რადიო ვიცი მე დუშში!

კაცმა რომ თქვას, ვის რა ჩემ ან თავის ფეხებად უნდა რადიო, ვინ უსმენს?

“დროებითი” მძღოლები? კარგი, ჯანდაბას ის 1 საათი.

ტაქსისტები? ეგენი რადიოს კი არა, ნინო ჩხეიძეს უსმენენ.

რა ვარიანტი რჩება: ინტერნეტი? მეტი არაა ჩემი მტერი, ვინმეს ფეისბუკზე ნიუსების გაზიარებისას რადიოთი მოყოლილი ამბებისთვის ეცალოს.

გზა? შესაძლებელია, თუმცა ყურსასმენებგაჩრილი და სმენადახშული ფეხით მოსიარულე ქუჩაში, თავისი არსით საკმაოდ უახლოვდება კამიკაძეს.

რჩება ერთადერთი, უცვლელი და ყველაზე გამოსადეგი:

როდესაც აქაფული და აქაფებული წყალი შენს სხეულზე თქრიალით მოედინება, როცა ნეტარებ უშრეტი შეგრძნებების მორევში, როცა აცნობიერებ, რომ ყველასა და ყველაფრის დაკიდება მაგგარი რამეა,

ჩართე ეგ მამაცხონებული რადიო!

გაზეთი ეგ არ არის, რომ დაგისველდეს და არც ტელევიზორი – რომ თვალგამოშამპუნებულმა უყურო. შეგიძლია, ქუთუთოები მშვიდად მიაწყო ერთმანეთზე, სხეულს ნაზად შეეხო და რადიოს ჰარმონიული, საინფორმაციო თუ გასართობი ბგერები წყალთან ერთად მჭიდროდ შემოიკრა.

მოუსმინეთ რადიოს აბაზანაში და ყვველაფერი კარგად იქნება :)

პ.ს. არ მაქვს სოფელი, არ მაქვს აგარაკი, ამიტომ ქუთაისში დაძინება მომენატრა :P

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

6 thoughts on “რადიო ვიცი მე დუშში!

  1. რა აზრი აქვს ვინც ვარ

     რადიოს გააჩნია, მაგრამ აბაზანაში მოსმენა არაჩვეულებრივი იდეაა, მეზობელი  თუ არ ამოგიხტა და გითხრა: ჩაუწიე მაგ მამაცხონებულსო

  2. Mari

    რადიო არა, მაგრამ მუსიკის მოსასმენად ტელეფონი შემქონდა ადრე. მერე გადავეჩვიე, თორემ უკვე გამოსვლა მავიწყდებოდა სააბაზანოდან :))

    1. Zura Balanchivadze

      მუსიკას ხო, მარა ამ გაძვალტყავებულ რადიოს გადარჩენის გენიალური გეგმა დავსახე და მაცალე ახლა :დ

      1. Mari

         მე კი გაცლი, მარა ტყუილად ირჯები, მაინც არავინ დაგიფასებს :P

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »