ქლენძღვობა – ნაწილი II

ნაწილი II იმიტომ, რომ პირველიც დავწერე ოდესღაც

გაფრთხილება: ამ პოსტში შეიძლება, გადააწყდეთ უწმაწურ სიტყვებს. ბოდიშს ვიხდი თავისუფალი ტონისთვის.

ცხოვრება დედამოტყნულად მექცევა, როცა მართმევს ძალას და ჯანმრთელობას და, რაც მთავარია, მიშხამებს საახალწლო განწყობას, რომელიც ზოგჯერ ერთადერთია, რომელიც მარტოობის დაძლევაში მეხმარება. ქლენძღვობა მჭირს იმიტომ, რომ:

  • მახველებს და ყელი მაქვს ჩამშრალი
  • მინდა მღერა და, თხელი კედლების გამო, მეზობლებისა მერიდება
  • ვოკალის მასწავლებელი მინდა და საამისოდ არც დრო მაქვს და არც ფული
  • ჩემ გარდა, ყველას ჰკიდია ჩემი ვოკალი, რომელიც საკუთარი შვილივით მაწუხებს და ნერვებს მიშლის, ამამღერეო. ასე რომ არ იყოს, ჩემდათავად ხმის ამომღეიბის!….
  • ვეღარ ვპოსტავ, ძალიან ვიღლები
  • საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი გავხდი, რომ მსუბუქი თემებისთვის ჩემი ბლოგი აღარ შევაწუხო. არც სტატისტიკებს ვამოწმებ და საერთოდ მგონია, რომ ჩემი აზრი თითქმის ყველას ჰკიდია. სექსა და პოლიტიკაზე კი მაინც არ დავწერ, ბოზიშ!
  • ჯარის უძილობა და სამსახურის საქმეები ერთად მკლავენ. იმ მსახიობს დავემგვანე, დღეში ორი, სრულიად განსხვავებული როლის თამაში რომ უწევს
  • ვერაფრით მოვახერხე Google Maps-ზე ობიექტის დამატება. ვინც იცით, ეგებ მასწავლოთ. დაგიფასდებათ.
  • არ ვიცი ფოტოშოფი, ვერ ჩავუჯდები ამ დედაშეცემულ ტუტორიალებს. მე-ზა-რე-ბა! მინდა, ვინმე დამიჯდეს და ამიხსნას, რომ უცებ გავიგო და მერე მე ვიცი!
  • ფოტოშოფისა და ქორელის არცოდნის გამო ვერ ვეკარები გამოცემებს, რომ ჩემი იდეები შევთავაზო. არადა იდეებს მართლაც არ ვუჩივი. ამ მხრივ შემოქმედებითი სიმწიფე მაქვს.
  • შემოქმედებით სიმწიფეს კი ხელს არ უწყობს ჩემი არეული ძილი და დანარჩენი საქმეები. ასე რომ ხატვას რომ მივუჯდები, ვიღლები და მეძინება. არადა ტვინი მისკდება იდეებით, რომელთა ხორცშესხმას ვერა და ვერ ვასწრებ.
  • ვერა და ვერ მოვაბი თავი ჩემს პერსონალურ გამოფენას, რომ ნახატები გავყიდო. არ მიყვარს თვითპიარი, არ შემიძლია! ვინმემ რომ ითავოს ეს საქმე, გენიალურ ნახატს დავუხატავ, რომლითაც მთელი ცხოვრება იამაყებს. ბოლოს და ბოლოს, რომ მოვკვდები, მერე ხომ მაინც დამაფასებს
  • წონაში მოვიმატე – ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებს. ერთი, რომ ზამთარია. მეორე, რომ ადვილად ვიკლებ. მესამე – სექსუალური არასდროს ვყოფილვარ.

აი, სულ ესაა იმ ქლენძღვობათა სია, რომლითაც დღეს ტვინი მოგიტყანით. იმედია, შემდეგ შემოსვლაზე (თუ ასეთი კიდევ იქნება) რამე პოზიტიური დაგხვდებათ :)

პ.ს. დიდი მადლობა, ვინც ამ ხაზამდე წაიკითხეთ ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

10 thoughts on “ქლენძღვობა – ნაწილი II

  1. ლიტერატორი

    ნუ მეც ეგრე ვარ თითქმის :D
    ამას დამატებული ის რომ ასე ჩამორაკრაკებაც კი მეზარება რა ქლენძღვობები მჭირს :d :d

  2. Konstantin

    ორ რაღაცაში არ დაგეთანხმები, პირველი,ვოკალი, იცი რასაც ვიტყვი, რომ არ მკიდია და არ მეკიდა და რაღაც პონტში მშურს, იმიტო რო ერთ დროს მეც შემეძლო, მეორე, რაც შეეხება ფოტოშოფს, მაგ ვინმეს სახელი აქვს, ირაკლი, მგონი შენი ძმაა :D შეგიძლია თხოვო , ნუ ეხლა მთლად მამა არაა მაგრამ სასარგებლო “სავეტებს” მოგცემს. :))

  3. lana

    ჯარის უძილობა პლუს სამსახური ყველაზე მძიმე ქლენძღვობაა,ჯარში ყოფნა მალე დამთავრდება?მერე უძილობასაც მოეღება ბოლო,შემოქმედებით სიმწიფესაც მიეცემა “გასაქანი” :d , აღარ გაიფიქრებ,რომ შენი აზრი ყველას ჰკიდია, ფოტოშოფს ისწავლი, (ქორელი რა არის არ ვიცი,დავგუგლო ერთი :),ხველასაც უმკურნალებ,მეზობლები,თხელი კედლები :( . ამ პოსტიდან ჩანს,რომ ბევრს ითხოვ შენი თავისგან,ცხოვრებას შემდეგ წლებშიც ხომ აგრძელებ? ასე რომ, “ვერ ვასწრებ”ებით თავს ნუ დაიტანჯავ. აქვე უნდა აღვნიშნო, ნაძვის ხე,ბუხარი,წინდები ისე მომეწონა,რომ ჩემი ქლენძღვობები სულ გადამავიწყდა :d

  4. შოშანა

    მე წავიკითხე ბოლო ხაზამდე.
    სექსუალური ხარ, რატომაც არა :)
    თვალები, ტუჩები… :)

  5. მარი

    ჰმმ მეგონა მარტო მე განვიცდიდი მარტოობას ამ ქვეყნად…. გამეხარდა სხვაც რომ ასეა :D და ნეტა შენ იდეები რომ მოგდის, იდეის ნასახი არ მაქვს არაფრის, თUნდაც იმის როგორ აღარ ვიგრძნო თავი მარტოდ ………. ეჰჰ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.