ფოტოეიფორია

მანგლისში მოგზაურობამ ძველი საკუთარი თავი გამახსენა. ეს ის დროა, როდესაც უნივერსიტეტში ახალი მოწყობილი ვარ და აკვარელითა და ზეთიანებით ხატვაზე თავი კარგა ხანია ხელი მაქვს დანებებული.

ყოველ დღე ვაკვირდებოდი ცვლილებებს სახეზე: ცხვირი უფრო დიდდებოდა და გვერდით იხრებოდა, თვალებიც წვრილდებოდა, პირისახე – გრძელდებოდა, გამონაყარი ნელ-ნელა  უფერულდებოდა, წვერი უფრო ხშირად, ღერები კი უფრო ახლო-ახლო ამოდიოდა. ამას სახიათის ცვლილებებიც დაემატა, გაქრა იმფანტილიზმი, ოცნებებით აზროვნება, გამოგონილი სამყაროს პრიორიტეტი რეალურზე და ჩემი სამწერლობო კარიერა.

იმ მოგზაურობამ კი ყოველივე ეს დროებით დამიბრუნა. შემახსენა, თუ რა მახარებდა, რა მახალისებდა, რა მადარდიანებდა და, საერთოდ, რაზე როგორი რეაქცია მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ისევ ის აუტანელი ზურა ვიყავი, ფოტოებმა მაინც ძველი სახე მიჩვენეს.

ფოტოეიფორია ნოსტალგიას მივაწერე. ვიცი, რომ იმ საკუთარ თავთან სიბერემდე არ დავბრუნდები, ხოლო როცა ძვირადღირებული და მოგზაურობისაგან კუთხეებგაცრეცილი ჩემოდნებით მივადგები, ისევე თბილად შემხვდება, როგორც მე ვხვდებოდი ყოველგვარს სულიერს.

მითხრეს, არასტანდარტული სახის ნაკვთები გაქვსო - მიხარია, რომ ასეა

ცუდია, როცა იცი, რომ გიღებენ, მაგრამ ვეცადე, ბუნებრივობა შემენარჩუნებინა

გავაპროტესტე, რომ ზედმეტად კეთილი ვჩანვარ, მაგრამ ბავშვობისას მრავალი ასეთი ფოტო გადამიღია. ობიექტივის წინ ვცდილობ, არ ვითამაშო. უბრალოდ მსურს, წარსულში გარდავისახო

მზადება ცბიერ კარდინალად გარდასახვისთვის

გარდასახვები ბავშვობიდან რომ არ გამომყოლოდა, ეს ფოტო ამ პოსტში ვერ მოხვდებოდა

იმედია, ნარცისიზმში ან სნობიზმში არ ჩამომართმევთ. ბლოგია და ზოგჯერ საკუთარ თავზეც წერენ ;)

ზუსტად ისეთი შემთხვევითი ფოტოა, როგორიც მინდოდა, რომ მქონოდა

ეს წინა დღით "ბომბორაზეა" გადაღებული. ვიცი, სხვა დროს ამათზე ვიცინებ, ამიტომ მინდა, რომ დღეს, ამ განწყობაზე მოვასწრო :)

დრო გადის და უფრო მეტი მიმითითებს თმაში გაჩენილ ჭაღარაზე. ეს ფაქტი ჯერ კიდევ მახარებს, ისევე, როგორც , თავის დროზე, წვერის ამოსვლა მახარებდა. ცოტა ხანში, ალბათ, ესეც მომბეზრდება და ასე ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ყველა ჩვენგანს ცოდვა-საქმიანობა ნაოჭებად, ლაქებად და მოშვებულ ხორცად აესახება პირისახეზე.

დღეს ეს მინდოდა, მეთქვა.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

11 thoughts on “ფოტოეიფორია

  1. Kate Alukard

    ^_^
    დიდი სამბით შევავსე ზემოთ მოცემული ველები მაგრამ რა დავწერო არ ვიცი :)))))

    მე არ ვიცვლები უკვე კაი ხანია :d 15 წლის შემდეგ ესეთი ვარ არც სიმაღლეში მომიმატია :d :d

    ბოლო სურათი ძალიან მომწონს ^_^ ბოლოს წინა კი მე გადაგიღე, მომენტიც მახსოვს ^_^ :roll: :*:*:*:*:*:*

  2. ლილიანი

    მეორე ფოტო არის ძალიან წვნიანი მაშასადამე!!
    უუგენიალურესია!!
    განწყობა, სახე, :roll: მოკლედ კარგია!!!

  3. Katieé.Ge

    მე3 და მე4 ფოტოზე ხარ რაღაჩნაირი, ჩაკვარელი და კეთილშობილი :))
    მე8 ფოტოზე – კაცური და სიმპატიური.

    დაუჯერე ლანდიშას, ეგეთი სათვალეც გინდა, მაგრად გიხდება :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »