ქლენძღვობა

იყო დღე, ოდეს “Окна”-ს წამყვანი ნაგიევი წიხლქვეშ გაიგდეს. მგონი, ერთადერთი “დრაკა”, რომელიც არ დაუდგამთ მაგ შოუში. მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრება დაქანებული სლიპინა ზედაპირია და რომ ჩუსტებით ვერ ილაყუნებ. მთვარე ხომ არ არის.

მივხვდი, რომ უნდა შევეგუო იმ ფაქტს, რომ მიუხედავად იმისა, ჟღვინტი ხანდახან მომწვანო ფერისაც არსებობს, კორვალოლის, ვალოკორდინის ან, თუნდაც, პიტნის კაპლის არომატს მაინც არ დააფრქვევს. ანუ ვნეშნოსწ აბმანჩივო.

ცხოვრება რომ ნაძირალაა, ადამიანთა უმრავლესობა რომ პადლიზაა და ბოლოს რომ ყველას მოეკითხება, ფიქრობ მაშინ, როცა სამსახურს დაგატოვებინებენ. ჭეშმარიტება ზოგჯერ რა ახლოსაა და მაინც სულ როგორ აგვიანებს, თახსირი ეგა. ჭეშმარიტება ძაღლი რომ იყოს, საჭირო ადამიანებზე დავგეშავდი, ყოველთვის გვერდით რომ ჰყოლოდა. სხვებზეც დავგეშავდი, საჭიროებისამებრ რომ მიეფსა. აუცილებლად ვასწავლიდი თათის გამოწოდება. ადამიანთა თვალის რქოვანას ზოგჯერ ქლენძღვისმაგვარი შრე გადაეკვრება და ჭეშმარიტების საძიებლად ხელებს აქეთ-იქით აფათურებს. ამიტომაა საჭირო თათგამოწვდილი ძაღლი. ვინმე თვალგამოქლენძღვებულმა რომ ხელი ჩასჭიდოს და სწორი გზისკენ წაყვეს. თუმცა სამყაროში კეთილისა და ბოროტის ბალანსი რომ არ დაირღვეს, ჭეშმარიტი ძაღლები ამიტომ ისრისებიან ტრასაზე.

შევარდნაძე მართალი იყო, როცა ამბობდა, რუსეთი დაიშლებაო. დაიშლება კი არა, დედა გაუცვდება. გაუცვდება და მერე როგორ: როცა მზე დაიბრიდება და, რიგრიგობით, მერკურს და ვენერას გადაყლაპავს, მერე დედა დედამიწასაც მოუღებს ბოლოს. ჰოდა, აი, მანდ დაე(რ)ხევა რუსეთს სავეტსკი ფლაგი. 5 მილიარდი წელიწადი სამყაროსთვის მაინც არაფერია. ჩვენც ავიტანთ, რა.

ეჰ, სმა მაინც ვიცოდე, ერთ-ორს გადავკრავდი. რაღაცნაირად მაინც დავემგვანებოდი ჩემნაირ ადამიანებს. 22 წელი ხომ სმის თარიღია. ისევე, როგორც 21 ან 23. სვი და იდღნაურე, სანამ ერთს მეორე აგიკრძალავდეს, ვინც, წესით, სამუდამოდ უნდიყვარდეს. სანამ სიხარულით სვამ. არრა, მე ხომ როგორ ჩავიკარებ ალკოჰოლს პირში. ხომ ვეღარ ვიმღერებ. ხომ დამეძაბება ხმის იოგები და ხომ მომიწევს ხავილი. რა ჩემს ფეხებს კი მე ვმღერი ან რა ნოტს ვიღებ, ვიცი კი საერთოდ? ერთია, რომ ძალიან მინდა, მეორეა, შემიძლია თუ არა. სულ მარტო ვარ მუსიკის წინაშე. სულ სულ მარტო. მარტო ვუსმენ და მარტო ვყმუი.

ყმუილზე გამახსენდა, როცა კლასელები, კურსელები ან მეგობრები სადმე ერთობოდნენ და მე მათთან ერთად ყოფნა არ მეწერა, ზუსტად ასეთ შეგრძნებას განვიცდიდი. ზამთრის სიცივე მუცლიდან ტვინამდე და მგლისებრი ყმუილის შეგრძნება მთელს სხეულში. დეპრესია. “ნორმალური” დეპრესიონირება ყველას კი არ შეუძლია. აი, რომ დაიგრუზები და 1 ან 2 კვირას გარესამყაროსგან იზოლირებული რომ დააბოტებ, გონება რესტარტს აკეთებს და მერე ისევ ირთვები. ადამიანებს, რომლებსაც დეპრესიის ამ ფორმით გადახარშვა არ შეუძლიათ, ბოლომდე ვერც იგრუზებიან და ვერც კარგად არიან. შესაბამისად, უფრო დიდი ხნის განმავლობაში ტკივათ, რასაც ცხოვრების სიჯანსაღე ეწირება. ვოტ ტაკ.

დაბოლოს, ვერ დავადგინე, აქვს თუ არა აზრი ლოთობას, ბოზობას, რწყევას და ათასნაირ ქლენძღვობას, როცა იცი, რომ ცხოვრება ტრაკის მიმართულებით დაქანებული გლუვი ფიცარია.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

19 thoughts on “ქლენძღვობა

  1. ირინა

    გაასაგებია, რატომაც მეუბნებოდით ქუთაისი აშტერებსო, არადა მე რა კარგი ქალაქი მეგონა… :| მავნეა შენთვის ამდენი ხანი მანდ გაჩერება, წამო დროზე მშობლიურ დედა დედაქალაქში! :roll:

  2. ზოე

    მოჟეტ მართლად ტრაკის მიმრთულებით დაქანებული ფიცარია ცხოვრება ინაგდა, მაგრამ მიმართულების შეცვლა შენს ხელშა, თუ არადა ჩამოდი მაგ ფიცრიდან შე კაცო

  3. სოფი SUNNY გოლდენი - ყველაფერი ეგვიპტურის მტერი

    სვი და have fun მერე, როგორც 22 წლის ყმაწვილკაცს შეეფერება :ლოლ: ცხოვრებას თავი დაანებე. შექმენი შენი ცხოვრება ისეთი, როგორიც გინდა.

    მაგარი პოსტი იყო ისე, საკუთარ თავს რომ შემოულაწუნებ და ამ დროს არ გულისხმობ იმას, რასაც წერ.
    ხმას კი გაუფრთხილდი, რა იცი, როდის გამოგადგება.

    არა, რუსეთი და ნაგიევი რა შუაში იყო, მართლა ვერ მივხვდი.
    აი პუტინი კი რა ჰოთ-ია ამ ფოტოზე, გავოგნდი. ვისი ტანი აქვს მიბმული?

    1. zurriuss Post author

      ნაგიევი სიტყვამ მოიტანა, პუტინი დავგუგლე და, საერთო ჯამში, მადლობა :d

  4. მარი

    დაიწყო ამანაც ცხოვრებაზე გამწარებული პოსტების წერა. ეგ სიმღერა ამდენი ეგრესიულ-დეპრესიული ბოდიალის გარეშეც შეგეძლო დაგედო.

  5. ლიტერატორი

    ფიცრის მუხლზე გადამტვრევის დიდოსტატის ტელეფონი მაქვს თუ გინდა დაკავშირებ :d :d :d

    ლოთობაში, ბოზობაში და სხვა მგსავს ქლენძღვობაში არ მგონია რამე აზრი იდოს.

    ხმას გაუფრთხილდი კარგად გამოგდის, ხატე – ძალიან მაგრად გამოგდის, წერე – გამოუშვი ორთქლი -ხან პოზიტიური ხა ნეგატიური კაკრაზ ამიტომ შემოვდივარ ხოლმე შენ ბლოგზე და არამარტო :)

    და მალე ჩამოდი კაცო ვაჰ :roll:

    და ესეც შენ http://www.youtube.com/watch?v=MXQTWCTc0aI

  6. რა აზრი აქვს ვინც ვარ

    აი, ასეთი სიმართლე ბევრისგან არ მსმენია მე!
    მაგრამ სიმღერას რაც შეეხება, მართლა კარგად მღერი :) (როგორც ჩემს ყრუ ყურებს უთხრეს)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.