ვხატავ ჩემს ოცნებას – დღე I

როგორც მოგახსენეთ, ხატვის კონკურსში ვიღებ მონაწილეობას და, აჰა, პირველი დღის შედეგიც:

რა აუცილებელია, ზღვიდან ვეშაპი ამოხტეს, როცა ამისთვის არსებობს თვითმფრინავი. მზე კი მხოლოდ ფრენბურთის ბურთია, რომლის არომატული წვენიც კოქტეილის ჭიქას ეხლება :)

დღეიდან კონკურსი “დახატე შენი ბედნიერება” ოფიციალურად გაიხსნა და ყველანი ჩვენ-ჩვენი ფანტაზიის გადმოფრქვევასა და განსხეულებას შევუდექით. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ფუნჯი ბოლოს 9-10 წლის წინ მეჭირა. არ ვიცოდი, რა გამომივიდოდა და აკრილის საღებავში ამოვისვარე. კიდევ კარგი, ზეთიანი არაა, თორემ ჩემს Jamaica მაისურს დიდი დღე არ ეწერებოდა. დაღლილ-დაქანცულს საათობით მცხუნვარე მზეში ხატვა მომიწია. სანამ არ მოსაღამოვდა, ტვინი საღებავები ერთნაირად მიხმებოდა. აი, 3-ის მერე კი, თბილ ნიავთან ერთად, ფანტაზიაც წამოვიდა და 2 საათში ორჯერ მეტი რამ დავხატე.

დასრულებამდე ჯერ კიდევ ადრეა, დროც საკმაოდ არის. მოკლედ, მთავარია, პანიკაში არ ჩავვარდე, ბევრი ვიფიქრო ბედნიერებაზე და, რაც მთავარია, ვაკეთო ჩემი საქმე :)

ხვალამდე, ხალხნო ;)

 

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

7 thoughts on “ვხატავ ჩემს ოცნებას – დღე I

  1. Pingback: როგორ გავხდი სევერუს სნეიპი | Zurriuss.Ge

  2. გვირილა

    ორი მზეა ნახატზე თუ მე ვერ გავიგე რამე? :) დელფინ-თვითმფრინავთან და ფრენბურთის ბურთი კიდე :roll:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »