თუ შვილს მხოლოდ საკვებითა და განათლებით უზრუნველსაყოფად აჩენთ, მაშინ ძაღლის სახელი დაარქვით

პეროვზე მდებარე კაფე “Old London”-დან სახლამდე ფეხით სიარულისას, ზაფხულის ამ მშვენიერ ღამეს, ჩვეულებისამებრ საკუთარ თავთან საუბარი გავაბი. ამჯერად მშობლებს ვუხსნიდი იმას ჩემს შესახებ, რასაც ვერ ხვდებოდნენ და რისი ცოდნაც, ვფიქრობ, საჭირო იყო…

***

მე დავიბადე და გავიზარდე თბილ და ოჯახურ გარემოში. უფრო სწორედ, უთბილესსა და უოჯახურეს გარემოში. არ მიგრძვნია არანაირი ტკივილი, შიმშილი და გაჭირვება. ამიტომაც არის, რომ შინაგანად თბილი და მიამიტი ვარ. ვისაც ცივი გგონივართ, მომილოცეთ: მე შევძელი ეს! :)

***

დაიწყო სკოლა – დაიწყო სწავლა. სწავლა დღისით და ღამით, გაუთავებელი საგნები, საზეპიროები, დედაჩემისათვის გაკვეთილების ჩაბარება, 5-იანები, 4-იანები, 3-იანები, 2-იანები(ც). ამასობაში 13 წლის გავხდი და ყველა მსუქან ლოყებზე მჩქმეტდა. გავხდი 14-საც და ყველა ჩემს მრავალმხრივ ნიჭიერებაზე ლაპარაკობდა. ვხატავდი და ა.შ….

***

ზაფხულობით ველოსიპედით დავსეირნობდი. “უკანა ქუჩაში ვიკატავებ” უკვე ნიშნავდა სახლიდან 3 კილომეტრით მოკურცხვლას და უცნობი ადგილების “დალაშქვრას”. ფეხი უამრავჯერ გადამიტყავებია, მაგრამ თითქმის ყოველთვის ჩემით ვმკურნალობდი. როცა ერთხელ-ორჯერ მივედი დედასთან, პასუხი დაახლოებით ასეთი იყო: “ვსიო, მეტჯერ აღარ ეღირსები ველოსიპედს, მოგიხდება! მოვა მამაშენი და მერე ნახავ…” ჰოდა დანარჩენ შემთხვევაში, რომ მამაჩემი არ მოსულიყო და მენახა, ისევ ჩემით ვიდებდი გარეცხილ მრავალძარღვას ფოთლებს გადატყავებულ მუხლზე და სისხლიც ჩერდებოდა. არადა, ხომ შეიძლებოდა, რომ უბრალოდ შეეხვია ფეხი და ეთქვა, შემდეგში ფრთხილად მევლო…

***

სკოლა დამთავრდა. გარდატეხის ასაკი ძალას იკრეფდა. უკვე საუნივერსიტეტოდ ვემზადებოდი. რა თქმა უნდა, აზრზე არ ვიყავი, რა მინდოდა. როცა ადამიანის ნაცვლად სხვა წყვეტს, რა შია, რა სწყურია და დღეს რა უნდა ჩაიცვას, აბა ვინღა უნდა გადაწყვიტოს თუ რა პროფესია უნდა აირჩიოს მან? რა თქმა უნდა “იმ სხვამ”. სიმართლე გითხრათ, ჟურნალისტიკა ნამდვილად არ იყო მიზანს აცილებული “იმ სხვის” მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თუმცა იგი ჩემგან დამოუკიდებლად დამტკიცდა. ამასთან ერთად, მამაჩემს უნდოდა, საერთაშორისო ურთიერთობები გამეგრძელებინა. ჟურნალისტიკა დედაჩემის იდეა იყო. ჩემი სამი ვარიანტი კი ასე გამოიყურებოდა: ან არ ვიცი, რა მინოდა, ან მხატვრობა, ან მომღერლობა…

***

ჩავაბარე თსუ-ში და წამოვედი თბილისში. ამის მერე, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ მშობლები აღარ მიცნობენ. პრინციპში, ეს ჯერ კიდევ ქუთაისში დაიწყო: აბიტურიენტობის პერიოდში ჩემთვის მხოლოდ მასწავლებელი-სახლი-მასწავლებელი-სახლი……..მასწავლებელი-სახლი არსებობდა. მამას არ ეცალა და სამსახურეობრივი სანერვიულოც არ აკლდა. ამიტომ არ ვამტყუნებ. დედას კიდე ყველაფერს ვერ ეტყვი, როცა ბიჭი ხარ. ნუ, მოკლედ, ეს პერიოდიც გავიარეთ ასე საკუთარ თავთან საუბარსა და რვეულების უკანა ფურცლებზე გაკეთებულ უამრავ ნახატში…

***

ჰოდა იმას ვამბობდი, რომ თსუ-ში ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე. ჩემი ახალი, თავისუფალი ცხოვრება დაიწყო სწორედ მაშინ. თუმცა დაახლოებით 2 წელი დამჭირდა ამის მისახვედრად. I და II კურსზე უნდა გენახეთ, როგორი ვიყავი: დეპრესიული, ღრმად იდეალისურ-რომანტიკული, სევდიანი, მეოცნებე, ყველა დამიანში ფარულ სევდას ვეძებდი და ყველა ადამიანი მიყვარდა. ვწერდი ჰაეროვან-ფანტასმაგორიულ პროზას, რომელს მხოლოდ იმიტომ არ ვანადგურებ, რომ როცა ვწერდი, გულწრფელად ეგრე ვფიქრობდი. ყოველივე ამასთან ერთად, საერთოდ არ მესმოდა არც ჟურნალისტიკის არსი (ეს მთლად ჩემი ბრალიც არ არის) და არც თბილისში ყოფნის მიზეზი. ეს ქალაქი და თსუ ცოდნის ტაძრად და რჩეულთა ხვედრად წარმომედგინა. იმიტომ, რომ ასე მიხატავდნენ მას მშობლები. თუმცა უკვე მესამე კურსზე მივხვდი, რომ თსუ-ში სწავლა უდრის ერთ მშვენიერ “მერე რა”-ს.

***

აგვისტოს ომის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. რეალიზმმა გაიღვიძა ჩემში  და აღმოვაჩინე, რომ ცხოვრება ზოგჯერ მართლაც ისეთია, ბევრ ფილმში რომ მქონდა ნანახი და არ მომწონებია, რადგან მეგონა რომ ეგეთი არ იყო :) ნელ-ნელა დავიწყე ადამიენთა გარჩევა. მოკლედ, გავიზარდე და ცხოვრებას უკვე არა ფეხის წვერებზე და კისერწაგრძელებული, არამედ თვალი თვალში ვუყურებდი. უფრო სწორედ, ჩემში ეს პროცესი დაიწყო. სად იყვნენ ამ დროს მშობლები? სახლში. რატომ არაფერს არ ვეუბნებოდი, რატომ არაფერს ვუყვებოდი საკუთარ თავზე? იმიტომ, რომ როცა ჯერ კიდევ ასეთი ურთიერთობის დაწყების დრო იყო, იგი, ნებით თუ უნებლიედ, ორივემ ხელიდან გავუშვით. ან, იქნებ, არ შევიმჩნიეთ. იქნებ სულაც დაგვეზარა პატარ-პატარა დეტალების გარკვევა. არ მახსოვს, მათგან წამოსულიყო ინიციატივა. ალბათ, მოუცლელობის ან დავიწყების გამო. ჩემგან კი ეს ვერანაირად ვერ მოხდებოდა, რადგან მშობლების მიერ ჩემი უზრუნველყოფა 100%-იანი დაცული ჯანმრთელობითა და ფულადი საზრდოობით შემოიფარგლებოდა. ასეა ახლაც. შესაბამისად, ახლა რომ მითხრან, დავსხდეთ და ვილაპარკოთო, შანსი არაა, რამე ვთქვა. იმიტომ, რომ ეს ურთიერთობა ვერ შედგება. ჩვენ ერთმანეთს ვერ მოვუსმენთ, ვერ გავუგებთ. თან, სიმართლე ვთქვა, არც ვიცი უკვე ისეთ რა საკითხზე უნდა ველაპარაკო მშობლებს, რის გადაწყვეტაშიც მეგობრები ვერ დამეხმარებიან. რაც მთავარია, მე ეს პრობლემად უკვე აღარ მიმაჩნია…

***

მეგობრებს შევეხე. ადრე მარტოსული ვიყავი. მეგონა, რომ არავის ესმოდა ჩემი და რომ ჩემი გარდაცვალების მერე თუ გაიგებდნენ და დამაფასებდნენ. მიხვდით ალბათ, რომ ეს რომანტიკოსობის წლებში იყო :) მერე კი აღმოვაჩინე, რომ ხალხს ვიზიდავ. თანაც ვიზიდავ არც თუ ისე ცუდ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ჩემთან მეგობრობა და მზად არიან, მიგუონ ისეთი, როგორიც ვარ. მე ვერ ვიტან, როცა მკოცნიან, მაგრამ ვგიჟდები, როცა ვკოცნი. ვერ ვიტან, როდესაც ყურადღების ცენტრში დაუმსახურებლად ვარ, მიყვარს, როდესაც ყურადღებას ვიხვეჭ. ვერ ვიტან უსამართლობას. მიყვარს, როდესაც უსამართლობის სამხილებლად რაიმე საზიზღარ შედარებას მოვიყვან და ამით ვამტკიცებ. მიყვარს სიმღერა, ხატვა, სტვენა, გიტარასა და სხვის ნერვებზე დაკვრა…

***

ახლა ვსწავლობ ჯიპაში. არ მიცნობენ მშობლები, მაგრამ უზომოდ მიყვარან და ამასაც ვერ გამოვხატავ, რადგანაც იხილეთ ზემო აბზაცები. მიყვარს ჩემი ძმა, რომელიც ახლა ანალოგიურ პერიოდს გადის, მაგრამ გაცილებით იოლ ფორმებში. თუმცა მას ასე არ ჰგონია, მაგრამ ამას თუ წაიკითხავს, დარწმუნდება ჩემს სისწორეში. აი, კიდევ რა: მე რომ ქუთასიში გამეგრძელებინა სწავლა, გაცილებით დიდი შანსია იმისა, რომ ცხოვრებაში ვერასდროს, ვერასდროს გავხდებოდი დამოუკიდებელი.

მე ვიცი, რომ ჩემნაირი ადამიანი ძალიან ბევრია. მე გამიმართლა, რომ მშობლები ირიბად, გაუცნობიერებლად მაინც მიწყობდნენ ხელს ჩემი წინსვლის საქმეში. ბევრს ეგრე არ უმართლებს. ბევრი ვერ იქნება სულით მეამბოხე. არც მე ვყოფილვარ, არანაირად. მე გავხდი ასეთი. ამიტომ მივმართავ მშობლებს.

მშობლებო, კიდვ ერთხელ წაიკითხეთ პოსტის სათაური!

ახლა კი რეკლამა :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

58 thoughts on “თუ შვილს მხოლოდ საკვებითა და განათლებით უზრუნველსაყოფად აჩენთ, მაშინ ძაღლის სახელი დაარქვით

  1. ირინა

    ზურ! ეს ყველაზე მაგარი პოსტი იყო რაც წამიკითხავს! (ნუ რავი, მე ეს მომეწონა:P) მშობლების თემაზე დაუსრულებლად შეიძლება ვილაპარაკოთ.
    და სულ გახსოვდეს ყველაზე მეტად ვის უყვარხარ! ერთს, ჰა–ჰა, ორს:))) კი, ორს, ნამდვილად :P სუყველაზე მეტად უყვარხარ :)) :*:*:*

  2. utvino

    პოსტის სათაურს რაც შეეხება, სულ 2 დღის წინ ერთ ოჯახში “ჯეკა” დაიბადა
    (ბებიაჩემის ყველა ძაღლს ჯეკა ერქვა)

    ადრე, ბლოგზე ხშირად ვჩიოდი, რომ დედაჩემს მხოლოდ ის ადარდებს არ მშიოდეს და მციოდესთქო და მას მერე ბევჯერ მიფიქრია, რომ ასეთი სიტყვები არ დაუმსახურებია …
    არც მინდოდა არასდროს ჩემი ცხოვრებით განსაკუთრებულად ყოფილიყო დაინტერესებული და მე და დედას “გვედაქალა”
    ასე ვერასდროს გავხდებოდი დამოუკიდებელი და მის შეხედულებებს “ცხოვრებაზე” ვერასდროს დავაღწევდი თავს …
    ყოველთვის მშურდა ჩემი მეგობრების, ვისაც მშობლებთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობები ჰქონდა, მაგრამ რომ ვფიქრებდი ისინი ზუსტად მათნაირები არიან …
    მე და დედაჩემი კი არა
    ეს შეიძლება ცუდიცაა, რადგან დედაჩემი ყველაზე “მაგარი” ქალია ვისაც ვიცნობ …
    მაგრამ მე მაინც სხვა ვარ და ერთ ოჯახში ორი სხვადასხვა ადამიანი ვცხოვრობთ ;)

  3. კატიე

    ეჰ ზურა ზურა

    მე შენ უფრო დიდი მეგონა, უფრო ჭკვიანი, უფრო სერიოზული, უფრო ნიჭიერი და უფრო მოაზროვნე.

    შენ თვითონაც ხომ ამბობ, რომ არა ეს ყველაფერი, ვერასოდეს ვიქნებოდი ისეთი, როგორიც ვარო. აი უტვინოც (სინამდვილეში ტვინიკოსა) იგივეს ამბობს.

    რა თქმა უნდა, ორი სხვადასხვა ადამიანი უნდა იყოს დედა და შვილი, მამა და შვილი, და და ძმა.
    შენ იცი მე და დედაჩემი როგორი სხვადასხვანაირები ვართ და რამდენს ვჩხუბობთ, რამდენად იშვიათად, თითქმის არასდროს, მხოლოდ ავადმყოფობისას ვეფერებით ერთმანეთს?
    მამა საერთოდ არ მყავს, 16 წლის ვიყავი, რომ დაიღუპა ავარიაში ჩემი მომფერებელი მამა და დავრჩი ცალი მშობლის ამარა.
    მამა რომ ყოფილიყო ცოცხალი, დედაჩემი კი უფრო თბილი და ჩემი “დაქალოჩკა” ახლა ვიქნებოდი ალბათ სულ სხვანაირი, კომპლექსიანი, წიგნებს იქით გახედვას შეუჩვეველი, მახინჯი და წარმატების პერსპექტივის არმქონე ადამიანი.

    მე კიდევ იმას ვწუწუნებ, საკმარისი თავისუფლება არ მქონდათქო და არ ვიყავი ისე მიშვებული, როგორც ვთქვათ შენ. მე იმას ვედავები დედაჩემს, რატომ დათმე შენი კარიერა, “დამარხე შენი ნიჭი” (როგორც ბებიაჩემი ეუბნებოდა) და დაუთმე მთელი შენი დრო ჩვენს აღზრდას და მამაჩემის ხელშეწყობასთქო.

    მე სულ ვფიქრობდი, რომ ჯობდა ნაკლები დრო დაეთმო დედაჩემს ჩვენთვის, ვიდრე მთელი ცხოვრება ვალში ვიყო და დანაშაულის გრძნობა მქონდეს, რომ მან თავისი პირადი ყველაფერი დათმო ჩვენი გულისთვის და არ იზრუნა საკუთარ თავზე ისე როგორც შეეძლო.

    შენი ნაწერის და ჩვენი ერთი საერთო მეგობრის ნალაპარაკევიდან ვასკვნი, რომ ვისმა მშობლებმაც ყველაფერი გააკეთეს საკუთარი შვილების უზრუნველსაყოფად (როგორც ვხვდები, ნაკლებად თავიანთი კარიერისთვის), და ვეღარ შეძლეს ბევრი დრო დაეთმოთ მათთან დიალოგებისთვის (რასაც მე ტვინის ბურღვას და ჩარევას ვეძახდი, არადა იდეაში, დიდი არაფერი ჩარევა იყო, მაინც ჩემ გამქონდა), მათი შვილები უკმაყოფილოები არიან ამ “მეგობრობის” არქონის გამო.

    და დააყენე საკუთარი თავი მათ ადგილას.
    ან საერთოდ უარესი, ჩვენი თანამედროვე ახალგაზრდა მშობლების ადგილას, რომლების ბავშვებსაც ძიძები ზრდიან, მერე ბაღში დადიან და ბებიები ზრდიან, მერე სკოლაში, მშობლები მუშაობენ, მეგობრებთან ერთად კაფეში და კლუბშიც მიდიან. გამოდის რომ ასეთი მშობლების შვილებმა საკუთარი თავი ძაღლებს უნდა შეადარონ?

    შენ შეძლებ ან სწორად მიგაჩნია მთელი დრო შვილს დაუთმო და ყველაფერი გვერდზე გადადო? ან გგონია შეძლებ და ყველაფერს ერთმანეთს შეუთავსებ? მეეჭვება.
    მე ვიცი რომ ვერ შევძლებ და არჩევანის გაკეთება მომიწევს და ეჭვი მაქვს ჩემი არჩევანის შედეგად უმადურ შვილს მივიღებ.

    შენ რომ ასეთი ხარ (და ძალიან კარგი), ის ჩვენი მეგობარი (ნებართვა არ ამიღია და არ ვასახელებ) რომ ასეთია (და ისიც ძალიან კარგი), ჩემი დამსახურება არაა და არც თქვენი მეგობრების. თქვენი მშობლების დამსახურებაა, რომლებმაც მოგცეს საშუალება თქვენით ჩამოყალიბებულიყავით ისეთებად, როგორებიც ხართ.

    აღარ ხარ პატარა და არ უნდა ფიქრობდე და ბუზღუნებდე ასე, როგორც გარდატეხის ასაკში.

    ბევრი ვწერე მაგრამ ვხვდები, მაინც ვერ ვთქვი ის, რისი თქმაც მინდოდა.

  4. კატიე

    ჰოდა ფრთიანი სათაური კიდე… უკომენტაროდ.

    არ ვიცი კითხულობენ თუ არა შენები ამას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პოსტი იმად არ ღირს, რომ ასე ატკინო შენთვის საყვარელ ადამიანებს გული ან შენი იმიჯი დაწიო დაბლა ასეთი ორიგინალური სათაურით, რომელიც მოგაფიქრდა, მოგეწონა და გააშანშალე. ეს შეიძლება პირისპირ უთხრა და მე თვითონ ბევრჯერ მითქვამს ამაზე ათასჯერ უარესი სისასტიკე, მაგრამ საჯაროდ… არ ვიცი.

    არაფერი გეწყინოს და დარიგებებად არ მიიღო, უბრალოდ ხო იცი, ძალიან კარგი წარმოდგენა მაქვს შენზე და ძალიან მიყვარხარ, შესაბამისად დიიდ მოთხოვნებსაც გიყენებ :*

    1. Zurriuss

      კატიე, კარგი გოგო ხარ, მაგრამ მე ეგეთი პრობლემები 5 წლით გვიან მეწყება ხოლმე. ჩათვალე, რომ გარდატეხის ასაკი ახლა მაქვს :)

  5. ლელა

    კატიე
    respect :)
    პოსტის ავტორს კი მხოლოდ ბოლოს წინა აბზაცში ვეთანხმები. ვერ ვხვდები, მეტი რაღა უნდა გაეკეთებინათ შენს მშობლებს?
    მამაჩემს თუ მხოლოდ შაბათ კვირას ვხედავდი, ან გვიან ღამით სახლში მოსულს, დედას თუ არასოდეს მოუთხოვია ჩემთვის გაკვეთილები ჩამაბარეო 1 კლასის შემდეგ, სახლში რომ მოვდიოდი და საჭმელი მე უნდა გამომეღო მაცივრიდან და გამეცხელებინა, ან სულაც ჩემით მომემზადებინა, ძაღლი ვარ? არა :)

    პ.ს. არადა, ბავშვობაში სკოლიდან მომავალი კლასელის სახლს რომ ჩავუვლიდი, რუმელის მილიდან ამომავალ თბილ კვამლს რა ოცნებით ვუყურებდი ხოლმე :D
    მაგრამ მაინც ზუსტად ვიცი, რომ ჩემს შვილ[ებ]ს კიდევ უფრო დამოუკიდებლად გავზრდი

    1. Zurriuss

      არ დაფიქრებულხარ, რომ ბავშვს რაიმის გადაწყვეტის უფლება უნდა დაუტოვო ოჯახში, თორემ რომ გაიზრდება, ტუალეტში შესვლის წინ სახლში გადარეკავს ნებართვის ასაღებად?

      1. კატიე

        ზურა, დავიბენი ცოტა არ იყოს,
        მთელი შენი პოსტი იმაზე იყო, რომ მშობლებთან დიალოგი არ გქონდა საკმარისი და ყურადღება მოგაკლეს, ახლა კი ამბობ, რომ ბავშვს მეტი დამოუკიდებლობა უნდა მისცე? ყურადღება გაკლდა თუ დამოუკიდებლობა?
        შენივე თავს ეწინააღმდეგები მგონი.

        1. zurriuss Post author

          ყურადღება მქონდა იმ მხრივ, რომ საჭმელ-სასმელ-ჩასაცმელი რომ მქონდა. უყურადღებობაში მე მშობელთან მეგობრობა და ახლო სულიერი კონტაქტი ვიგულისხმე.
          და დამოუკიდებლობის არქონაში კი – შვილის მაგივრად გადაწყვეტილების მიღება.

          1. კატიე

            ანუ შენ ითხოვ რომ ყველაფერი ერთად მოეხერხებინათ?
            ვნახავ ერთი, შვილი რომ გეყოლება, რომ იქნები გავარდნილი სამსახურში დღე და ღამე, ბავშვს რომ ძიძა გაგიზრდის და 21 წლის რომ გამოგიცხობს საგაზეთო სტატიას, როგორ მოგეწონება :D

            სხვის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებას რაც შეეხება… არ ვიცი, არ მესმის. ჩემს ნაცვლად ორჯერ მიიღეს გადაწყვეტილება, არა, სამჯერ:
            – როცა სხვა სკოლაში გადამიყვანეს მე7 კლასში
            – როცა მუსიკალური შვიდწლედის მერე, რომ არაფერი ვიცოდი, მუსიკალურ სკოლაში (თან კონსერვატორიის) ძალით შემტენეს, და
            – როცა იმ იმედით, რომ მაინც სამედიცინოზე ჩამაბარებინებდნენ ბოლოს, მე10 კლასში ჩემი საძულველი მასწავლებლის სადამრიგებლოში, ანუ ქიმია-ბიოლოგიური პროფილის კლასში ამომაყოფინეს თავი ზოგადი ან ფიზ.მატ პროფილის კლასის ნაცვლად.

            მაგის მიუხედავად, ჩემი გავიტანე და სადაც მინდოდა იქ ჩავაბარე, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულისთვის მომზადებაც ყველაზე ძვირი სიამოვნება იყო და მე ჩემი ფული არ მქონდა, და თან ყველა მიჩიჩინებდა, იურიდიულზე ჩაწყობის გარეშე ვერ მოხვდები, ან გარეთ დარჩები, ან ფასიანზე და ფულს არ გადაგიხდითო.

            მოგენდომებინა და გაგეტანა შენი. და არც ახლაა გვიან. ისე, მომღერლობა და მხატვრობა ახლაც შეგიძლია შეუთავსო და უკეთეს შედეგსაც მიიღებ, ხომ იცი ბევრად მეტი ადამიანი აღფრთოვანდება, როცა სხვა პროფესიის ადამიანი კარგად ხატავს/მღერის, პროფესიონალს კი მეტს სთხოვენ და აკრიტიკებენ. აშკარად ჟურნალისტის ამპლუაშიც მშვენივრად გრძნობ თავს. მადლობა თქვი სწორად რომ შეგირჩიეს ალტერნატივა და სამედიცინოზე ან იურიდიულზე არ ამოყავი თავი :D

  6. ნათია

    ზურა…რაღაც ამ პოსტმა ამაფორიაქა….ჩავფიქრდი…და მესმის შენი,იმაზე უკეთ ვიდრე შენ შეგიძლია წარმოიდგინო ახლა….

    გეთანხმები…შენ რომ ქუთაისში ყოფილიყავი…იქნებოდი კი ასეთი როგორიც ახალა…ვერ გაგიცნობდით (ალაბთ)…ვიღას დავუძახებდი ცოცხალ ქრონომეტრს? :P

    არა,მართლა ხუმრობის გარეშე…ეს პოსტი ყველაზე ძალიან მომეწონა….მართალკი ხარ,მართალი!!!

    თუ შვილს მხოლოდ საკვებითა და განათლებით უზრუნველსაყოფად აჩენთ, მაშინ ძაღლის სახელი დაარქვით <<<< ამ სათაურით ყველაფერია ნათქვამი… დაე, ყველა მშობელმა წაიკითხოს!!!

  7. ლათათიე

    პოსტის ალტერნატიოლი სათაური იქნებოდა: ,,ათასი სასარგებლო რამ მშობლებისთვის” ანდა ,,ყოველი ადამიანი საკუთარი თავის – აღმშენებელი”, მაგრამ მე ძაღლებთანაც არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. ბოლოს და ბოლოს ყველა ცხოველი თანასწორია!

    პ.ს.მორჩა და გათავდა, ახლა მთელი დღე ნინა სიმონეს უნდა ვუსმინო….

  8. ქეთ_ევა_ნ

    მე და შენ ვუგებთ ერთმანეთს ზურიკო:) მხოლოდ პოსტებში :)) გეთანხმები.. მშობლების საკითხი იმდენად იმდენად პრობლემურია, რომ რამდენიმედღიანი საუბარიც კი არ ეყოფა ამ თემას :)
    მაგარია როცა შეგიძლია ამ ყველაფრის აღქმა და შემდეგ ამის საპირისპიროდ მოქმედება..ეს იმ პატარ–პატარა გმირობებში შედის, რომელსაც არასდროს დაწერენ ისტორიის წიგნში..მაგრამ ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იქნება შენთვის (და ზოგადად ინდივიდისთვის)..

  9. მარი

    მართლა ძაღლის სახელი რომ დაერქმიათ, მერე გენახა შენი ბრალი :green: :green:

    ნუ ხარ უმადური. :p ისინი უბრალოდ ასეთები არიან და მორჩა. ყველაფერი ზუსტად ისე ვერ იქნება როგორც შენ გინდა და მოგწონს.
    მართალია, საშინელებაა როცა ბავშვობაში ძალიან გზღუდავენ. შენ ველოსიპედით რომ იმტვრეოდი მაგაზე გეჩხუბებოდნენ, მე კი ველოსიპედთან რომ მხედავდა დედაჩემი, უკვე ეგონა რომ მოვკვდი :green: ამიტომ სულ საპროტესტო აქციები მქონდა სახლში გამართული, საკუთარი უფლებების დასაცავად და დღემდე ასეა. სამაგიეროდ მაინც ყოველთვის გამაქვს ჩემი :d
    ხოდა არაა საჭირო დაჩაგრული ბავშვის როლის თამაში. თუ ხვდებოდი რომ გზღუდავდნენ გეჯიუტა ცოტა.

    1. Zurriuss

      ცუდი რჩევააა იმ ადამიანისათვის, ვისაც სიჯიუტე ბუნებით არ შეუძლია :)
      ჭენნაირი ხარისხიანი თმა რომ მქონოდა, რაღა მიჭირდა :lol: :lol:

      1. მარი

        უი, თმას უფრთილდებოდი არ დაეწიწკნათ? :green: მე კი შენნაირი ხმა რომ მქონოდა, უფრო კარგად ვიჯუჯღუნებდი :green:

  10. კიკიტო

    ბევრჯერ მქონია საკუთარი მშობლების მიმართ უკმაყოფილობის გრძნობა და ბევრჯერ გამიფიქრია ასე , როგორც დაწერე ეს ეხლა შენ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში წამიერია ხოლმე, ბევრი შეცდომა დაუშვეს ჩემებმა, ბევრი რაღაც არ უნდა მენახა და სხვანაირად უნდა მომხდარიყო, მაგრამ შვილის გაზრდას ვერ დაგეგმავ, მშობელიც ადამიანია და ადამიანები კიდევ შეცცდომებს ვუშვებთ, შეუძლებელია ეს ყველაფერი ერთდროულად გააკეთო, არაფერი დააკლო საკუთარ შვილს, თან ამავე დროს მის სულიერ აღზრდაზე იყო გადართული, ადრე მეგონა ამაზე ადვილი არაფერი იყო, მაგრამ როდესაც შენ თავზე გადმოდის ეს ყველაფერი მაშინ ხვდები თურმე რა ძნელი ყოფილა…

    ამიტომ ასე არ შეიძლება უბრალოდ :) ყველაფრის მიუხედავად მე მადლობელი ვარ მშობლების, რომ ამდენი რამის გაკეთება შეძლეს, იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული მაგის ნახევრას რომ შევძლებ და ნერვები მეყოფა, ამიტომ სანამ არ გამოცდი შენთვითონ ვერ მიხვდები, ეს პოსტი შეინახე 10 ეგზემპლიარად და როცა გახდები მშობელი, ერთ დღეს ძალიან გადაიღლები და უბრალოდ გამოუვალ მდგომარეობაში იქნები გადაიკითე, აი მაშინ შეიძლება მიხვდე :)

    1. zurriuss Post author

      ნამდვილად არ ვარ მშობლების უმადური, პირიქით :) უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ეს საკითხიც უნდა გაითვალისწინონთ. თორე ისე მყავს ორივე მონატრებული, რომ რა ვიცი. ახლა პრეტენზიაც არაფერი მაქვს მათ მიმართ. :oops:

  11. ani

    ძაან მაგარი იყო ზურ :* შენი მშობლები თუ წაიკითხავენ შეიძლება ცოტა ეწყინოთ, მარა ნაღდად არაა საწყენი, იმიტორო მშობლების უმეტესობას ეგეთი რამე ზუსტად გადამეტებული სიყვარულით მოსდით. მარა სხვა თუ წაიკითხავს და გაითვალისწინებს კაი იქნება :) რაც შეეხება დედაჩემს, ალბათ ყველას ჯობია რო დედამისი ყველაზე კარგია და მეც ეგრე ვარ, მარა მე ალბათ გადამეტებულად მიყვარს:))) იმიტორო თვითონაც მეუბნება ასე ძალიან რო გიყვარვარ მეშინიაო :)) მარა რა ვქნა :))))))))

  12. ani

    მამა რომ ყოფილიყო ცოცხალი, დედაჩემი კი უფრო თბილი და ჩემი “დაქალოჩკა” ახლა ვიქნებოდი ალბათ სულ სხვანაირი, კომპლექსიანი, წიგნებს იქით გახედვას შეუჩვეველი, მახინჯი და წარმატების პერსპექტივის არმქონე ადამიანი.

    აი ამის მოსაზრებას არ ვეთანხმები არანაირად, არც ერთ დაქალს არ ვუყვები მგონი იმდენს რამდენსაც დედაჩემს და არც ერთი დაქალის აზრი ისე არ მაინტერესებს როგორც დედაჩემის, მარა დაკომპლექსებული, წიგნებს იქით გახედვას მიუჩვეველი, მახინჯი და წარმატების პერსპექტივის არ მქონე არანაირად არ ვარ :))))))))))) ალბათ დედასაც გააჩნია

    1. კატიე

      არასწორად გამიგეთ,
      მე ვიქნებოდი ეგეთი, იმიტომ რომ მე ვიყავი მასეთი ბავშვობაში, თორე ის კი არ მიგულისხმია, რომ ვინც დედასთან მეგობრულია, კომპლექსიანი და ა.შ.–ა :)) უფრო პირიქით.
      მაგრამ მე თვითონ სულ სხვანაირი ვიყავი და იძულებითი დამოუკიდებლობის ნაკლები ხარისხის შემთხვევაში, ვერასოდეს გამოვძვრებოდი იქედან.

      1. ani

        ჰო, მაშინ კი. ანუ ადამიანს გააჩნია, დედასაც და შვილსაც :)

        1. კატიე

          ჰო, რა თქმა უნდა, მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვიმსჯელე, რამდენად არადამოუკიდებელი ვიყავი იმის ხაზგასასმელად და როგორც ჩანს ზოგადად გამომივიდა :)

  13. 13th

    კარგი ტუტორიალი დამწყები დედიკოსთვის :) (ჩემი თავი ვიგულისხმე)

  14. ნათია

    ხო რისი თქმა მინდოდა… არარსებობს ადამიანი რომელსაც საკუთარი ცხოვრების ან სხვის მიმართ პრეტენზია არ ქონდე ეს ასეა და ასე იქნნებააა… როცა ჩვენ სხვას ვაკრიტიკებთ შეილება იგივე შეცდომაზე სხვამაც გაგვაკრიტიკოს… ცხოვრებაში ყველაპერი ასეა და ასე იქნება.. ასე რომ არ მომხდარიყო რა იქნებოდა არც ვიცით და ამ ყველაპერზე პასუხს რატო ვეზებტ იმოტო რო გვინდა გვჯეროდეს.. ეს ასე რომ არ მომხდარიყო ის კიდე ისე ნუ მოკლედ დედაშენი რო სხვანაირად მოგცეოდა სხვაგვარი იქნებოდი და სულაც არ შეუყვარდებოდი იმ ხალხს ვისაც ასე უყვარხარ :p მაგრამ მეორე მხრივ თუ რამე არ ტქვი ეს უფრო უარესი იქნება როცა ადამიანი იმას არ ამბობს რისი თქმაც უნდა უფრო დატანჯულია ვიდრე ის ვინც ამ ყველაპერს გულში ინახავს შენ სხვა მოგცემს რჩევა და სხვა კი სხვას და ასეე zurriuss გეთანხმები და რატო იციიი ეს მართლა არ შეილება ასე მაგრამ ასე ხდებააა… მაგრამ შეილება იგივე ჩვენც გაგვიმეორდეს ჩვენც დავუშვათ შეცდომა და ჩვენც ისე მოვექცეთ შვილებს როგორც ისინი გვექცეოდნენ ჩვენ მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვხვდებოდეთ… შენი სათქმელი უნდა თქვა უნდა თქვა ის რასაც პიქრობ შენ მარლაი ხარ ის უფრო არ არის მართალი ვინც სათქმელს არ ამბობს შენ არ გითქვამს რო მშობლები არ გიყვარ პირიქით … იმტო რო ისინი რო ასეტები არ ყოპილიყვნენ არ იქნებოდი ის რაც ხარრრ შენ…
    ძებნე გზა გზა ტავისუფალი ცხოვრებისკებ შენ ეს შეძელი შენით ხარ ის რაც ხარ და არ შეიცვლები რადგან ესარმოხდება შენ უყვარხარ ყველა იმ ადამიანს ვინც შენს გვერდშია იმიტო რო ისეთი ხარ როგორიც უნდა იყოოო…იმ ყველაფერმა რაც შენ ირგვლივ მოხდა გაგაძლიერა გასწავლა და ჩამოგაყალიბა იმად რაც ხარ

    შეილება ძააან ბევრიც კი ვიბოდიალე მარააა შენ ნათქვამში რაგაც ჩემიც დავინახეე… მეც ვაკრიტიკე ჩემი მშობლები სხვებთან და მეჩ ვთქვი ჩემი სათქმელი დაახლოვებით მეც იგივე პასუხი მივიღე როგორსაც შენ სხვები გეუბნებიაან… მე ჯერ 15 წლის ვარ და კიდე ბევრი მაქ სასწავლი ასევე შენც ;) მე ვიცი ადამინები რომლებიც არაფერს არ ამბობენ და არ იცი მათ გულში რამდენი ბოღმა და სიძულვილი აქვთ დაგროვილი ის თუ არ გამოუშვი ვერასოდეს ვერ გახდები ადამინიიიიი მე არ მგონია რო ეს თემა სათაურის გამო დაჭერე ეს იმიტომ დაწერე რო გინდოდა გეთქვა ცოტა რამ რაც გაწუხებს და კიდე უფრო გაუღე გული მკითხველს ;)

  15. Gigoli

    მომიტევეთ, მაგრამ ან ბრმა ხართ ან უმადური! კიდევ ერთხელ მომიტევეთ.

  16. Alice

    მეც მგონია,რომ მშობლები არ მიცნობენ..არ იციან რა მისწრაფებები მაქვს, რა ოცნებები..არასოდეს მილაპარაკია მსგავს თემაზე მათთან. მაგრამ ზოგჯერ თავს ვეკითხები, იქნებ უბრალოდ მე მგონია , რომ არ მიცნობ და სინამდვილეში კი.. :)

  17. უცნობი

    პოსტი ნორმალურია, ყველა ადამიანს (სხვადასხვა ასაკში) უჩნდება ასეთი აზრები.
    კომენტარებიც ყველა კარგია. იმიტომ რომ, არ არსებობს სწორი პასუხი. ეს არის ცხოვრება. შენი შვილებიც ასე ან მსგავსად იფიქრებენ როდესმე. რაიმე ალგორითმი რომ არსებობდეს, შესაძლებელი იქნებოდა პროგრამის დაწერა. და ჩვენ ყველანი მატრიცაში ვიცხოვრებდით.
    ღმერთმა დაგვიფაროს.

  18. უცნობი

    ისე გარკვეული ხნის შემდეგ კიდევ ერთი მსგავსი პოსტის დაწერა მოგიწევს (თუ წერას გააგრძელებ), იმაზე, თუ როგორ ზღუდავს მეუღლე (მეუღლის სქესს მნიშვნელობა არ აქვს) შენს უფლებებს და როგორ გიწევს იმის გაკეთება რაც არ გინდა ან შენს გარეშე გადაწყვიტეს სხვებმა.
    სე ლა ვი …

      1. კატიე

        მასე იძახდა ჩემი ერთი ნაცნობი, ჩემს ცოლი ფოტოგრაფი უნდა იყოსო და ისეთი ცოლი მოიყვანა, კამერის დანახვაზე ამბობს, მინდა რო თავზე დავაფშვნა ამ ფოტოგრაფებსო :D

  19. დიანიკო

    პოსტიდან პოსტამდე იზრდები.
    რა იყო, იმდენად არ გიყვარს, რომ გკოცნიან, შენს სმაილებშიც არ ჩაგისვამს ერთი ტუჩდაბერილი სმაილი? :) :*

  20. niine

    ვირტუალურად ბაქი-ბუქი არ მიყვარს, მაგრამ პირადად რომ გიცნობდე მაგრად გაგლანძღავდი. არც შენს მშობლებს ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ იმსახურებენ შენგან ამას. პირადი გამოცდილებიდან, სანამ დედაჩემი ცოცხალი იყო, მეც ბევრი რამ არ მომწონდა მასში, მაგრამ ახლა მთელს სიცოცხლეს ულაპარაკოდ დავთმობდი, თუნდაც ერთი წუთი მაინც კიდევ რომ მენახა ( ეს სენტიმენტების და “თავს გაცოდებთ” გარეშე). ნერვები მეშლება უმადურ შვილებზე, მათ შორის პირველ რიგში, საკუთარ თავზე.

    1. zurriuss Post author

      არაუშავს, შენს შვილს შენზე მოეშლება ნერვები და ა.შ. ცუდია, რომ არ მიცნობ. ყველაფერს დამაბრალებ უმადურობის გარდა. უბრალოდ, ეს არის ჩემი ცხოვრების რამდენიმე ადგილი, როცა ვთვლი, რომ მშობლებმა შეცდომა დაუშვეს, თორე ვაიმე დედას ვერ ვიტან და მამას-მეთქი, არ მითქვამს. რადგან ვგიჟდები ერთზეც და მეორეზეც.
      ტაკ ჩტო… ერთხელაც ჩემთან ერთად გასეირნებისა და ნაყინის ჭამის პრეტენდენტი ხარ :)

  21. სიყვარულოვნა

    მდაა…
    არც მე მიცნობენ ჩემი მშობლები.
    არასოდეს გადაუწყვეტიათ ჩემ მაგივრად რამე, არასოდეს უტქვამთ ეგ არა ეს გააკეთეო. ყოველთვის თავისუფალი და დამოუკიდებელი ვიყავი. ველოსიპედზე რამდენჯერ წავქცეულვარ და მხოლოდ წყლით ან ფოთლით შემიმშრალებია სისხლი. სურვილიც არ მქონდა რომ მივსულიყავი და დახმარება მეთხოვნა. ერთადერთხელ როცა ველოსიპედის ხელის ტორმუზი ფეხში შემერჭო მაშინ გავხდი იძულებული რომ წავეყვანე და 3 ნაკერი დაედოთ. არასდრს მიყვარდა ზედმეტი კიტხვები და მაგის ბრალიც არის რომ არ მიცნობენ. არ მივალ და არ ჩამოვუჯდები და არ დავუწყებ იმაზე საუბარს აი დღეს ვინ რა მაწყენინა/გამახარა.
    ბავშვობიდან თითქოს მარტო ვარ და მეგობრებიც კი არ მიცნობენ. არ მიყვარს როდესაც ზედმეტად გახსნილი და დაუფარავი ვარ. მირჩევნია ამოუცნობ ობიექტად დავრჩე.
    გამოდის რომ მსოამოვნებს რომ არ მიცნობენ.

  22. Pingback: როგორი უნდა იყოს მშობელი | Siyvarulovna's Blog

  23. Agasfer

    რა რთულია ეს ყველაფერი )
    მთელი ცხოვრება ის მაწუხებს, რომ ჩემი მშობლები შვილებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. მე არ ვიგულისხმები, რატომღაც :D მაგრამ ჩემი უფროსი ძმა და უმცროსი და დღემდე ჩემი მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობენ.
    მართლა არ ვიცი ასე რატომ მოხდა, მაგრამ არასდროს იცოდნენ სად ვიყავი, როდის დავბრუნდებოდი სახლში ან დავბრუნდებოდი საერთოდ თუ არა.
    შეიძლება ნდობის მომენტიცაა, თუმცა არც ჩემი და-ძმა განსხვავდება ჩემგან დიდად. სამივე ხუთოსნები და სანიმუშო ყოფაქცევის ბავშვები ვიყავით :D ჩემი და ბიჭებს კი სცემდა ზოგჯერ, მაგრამ პატიობდნენ :D
    და რა შუაშია ეს ყველაფერი…
    არ მინდა დედაჩემს ვუთხრა, რომ ცხოვრება ჩვენ შემოგვწირა (ნუ, ჩემს და-ძმას). ყველაფერზე უარი თქვა. ჩამოვიდა პეტერბურგიდან, წამოვიდა უნივერსიტეტის კათედრიდან (ფიზიკოსია), ტანმოვარჯიშეს წარმატებული კარიერაც კი მიატოვა მხოლოდ იმიტომ, რომ შვილები გაეზარდა.
    და რა მიიღო? მე, ხო, ჯანდაბას, ოჯახთან არც ისე დიდ დროს ვატარებდი, მაგრამ ჩემი და რომ გათხოვდა, დედაჩემმა ძლივს გადაიტანა. ჩემი ძმაც ცოლს მოიყვანს, ცალკე გადავა და დედაჩემი და მამაჩემი მარტოები დარჩებიან თუ არა, დარწმუნებული ვარ, დეპრესია ბოლოს მოუღებს.
    ასე არ შეიძლება!
    ასე რომ, განათლებით და საკვებით უზრუნველყოფა სავსებით საკმარისია.
    ასეთ შემთხვევაში (როცა მშობელს თავისი, წარმატებული ცხოვრება აქვა) მეტს პატივისცემასაც იმსახურებს და ბავშვიც გაცილებით თავისუფალი იზრდება. :!:

  24. ქევანა

    ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი ისევ: ძნელია იყო შვილი, ძნელია იყო მშობელი.

    ბევრი ფილოსოფია და უხვი კომენტარი მეზარება. ამას დავტოვებ მარტო ;)

  25. pasumonok

    თან მართალი ხარ და თან არა.
    შესაძლოა კომუნიკაციას თავადაც ჩვენც არ ვუშვებდით. მოზარდები ისეთი ტიპები არიან რა, ბევრი რამე სწყინთ. ყველაფერი რჩევა ჰგონიათ. და კიდევ, ეგოცენტრულები არიან, როგორ იცი,მათი პირველი კოცნა ყველაზე მნიშვნელოვანი კოცნაა მთელს სამყაროში, მათი დეპრესია, ყველაზე დეპრესიულია, მათი ველოსიპედით გასვლები, ყველაზე სულისმაძიებელი გასვლებია და მათი მარტოობა უმარტოოესი მარტოობაა. ამ დროს რომ მიუახლოვდე და უთხრა, იცი ძმაო, მეც ეგრე ვიყავი შენს ასაკში, ესეც გაივლის, ცოტა გლობალურად შეხედე ყველაფერს,გაგიჟდება,ამათ ჩემი არ ესმითო და წავა და რაცხა ლექს ჩაწერს დღიურში (ნუ თუ აქვს).
    მეორეს მხვირვ,ათასი მშობელი მინახავს, რომელებიც თავადაც არ ცდილობენ (არ იციან, ეშინიათ, არ გამოსდით, თავადაც ასეთი მშობლები ყავდათ,ას.შ.) და ამ გადამეტებული ზრუნვით ცდილობენ ნაპრალის ამოვსებას. და დიახაც, ჯობია ცუგები ყავდეთ. თუმცა, არა, არც იმას ვიტან ძაღლი რომ ყავთ და მხოლოდ აჭმევენ და ასეირნებენ.ძაღლს თამაში უნდა, სოციალური ცხოველია. ის კი არა, მე ჩემს ფისოსაც ვუთმობ დროს, აბა ავეჯი ხომ არაა?
    ტაკ შტო ყველაფერს ორი მხარე აქვს და შენ რაც გინდა ის უნდა გამოთქვა, რა მოხდა მერე, ხალხმა აქ ვენები გადაიჭრა, უბრალოდ შენს მიღმაც უნდა ხედავდე (არ ვამბობ რომ არ ხედავ.უბრალოდ ამაზე არ დაწერე.რას ასევე შენი ნებაა)

  26. ნინი GEORGIA

    საინტერესო პოსტი იყო.. განსაკუთრებით სათაური მომწონს. მართალია. მშობლებს არ ესმით შვილების. !

  27. An Na

    ყველანაირი პრბლემა შეიძლება შემექმნას, მაგრამ არასდროს ვიტყვი იმას, რომ დედაჩემი არ მიცნობს და ჩემი არ ესმის. ხუთი თითივით მიცნობს, ხვდება რა მჭირდება, გულს ვუშლი და ა.შ. ერთადერთი, რაზეც პრობლემა არ შემქმნია არასდროს, დედაჩემთან ურთიერთობაა :)

    1. zurriuss Post author

      გილოცავ.
      მეც არ გამიკვირდა, ამხელა პოსტი ასე სწრაფად როგორ ჩაიკითხე? :green: :green:

  28. ლინა

    ზურიუს ძალიან მომეწონა პოსტი.ალბათ იმიტომ,რომ მეც იმ შვილთაგანი ვარ რომელიც მშობლების გადამეტებული მზრუნველობის და ყურაღების ქვეშ იზრდებოდა(ეხლაც ასე ვარ).უმეტესი კომენტარის წავიკითხვის შემდეგ გაკვირვებული დავრჩი,შენი უმადურობა და”უძღებშვილობა”ვერ დავინახე ამ პოსტში.აი ის,რომ შენი მშობლები ძალიან გიყვარს და მადლიერი ხარ მათი ეს კარგად სჩანს.

  29. tako ghelaghutashvili

    ჰმ რომ გიცნობდე რამდენ რამეს ვისწავლიდი შენგან ალბათ, მე აქ ყველაზე მეტად მშობლების თემა არ მომხვდა, არამედ ის რომ ახლა სწორედ ისე მგონია რომ ხვალ რომ მოვკვდე ვერავინ გაიგებს ისეთ სოციალურ იზოლაციაში ვარ და ასეთი მაგალითის წაკითხვამ სუიციდურ აზრებს ცოტა ხნით შეუცვალა მიმართულება : )

  30. მაქცია

    ჰამ.. თხრობა რატომღაც გადადის ისეთ თემაზე, რომელიც არანაირ კავშირშია მშობლების გავლენასთან, მარტოსულობას და სუიციდურ აზრებს ვგულისხმობ, ფსიქოტიპის თავისებურებაა უფრო. და მინდა გითხრა ასეთად დარჩები, ვერასდროს დააღწევ ბოლომდე არასრულფასოვნების შეგრძნებას თავს..
    თქვი: “რაც მთავარია, მე ეს პრობლემად უკვე აღარ მიმაჩნია…” ცდები, შენ ქვეცნობიერად მაინც გჭირდება ეს სათქმელი როგორმე მიიტანო მშობლებამდე. ისე თუ არ წაგიკითხავს კარგი იქნებოდა კაფკას “წერილი მამას” წაიკითხო.. გაიაზრებ რაში მდგომარეობს მამის ავტორიტარიზმი… შენი ისტორია მსუბუქი შემთხვევაა. ისე კი ინიციატივა გამოიჩინე მშობლებთან სულიერი სიახლოვის და სიცივე დაგხვდა?! არამგონია, შენივე მარტოსულობას დავაბრალებ მე.. :)
    ამაზე სერიოზულ პრობლემას აწყდება მოზარდი ფსიქიკა: როცა მამის ფხიზელი დანახვა სანატრელი გაგიხდება, ქუჩაში ღორივით დაგდებულს მოათრევ სახლში, შენიშვნის მიცემისას მეგობრების გვერდით შეგაგინებს, ყოველი ფეხის ნაბიჯზე დამცირებულად გრძნობ თავს, ოჯახში ყოველდღიურად წელიწადში 300 დღე კონფლიქტია ალკოჰოლის გარშემო, შენ თავშიც ეძებ ამ ყველაფრის მიზეზს, ამას ემატება გარეგნული არასრულფასოვნების შეგრძნება, რასაც მოსდევს მარტოსული, ჩაკეტილობა. აი რა არის ძაღლური ცხოვრება.. :idea:
    მაგრამ მიუხედავად ამისა ხვდები რომ მართლაც C’est la vie, და სუიციდი სულაც არაა საუკეთესო გამოსავალი, ამაზე ფიქრიც კი.. ყველაფერს აქვს თავისი ბნელი და ნათელი მხარე :idea:

    1. zurriuss Post author

      საკმაოდ ძლიერი არგუმენტი მოიყვანე, მაქციავ, თუმცა, მინდა გითხრა, ისეც მაგ აზრზე ვიყავი თითქმის. უბრალოდ, ემოციები დაგროვდა და სათქმელი ითქვა. ღმერთის მადლობელი ვარ, რომ უარესი პრობელმა არ მაქვს.
      კაფკასაც წავიკითხავ
      …ოღონდ, აი, შორიდან დიაგნოზის დასმისა არც მჯერა და ვერც დამაჯერებ :)

      1. მაქცია

        თანხმობითვე გიპასუხებ მეც ) ეს არაა “დიაგნოზი”, დამაჯერებელი იქნება თუ ვიტყვი, რომ სიმპტომთა კომპლექსია…
        ღირსეული პასუხი იყო “ძლიერ არგუმენტებზე”, გამიხარდა, რომ სრულფასოვანი პიროვნება დამხვდა.. “წერილი მამას” მოგეწონება… )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.