა მართლა გამორჩეულია მათგან, რაც ბოჩელისი მომისმენია.
    და შეიძლება იმიტომ მომეწონა ასე, რომ შესაფერის დროს და შესაფერის ადგილას მოვუსმინე :))))

  3. aku

    ლამაზია… საჭიროზე მეტად ლამაზიც კი…
    p.s. “romanca” მთელი ალბომი ძალიან კარგია….

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.