პიარი და ასრულებული ოცნება

ეს პოსტი პიარსკოლის ბლოგზე დავწერე და გადავწყვიტე, რატომაც არა! აქაც გადმოვიტან ;)

პიარზე უნდა დავწერო. სულ მინდოდა, როგორღაც დამეკავშირებინა ჩემი “საბლოგერო კარიერა” ამ სფეროსთან. ბოლო დროს ნელ–ნელა აღმოვაჩინე და გავაცნობიერე, რომ ყველა თანამედროვე და ძალზე ცნობილი პიროვნების, მოვლენისა თუ გადაწყვეტილების (მოკლედ, ყველაფრის) უკან დგას ის, რაც ჯერ ყველასთვის ხილული არ არის. ეს პიარია.

როდესაც კინოვარსკვლავი საჯარო გამოსვლისას თავის ჰალსტუხს მოიხსნის (მაგალითი გამოგონილია) და განაცხადებს, რომ ამ ნივთის ფასად 100 ადამიანი ერთი კვირის განმავლობაში უფასოდ გამოიკვებებოდა და თვალცრემლიანი ჰალსტუხს აუქციონზე გაიტანს, ესეც პიარია. წინასწარ დაგეგმილი და აუდიტორიის კეთილგანწყობაზე გათვლილი პიარი. ამ კინოვარსკვლავის იმიჯმეიკერები დიდხანს იფიქრებდნენ, თუ მისი რომელი ნივთი გამხდარიყო “ქველმოქმედების მსხვერპლი”.

დღეს პიარი – ეს ჩემთვის ახალი აღმოჩენა, – უფრო და უფრო იკრებს ძალებს და მასაზე ზემოქმედების არეალსაც ზრდის. როცორც დადებით, ისე უარყოფით კონტექსტში. მე დადებითზე ვისაუბრებ, რადგან არ მინდა, თავიდანვე ცუდით დავიწყო. საერთოდ, ცუდისა და კარგის გარჩევა, ეს სხვა თემაა და ახლა მაგაზე ფიქრით ნერვებს არ მოგიშლით :)

ამ თემაზე ადრეც დავწერე:

ვინ იყო სიუზენ ბოილი თუნდაც შარშან ამ დროს? – შოტლანდიის ერთ–ერთი გაუთლელი სოფლელი.

ვინ არის სიუზენ ბოილი დღეს? – მსოფლიოში თუ არა, ევროპასა და აშშ–ში საყოველთაოდ ცნობილი მომღერალი.

მისი დებიუტი შოუში Britain’s Got Talent შედგა. “მე ვარ 47 წლის, მაგრამ ისევ ფორმაში ვარ. რა, არ მეტყობა? :D მინდა, ვიმღერო I Dreamed A Dream”. ხალხს სიცილი აუტყდა. როგორ შეიძლებოდა ამ ხნის ქალს, რომელიც პროვინციული აქცენტით საუბრობდა, მოეხდინა სასწაული და კრიტიკულად განწყობილი აუდიტორიის სიმპათია მოეპოვებინა? ძალიან უბრალოდ: პირველივე ფრაზიდან, პირველივე ბგერებიდან “I dreamed a dream…” სიუზენ ბოილის “dream”-მა ასრულება დაიწყო. იგი უკვე იმ წუთებშივე ვარსკვლავი გახდა. ჯერ იმ დარბაზში, შემდეგ კი, YouTube–ის წყალობით, მთელს მსოფლიოში.

დაუჯერებელ ამბავს, რომელიც 47 წლის ქალს თავს გადახდა კონკიას ისტორია აქვს. შეუხედავი ქალბატონი დღეს გაცილებით უკეთ გამოიყურება, გაცილებით ძვირადღირებულ და მოდურ ტანსაცმელს იცვამს და უკვე საკუთარი ალბომიც გამოუშვა. ლეგენდა კი ასეთია: შუა ხნის სოფლელ კონკიას ოცნება აუსრულდა და მუსიკალურ გენიად იქცა. ამ ლეგენდის შექმნაში, ჩამოყალიბებასა და გავრცელებაში კი, რა თქმა უნდა, პიარის მძლავრი მანქანა მუშაობს. ვინაიდან და რადგანაც, ლეგენდა ნამდვილია, ახლა მთავარია მისი კარგად და გემოვნებიანად შეფუთვა და ფართო აუდიტორიისათვის გაცნობა.

მგონი, ყველაფერი ნათელი იქნება, როცა ამ ორ ვიდეოს დააკვირდებით: ერთი არის სიუზან ბოილის პირველი გამოსვლა, ასე ვთქვათ, გარდაქმნამდე (სიმღერა – I Dreamed A Dream); მეორე კი უკვე აღიარების შემდეგ… (Wild Horses) მე კი წარმატებებს გისურვებთ თქვენც და საკუთარ თავსაც ;)

http://www.youtube.com/watch?v=9lp0IWv8QZY

http://www.youtube.com/watch?v=rie5CXVD7e8

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

0 thoughts on “პიარი და ასრულებული ოცნება

  1. mr.picasso

    პიარი ძალზე მძლავრი იარაღია რომლის სწორად გამოყენება მნიშვნელოვან შედეგს გვაძლევს. რატომღაც მსგავსი პიარის ქართული მაგალითები არ მახსენდება

    1. zurriuss

      კი, წაკრავს, აბა რა. მარა მე თუ მკითხავ, ეგეც პიარმა გამოიყენა იმ მიზნით, რომ ეჩვენებინა, აი, ჩვეულებრივ სოფლელ მოკვდავსაც შეუძლია დიდი სცენის დაპყრობაო ;)

        1. zurriuss

          კი, აბა რა! ძალიან მაგრად მღერის.
          მაგრამ სიუზენ ბოილი შეუსრულებელი მისია დარჩებოდა, რომ არ გაეპიარებინათ და მისგან თანამედროვე “კონკია” არ შეექმნათ. ეგ არი და ეგ ;)

  2. Lalena

    დო და პოსლეა :)))

    ფაქტია, რომ კარგად მღერის, ფაქტია, რომ ნიჭიერია, მაგრამ რომ არა რაღაც არღაცეები ისევ სოფელშჳ დაბრუნდებოდა :)

  3. ნინო

    მაგ პროექტში ხომ სხვებიც მონაწილეობდნენ? რატომ ისინი არ გახდნენ პოპულარულები? იმიტომ რომ ამ ქალს მართლც დიდი ნიჭი აღმოაჩნდა, რომელიც მანამდე დაფარული იყო , ესაა მთავარი აქ და არა პიარი მე მგონი :)).
    აქ ნიჭმა გააკეთა საქმე და არა პიარმა :)

  4. Pingback: ახალი წამოწყება ახალი ტალღით « ZURRIUSS

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.