გარემოცვაა მთავარი დამნაშავე

ცნობილი (სელებრითი) ადამიანი, მიუხედავად მისი ნიჭიერების დონისა, არასდროსაა მარტო. მას ყოველთვის ახლავს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ერთგვარ კედლად ეღობება ყველაფერ არასასურველს, რამაც, შეიძლება, ვარსკვლავს ზიანი მოუტანოს. გარემოცვა იცავს ვარსკვლავს თავისივე აუდიტორიისგან. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სელებრითის მიერ ჩადენილი ყველაზე მეტი შეცდომა-დანაშაული სწორედ გარემოცვის კისერზე მოდის.

თუ ადამიანი (სელებრითი) პიროვნულად და ფსიქოლოგიურად ძლიერი არ არის, იგი ვერ შეძლებს საკუთარი თავის გარშემო აბლაბუდასავით შემოხვეული გარემოცვის კონტროლს, ვერც მის ღია თუ ფარულ წნეხს გაუძლებს და მის ნებას დამორჩილდება. ყველაფერი ეს კი, მეტწილად, შეუმჩნევლად და, ზოგჯერ, გაუცნობირებლადაც ხდება, ვინაიდან გარემოცვა თითქმის ყოველთვის ვარსკვლავის მხარესაა. მაგრამ ასეა სინამდვილეში?

გარემოცვა, უკეთეს შემთხვევაში, ვარსკვლავთან დაახლოებული და მისით აღტაცებული ადამიანების ჯგუფია, უარეს შემთხვევაში კი ვარსკვლავის გაქრობის მოსურნე შურიანთა ხროვა. გარემოცვა აღმერთებს თავის კერპს და გამუდმებით უმტკიცებს, რომ იგი ყველაზე მაგარია, რომ უნაკლოა, რომ მის მიერ წარმოთქმული, თუნდაც დაუდევარი, სიტყვა ფენომენალური სიზუსტით ხვდება მსმენელთა გულებს, რომ მისთვის ყოველთვის შესაძლებელია ასტრალში გასვლა და საზოგადოებისთვის იქედან ცქერა, რადგან იგი რჩეულია, რომ რომელიმე კრიტიკოსები სისხლისმწოველები არიან და მათი აზრი მათსავე ეპიტაფიად უნდა იქცეს და ა.შ. ვარსკვლავი ვარსკვლავია და ცოდვილ დედამიწელებს ხელით არ უნდა ეხებოდეს.

უბედურებაც ზუსტად იმ მომენტიდან იწყება, როცა რჩეული ადამიანი ყველაფერ ამას იჯერებს და ნელ-ნელა მას გარდაუვალ ჭეშმარიტებად აღიქვამს. რაც მთავარია, იგი აღარ იხედება იმ მესერს მიღმა, რომელიც გარემოცვამ გარს შემოავლო. ასეთ დროს საკუთარ თავზე ობიექტური ინფორმაცია ისეთივე მიუწვდომელი ხდება, როგორც პატარა ბავშვისთვის – კარადის თავზე დამალული კანფეტები.

არ ვიცი, უცხოეთში როგორაა, მაგრამ საქართველოში გარემოცვა ვარსკვლავს არაფერს მატებს, თუ არ ართმევს. ყველაზე მთავარი ზიანი, რაც გარემოცვას მოაქვს, შეჩერებაა. ვარსკვლავი, ჰაერში აგდებული საგნის მსგავსად, განვითარების სიჩქარეს ანელებს, გარკვეული დროით ჩერდება და ძირს ვარდნას იწყებს. ფიზიკაში ამის მიზეზი გრავიტაციაა, ურთიერთობებში კი კრიტიკის ნაკლებობა. ხოლო ეს უკანასკნელი, როგორც აღმოჩნდა, გრავიტაციასავით იზიდავს ვარსკვლავის ყურადღებას და თავისკენ ექაჩება, რასაც, ადრე თუ გვიან, მაგრამ აუცილებლად, მოყვება ძირს დანარცხება.

ცუდი გარემოცვა ყოველთვის ქმნის არაჯანსაღ კონკურენციას (თუ საერთოდ არ კლავს მას). ეს უკანასკნელი მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, როდესაც ერთი საქმის მკეთებელი რამდენიმე სუბიექტი ერთმანეთის ჯიბრზე ვითარდება და შემოქმედებითი თუ სხვა სახის ინტელექტის მაღალ საფეხურზე ადის: ვარსკვლავები ვოკალსა და საშემსრულებლო ილეთებს ავითარებენ, რეჟისორები რეალობის მხატვრული ასახვის ორინალურ ხერხებზე მუშაობენ, პოლიტიკოსები კი გამოუვალი სიტუაციიდან ოპტიმალურ გზებს ეძებენ, რომლის შედეგიც ხალხის უმრავლესობის კეთილდღეობაც უნდა იყოს. მაგრამ რაში სჭირდება ან მომღერალს ან რეჟისორს ან პოლიტიკოსს ჭეშმარიტების ძიებაში ტვინის ჭყლეტა, როდესაც ინტელექტით სრულყოფილების ზღვართან იმდენად ახლოს არიან (ზოგიერთ შემთხვევაში გადააბიჯეს კიდეც), რომ მათს ნერწყვზეც კი ხე ამოდის. ვინ ამბობს ამას? გ-ა-რ-ე-მ-ო-ც-ვ-ა.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

16 thoughts on “გარემოცვაა მთავარი დამნაშავე

  1. ლინა

    “ცუდი გარემოცვა ყოველთვის ქმნის არაჯანსაღ კონკურენციას (თუ საერთოდ არ კლავს მას). ეს უკანასკნელი მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, როდესაც ერთი საქმის მკეთებელი რამდენიმე სუბიექტი ერთმანეთის ჯიბრზე ვითარდება და შემოქმედებითი თუ სხვა სახის ინტელექტის მაღალ საფეხურზე ადის” გეთანხმები სრულიად.მაგარი პოსტია.ნუ ფოტო ხომ… (ბოკალი) :d

  2. An Na

    ამ პოსტში ყველაზე მეტად ჭიქის გიფი მომეწონა :დ;დ;დ;დ
    აუ ზურა, ყველას მაგას ვეუბნები, რიდ მორი მოუშალე რა პოსტებს და პირდაპირ იკითხებოდეს რა :შ ქთხოოვ

    1. zurriuss Post author

      ისედაც არ კითხულობენ პოსტებს და ვეებერთელა ტექსტის დანახვაზე საერთოდ დაფრთხებიან :დდ

  3. გვირილა

    არ ვიცი მე ვინაა დამნაშავე, მარა ქსენოფობები არ მევასება! ამხელა ჭკუა თუ აქვს ამ კაცს, მეტყველებაც ეკონტროლებინა ცოტა.

    1. zurriuss Post author

      მიუხედავად იმისა, რომ იდიოტური განცხადება გააკეთა, ია სუხიტაშვილის მოსაზრებას მოვიშველიებ: რობერტ სტურუა ქსენოფობი რომ ყოფილიყო, ამას მის შემოქმედებაშიც აუცილებლად ექნებოდა ასახვაო.

      1. გვირილა

        აბა რა უნდოდა, ეხალისებოდა სისულელეების ბრახაბრუხი? გარემოცვა კიარა, მთელი ქვეყანაა დამნაშავე, კერპებად ვაქციეთ ხალხი. არ ვაკნინებ სტურუას, მარა როცა ადამიანი თანასწორუფლებიანობას ფეხს გადააბიჯებს და რაღაც ვაი მენტალიტეტით აზროვნებს, მასზე ყოველგვარი წარმოდგენა მეკარგება.

        1. zurriuss Post author

          მთელი ქვეყანა არაა დამნაშავე, რადგან არც მე და არც შენ სტურუა კერპად არ გაგვიხდია. ეს მისმა გარემოცვამ ქნა და სწორედ ეგ მიწერია.

          1. გვირილა

            არამარტო გარემოცვა ზურიუს, მთელი ქვეყანა ხომ მე და შენ არ ვართ (ჰეჰ, ახლა უნდა დამეწერა ზურიკელა ვაშალომიძეზე პარალელი, მარა უცებ აღმოვაჩინე, რომ სეხნიები ხართ :green: ).
            აბა ჰკითხე ხალხს, უმრავლესობა იტყვის, რომ სტურუა იმისთანა მაგარი კაცია, მაგას ყველაფერი ეპატიება. და თუ ასე არ იტყვის, ფიქრობს მაინც, რადგან აზრადაც არ მოუვა, რომ სტურუამაც შეიძლება დაუშვას შეცდომა.

            1. zurriuss Post author

              რაღა სხვას ეკითხები, მაგაზე მეც გეტყვი, რომ სტურუა იმისთანა მაგარი კაცია, ყველაფერი ეპატიება. ბოლოს და ბოლოს, შენს თეატრს საზღვარგარეთ თუ ვინმე იცნობს, ამ კაცის დამსახურება რომ არის, რომ მსოფლიოს წამყვანი თეატრები ტაშს გიკრავენ და წამყვანი მსახიობები გსტუმრობენ, მარტო რენი ჰარლინის დამსახურება კი არ არის? (სად გამახსენდა ეს კაცი :green: :green: )
              მე იმაზე მეშლება ნერვები, რომ “სასჯელი” მისი განცხადების არათანაფარდი იყო!
              გამოდის, რომ აწი საკუთარი აზრი ვეღარავის გამოუთქვამს საჯაროდ, თუნდაც იდიოტური. არ დაგავიწყდეს, იდიოტურ აზრებს მთავრობა გაცილებით უხვად ისვრის.

              1. გვირილა

                ხო, ესეც მართალია, პრეზიდენტის ქსენოფობიური გამონათქვამებიც მათ შორის :green:

                არც გეკამათები იმაში, რომ სტურუა მაგარი კაცია, მარა ჩემთვის ძალიან მნისვნელოვანია მსგავსი დამოკიდებულებები და ზუსტად იმიტომ, რომ მაგარი კაცია, არ ეპატიება. აზრის დაფიქსირება სხვა ამბავია. მე არ მესმის, საერთოდ რატომ უნდა გაგაჩნდეს ეს აზრი.

                “ბოლოს და ბოლოს, შენს თეატრს საზღვარგარეთ თუ ვინმე იცნობს, ამ კაცის დამსახურება რომ არის, რომ მსოფლიოს წამყვანი თეატრები ტაშს გიკრავენ და წამყვანი მსახიობები გსტუმრობენ, მარტო რენი ჰარლინის დამსახურება კი არ არის?” – აქ აჩქარებული ტემპით საუბრობ, წარბაწეული და თან ჟესტებით? :green: :green:

                1. zurriuss Post author

                  მე სულ წარბაწეული და ხელებით მოსაუბრე ვარ :green: :green: კაი ვქენით, რომ სტურუას საქმე “გავაიასნეთ” :დდდ

  4. Keti

    მართალი ხარ! ძალიან ნიჭიერი ხალხი სწორედ გარემოცვის მიერ უაზრო ქებას ჩაუფლავებია. როგორც კი ადამიანი იჯერებს, რომ ყველაზე მაგარია, იქ მთავრდება მისი შემოქმედებითი ზრდა. :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »