“დედოფალთა” სიგიჟე

სიგიჟე, როგორც “ხსნა”, გამოსავალი ურთულესი მდგომარეობიდან, მუსიკაში მე-19 საუკუნიდან ჩნდება. ამ დროს საოპერო მუსიკა მწვერვალზე იდგა და თავისი არსებობის ერთ-ერთ ყველაზე ფენომენალურ, ბელკანტოს ერაში იმყოფებოდა. თავის ნაწარმოებებში ბევრი კომპოზიტორი ქალის მთავარ პერსონაჟს სწორედ სიგიჟის სცენით ასრულებინებს ოპერას. მაგალითად, დედოფალი, რომლის ინტრიგებს საკუთარი შვილი შეეწირა ან დიდგვაროვანი ქალი, რომელიც უპასუხო სიყვარულის მსხვერპლი გახდა. აქედან გამომდინარე, “სიგიჟე”, როგორც მუსიკალური ფორმა, თითქმის ცალკე ჟანრად ჩამოყალიბდა და, რაც ყველაზე მთავარია, იგი ოპერის ჟანრს გაცდა. ჩვენ მას დღემდე ვხვდებით.

რატომ სიგიჟე? ეს ფენომენი ყველაზე მეტად არაადეკვატური, არაპროგნოზირებადი და, შესაბამისად, რთულად გადმოსაცემია. შეიძლება ითქვას, იგი გამოწვევაა ნებისმიერი მუსიკოსისათვის. შემსრულებლებს კი მოეთხოვებათ ზედმიწევნით მაღალი ვოკალური ოსტატობა, რათა ზუსტად გადმოსცენ კომპოზიტორის რთული ჩანაფიქრი. მაგალითად, ოპერა “ლუჩია დი ლამერმურის” მთავარი გმირი უსიყვარულოდ გაათხოვეს. ქორწილის ღამეს მან ქმარი მოკლა, გაგიჟდა და თავისი ნამდვილი სიყვარული ელანდება. ასრულებს ნატალი დესე.

ასეთი იყო სიგიჟე მე-19 საუკუნეში, თუმცა, როგორც ვთქვი, ეს მუსიკალური ფორმა დღესაც გამოიყენება. პოპ მუსიკის “დედოფლების” მიერ ნამღერი “გიჟური” სიმღერები მაღალი ნოტებითა და ემოციური შესრულებით, სხვა არაფერია თუ არა იმ “სიგიჟის ხანის” თანამედროვე გამოძახილი. მაგალითად, სელინ დიონის “I Surrender”.

მგონი, პრინციპი ნათელია: მთავარია არა შინაარსი, არამედ გამოხატვის ფორმა, რომელიც მხოლოდ ჟანრობრივად შეიცვალა. უცვლელი დარჩა ადამიანური ფაქტორი და განცდა, რაც მისი შესრულებისას მომღერალს თან ახლავს. ვფიქრობ, ეს შეგრძნება მუდმივად იარსებებს მუსიკაში, რაც “სიგიჟის” კიდევ უფრო ბევრ ინტერპრეტაციას შექმნის.

კიდევ ერთი მაგალითი: ედიტა გრუბეროვა, ოპერა “პურიტანები”, ბელინი.

უიტნი ჰიუსტონი – “I Have Nothing”

ასე რომ, ამიერიდან, როცა თქვენს საყვარელ (საოპერო თუ პოპ) მომ$ღერალს მოუსმენთ, გახსოვდეთ, რომ, შესაძლოა, მათ ბევრი საინტერესო საერთო ჰქონდეთ.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

4 thoughts on ““დედოფალთა” სიგიჟე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »