ესეც ასე. ახალი ნახატი შეემატა ჩემს კოლექციას, რომელიც, იმედია, 20–ს უტოლდება. ამ უკანასკნელს უკანასკნელი 1 წლის მანძილზე ნელ–ნელა და წვალებ–წვალებით ვხატავდი. სიზარმაცე, უნივერსიტეტი და კომპიუტერი ეს ის ალტერნატივები იყო, რომელთა მეშვეობითაც ანდრეა ბოჩელისადმი მიძღვნილმა ნახატმა დაიგვიანა.
თბილისიდან ახლახან დავბრუნდი (შეეტყო კიდეც, ალბათ ჩემსა და თქვენს ბლოგებს
) . ნახატიც იქ დავასრულე. ახლა კი სამსჯავროზე გამომაქვს და აბა თქვენ იცით. აქვე დავძენ, რომ ამ ორი მუსიკის გარეშე ნახატის აღქმა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ვინაიდან ჩემს მუზას სწორედ ეს მუსიკა წარმოადგენს
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.










vaimee zur magrad momewona ki arada gadavirie mgoni martla magrad xatav da wadi samxatvroshi ar ginda:) ra ferebi, ragac dalis magonebs:))
sabchouri naxatebi da mozaikebi ro iyo,ratomgac is momagona
აუ, სად გაგახსენდა ეგ :D
sasiamovnod feradia
ლაივში უკეთესია :P
sainteresoa : )) ra zomisaa naxati??
ორი თაბახის
შენ ხატავ კიდეც? არ ვიცოდი..
გვერდზე ცეზარული სურათი ”მევასა” :D
აი, სურათი ახლა ჩატვირთა ბოლომდე. მაგარია!
კარგი დეტალიებია, ცხენი მომწონს!!!!
გამარჯობა!პირველიგში მუსიკა გადმოვწერე(შენს ნაწერებშიც და ნახატებშიც მუსიკის დიდი ადგილი უკავია) და სურათიც გავადიდე…მართლაც შესანიშნავი ნახატია…თითქოს მთელი სამყარო მასშია მოქცეული…განსაკუთრებით მომხიბლა ქვევით ფანჯრაში ჩახატულმა წყვილმა,რომლებიც მზის ჩასვლას უყურებენ…ცხენი,რომელიც დაფრინავს…აქლემები,რომლებიც დროის მარადისობას შეგაგრძნობინებენ…თევზები,რომლებიც თავისუფლების წყურვილს მოგიკლავენ…ქალის სახეც საინტერესოა…ეს ყველაფერი ჰარმონიულად არის ერთმანეთთან შერწყმული…(ჩემს დესკტოპს ძალიან მოუხდა და დიდი ხანი ასე იქნება)…სხვათაშორის დოკუმენტებში ვან გოგის ნახატების გვერძე შევინახე ეს ნახატიც(არაფრით არ ჩამოუარდება)….
გაიხარე, თორნიკე. ე.ი. არჩევანი მაქვს: ან ვან გოგის ფოლდერიდან შორს უნდა გადაიტანო, ან მე ყური უნდა მოვიჭრა… :D
კარგი…კარგი…ოღონდ ყური არ მოიჭრა და გავხსნი ცალკე ფოლდერს(გავხსენი უკვე და შენი სახელი და გვარიც დავაწერე…)კოლექციაში მხოლოდ ორი სურათი მაქვს მეფე ლირი და ეს რაფსოდია…ველით ახალ ნახატებს…წარმატებებს გისურვებ…