Puzzle

მინამ წერას დავიწყებდე, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ცხოვრება ერთი დიდი, მრავლად და მრავალფეროვნად დაჭრილი ფაზლია, ადამიანი კი მერდინია, რომელიც ხან ქვიშას, ხან სიროფს და ბევრ მსგავს რამეს ატარებს. ცოდნა და გამოცდილება სწორედ ამ “განაცრელით” განიზომება, რომელიც მერდინის ბადეზე ილექება. არ ვიცი, მიხვდით თუ არა, მაგრამ საუბარი ჩემი საყვარელი თავსატეხის, ფაზლისკენ მიმყავს, რომლის აწყობის ნერვი, სამწუხაროდ, ბევრს არ აქვს. უვы.

ფაზლი ხომ ტვინის გავარჯიშების ერთ-ერთი ყველაზე მაგარი და მრავალფეროვანი ხერხია. ყოველ ზაფხულს მინიმუმ 1 სურათი რომ არ ავაწყო, წარმოუდგენელია. აი, ჩემი სახლის კედლები ქუთაისში:

"ვენეცია" ჩემი პირველი გამარჯვებაა: 2002 წელს 500-იანი ფაზლი 36 საათში ავაწყვე. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ, აწყობილი სურათების ჩარჩოში ჩასმა და კედლებზე ჩამოკიდება.

ამის შემდეგ ფაზლების ხანა დაიწყო და ოჯახის ყველა წევრი თავს ვალდებულად ვთვლიდით, ცოტათი მაინც დავხმარებოდით ერთმანეთს. ეს სურათი, ძირითადად, მე ავაწყვე, მაგრამ დედ-მამამაც შეიტანა წვლილი. მახსოვს, ბოლო ნაჭერი ირაკლის ჩავასმევინეთ და 500-იან ფაზლს 1 კვირაში მოვრჩით საქმეს.

ზედა სურათის პარალელურად, ირაკლი ამაზე ჩალიჩობდა. აქ მე არ წავშველებივარ, მშობლები დაეხმარენენ, თუმცა ეს ადვილი გამოდგა, თან 300-ნაჭრიანია.

ეს დედაჩემის საყვარელი სურათია და მანაც საკმაო წვლილი შეიტანა მასში. ძალიან მიხარია, როცა ოჯახი საქმეს ერთად აკეთებს. ფაზლი გვაერთიანებს ხოლმე. ეგეც 500-იანია.

ამის შემდეგ მამაჩემმა ნამდვილი გამოწვევა მოგვიწყო და ერთ დღესაც 1000-ნაჭრიანი ფაზლი მოგვიტანა. მთელ 3 თვეს ვაწყობდით, რამდენჯერმე ხელი ჩავიქნიეთ, რამდენჯერმე გამოვიტირეთ ვითომ დაკარგული ნაწილები და ბოლოს მაინც ავაწყვეთ. თან საშინლად რთული გამოდგა: ცა და ტყე - თითქმის სულ ერთი ფერის ნაჭრებია.

1000-იანს კიდევ ერთი 1000-იანი მოყვა. ამ გემის აწყობაზეც ყველამ მიიღო მონაწილეობა და 3 კვირაში ზარზეიმით ჩამოვკიდეთ კედელზე. უბრალოდ, ერთი ნაჭერი მართლა დაგვეკარგა და მამაჩემს მისი ყუთის ნახატისგან გამოჭრა მოუწია, თუმცა დღემდე კაციშვილი ვერ ხვდება იმ ადგილს.

სამიოდე წლის წინ ეს ნიუშუანშტაინის სასახლე ავაწყვეთ: შენობა - 2 დ$დფღეში, ტყე - 2 კვირაში. რთული, მაგრამ საინტერესო სამუშაო იყო. რაც მთავარია, ძალიან ეჯაჭვები იმ ადგილს, რომელსაც აწყობ, რადგან უკვე ზეპირად იცი მისი დეტალები, შეფერილობა და გიყვარდება იგი.

2009 წელს ჰოჰენცოლერნების სასახლე ავაწყვეთ, რის შემდეგაც გადავწყვიტე, ფსონები გავზარდოთ და 2000-იანებს შევეჭიდოთ. დროის სიმცირის გამო, ჯერ ვერ გავრისკე, მეყიდა, მაგრამ აუცილებლად მოვახერხებ რამეს.

ბრიუგელის ეს ნახატი ჩემმა მეგობარმა დიტომ მაჩუქა ამასწინათ. 500-იანი ფაზლი ორიოდე დღით გასართობად მშვენიერია, მე და ჩემმა ძმამ 2 საათში ამდენი ავაწყვეთ. ხვალ მოვრჩები.

დღეს გავიგე, რომ კიდევ ერთი 1000-იანი უჩუქნიათ, ამჯერად ჩემი ძმისათვის. იმათ ვერ აუწყვიათ. ხვალ დავხედავ და სიტუაციას შევაფასებ. ღმერთმა ქნას და არც ერთი ნაჭერი არ აკლდეს! აბა ჰე და აბა ჰო :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

6 thoughts on “Puzzle

  1. ლინა

    ნიუშუანშტაინის სასახლე,ცა და პალმები ძალიან შთამბეჭდავია.ბევრ და კარგ უნარებთან ერთად,შესაშური ნერვული სისტემა გაქვს(თ).ალბათ 500 ფაზლსაც ვერ მივიყვან დასასრულამდე.

  2. An Na

    აუ რა მაგარი ხარ :ო
    მაგდენი ნებისყოფა რომ მქონდეს, მთებს გადავდგამდი :ო ჰეით იუ! ჰეფი ნაუ?

  3. Keti

    რა კარგი იდეაა ჩარჩოებში ჩასმა, თან მთელი ოჯახიც რომ ხართ ჩართული, მომწონს :) ბოლო ფაზლი მომწონს – სირთულე არ ვიცი, მაგრამ ცნობილი ნახატების აწყობა სახალისო იქნება :)

    1. zurriuss Post author

      ნებისმიერ საბავშვო მაღაზიაში, დიდ საკანცელარიო და ზოგჯერ წიგნების მაღაზიებშიც ნახავ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »