ჩვენი ეზო

 

ჩემს მეხსიერებაში არც ერთ ადგილს ისეთი მგრძნობიარე ზეგავლენა არ მოუხდენია, როგორც ჩემს ეზოს. რომ გავიხსენებ, ბოლო 10 წლის მანძილზეც კი წარმოუდგენლად შეიცვალა. ზუსტად 2001 წლის ივლისში აქაურობას დიდი კაკლისა და ბეტონის მაგიდაშემოვლებული ლეღვის ხე ჩრდილავდა, კიბის გვერდით წითელი ბალი ფეთქავდა, ეზოში მუხლამდე ბალახი ბიბინებდა. დღეს მათგან არაფერია დარჩენილი, თუმცა ეზო ახლაც სიმწვანეშია ჩაფლული. ისე, როგორც მე მიყვარს.

 

ეს სურნელოვანი ვარდი ჩემს დაბადებამდე დარგეს და, როგორც ხედავთ, დღემდე ჯანზეა :) ვინ მოთვლის, რამდენი ქორწილი, დაბადების დღე თუ სასაფლაო მოუვლია მის ყვავილებს.
ჩვენი მშრომელი და მუხლჩაუხრელი მანდარინი. დღემდე მიკვირს, აქამდე როგორ გაძლო, როცა ზაფხულობით ყოველ დღეს მის წვრილ ტოტებზე ვატარებდი. ახლაც ისევ უხვად ისხამს, თანაც ზოგჯრ იმდენს, რომ ტოტებქვეშ სარების შედგმა გვიხდება. ათობით კილოგრამ დიდ ქორფა მანდარინს მთელ ზამთარს ვერ ავუდივართ.
ეს პალმა ჩვენი ეზოს ყველაზე (და, მგონი, ყველაზე ხნიერი) ხეა. როგორც მითხრეს, ჯერ კიდევ ქვის სახლის აშენებამდე იდგა ანუ, დაახლოებით, 50 წლის გამოდის. ახლა დავაკვირდი, რომ გამხმარი ტოტები საკმარისზე მეტი დაუგროვდა.
ეს მუშმალა 9 წლისაა და, ზამთრის მძიმე თოვლს რამდენჯერმე რომ არ გადაეტეხა, გაცილებით დიდი იქნებოდა.
ლიმნის ახალი ძირი, რამდენიმე წელია, რაც დავრგეთ და უკვე ბლომად ასხია.
მუხლამდე ბალახი ჩვენს ეზოში ათიოდე წლის წინ გაქრა, როცა იქაურობა სარეველებმა აიკლეს. 5-6 წლის განმავლობაში საათობით ვმარგლავდი იქაურობას სარეველების მოსაშორებლად, მაგრამ მაინც ამოდიოდა. მერე სპეციალური წამალი მოვასხით, გადავბარეთ და “კოინდარი” ხელახლა დავთესეთ. ამობიბინდა :)
ჩემს არყოფნაში გვირილები და სხვა ყვავილები დაურგავთ. არადა, 2006 წლამდე აქაურობა ზაფხულობით სულ ჭრელი ყვავილებით იყო დაფარული. ბაზრიდან ახალ-ახალი ნერგები მომქონდა, მიწას შიშველი ხელებით ვთხრიდი და ყოველ საღამოს ვრწყავდი. თბილისში წავედი თუ არა, ყველაფერი სარეველებმა გადაჭამეს. ახლა, როგორც ხედავთ, მდგომარეობა გამოსწორდა.
შეიძლება, გახსოვთ, რომ ამ გაზაფხულზე კარაქის ხე დავრგე. ასე ჰქვია, რადგან ამბობენ, ცხიმიან ნაყოფს ისხამსო. ვფიქრობ, გაისად უკვე შედეგი სახეზე იქნება, ვინაიდან წელს ფოთლები გამოიღო.
ვენახი… უამისოდ ჩვენი ეზო წარმოუდგენელია. 2005 წლის ტრაგედიამდე, როცა ძლიერმა თოვლმა ძველი ტალავერი და ვაზი ჩაგვიტეხა, ახალი გავაშენეთ. იზაბელა (ადესა) და ზეიმბერი თეთრმა თითამ და კიდევ რომელიღაცამ ჩაანაცვლა. ვენახის განახლება ორი მიზეზით მიხარია: 1. ყურძენიიიიიი და 2. ჩრდილიიიიიი
ეს ვეებერთელა აგავა კიდევ უფრო დიდი გაიზრდება, რადგანაც ამ ჯიშის კაქტუსები დიდი ზომისანი არიან. მისი მასშტაბის უკეთ დასანახებლად ჩემი 44-ზომიანი ტერფი გამოვიყენე :)

უკანა ეზოში ვაშლი, ატამი, მსხალი და ბალი დავრგეთ. ძალიან მიხარია, რადგან ეზო ეზოს დაემგვანება: ძველის მსგავსად, ნებისმიერი ხილი ხელის ერთ გაწვდენაზე მექნება და სახლსაც სიმწვანე დაფარავს.

ბონუს:

თევზუნიები შამფურზე :p

 

ყველა “ჰარი” ჩემთანაა! ;)

 

ვინი - მზადება დისერტაციისათვის

P.S. არაფრის ხვეწნას არ დაგიწყებთ, უბრალოდ, თუ ქუთაისში აღმოჩნდებით და თავისუფალი დროც გექნებათ, შეგიძლიათ, მომიკითხოთ და, თუ მეც ქალაქში ვიქენი, რაზეა ბაზარი. ბოლოს და ბოლოს, ხილს მაინც გაჭმევთ :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

22 thoughts on “ჩვენი ეზო

  1. გვირილა

    აუf, ჩემი ანონიმურობა რომ არა, გესტუმრებოდი ნამდვილად. გვირილები, ვარდი და კიდევ ხილი – ჩემი სამოთხეა ფაქტიურად :d

    ისე, ჩემს სოფელს ჰგავს რაღაცნაირად. ვაფშეტა, ეტყობა რომ დასავლეთია, რითი არ ვიცი, მარა ეტყობა :d

    1. zurriuss Post author

      შენ ვინცხა ანონიმური კომპლექსიანი იქნები და ეგეთები უშენოდაც მეყოფა :green:

      1. გვირილა

        შენ წარმოიდგინე და არა :d
        ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს და თან სანამ ვმუშაობდი, ჩემი პოზიცია არ მინდოდა გამოჩენილიყო, ჟურნალისტი ვარ და რაღაცა მომწონს თუ არა, ჩემი საქმეა, სტატიებით არ უნდა ჩანდეს ჩემი პოზიცია და არც ისე. ნუ, მიხვდები წესით შენ ;)

    1. zurriuss Post author

      ჰო, რავიცი… ცალკე პოსტად არ გამოვიტანდი და ისევ აქ მერჩივნა :d

  2. avto

    აუ განსაკუთრებით “თევზუნიები შამფურზე :p ” მომეწონა, მაგარია, შენ უბანი თქვი და მანდავარ თან კარგი ბაღდათის ღვინოც იქნება, ფერის არჩევანით :)

      1. Ladybird

        უი, რა ახლოში ყოფილხარ ჩემთან, კიარადა იმასთან სადაც მე გავიზარდე… ამ პოსტმა ჩემი სახლი გამახსენა, ზუსტად ასე გვაქვს ჩვენც – საკუთარი სახლი, წინა ეზო და უკანა ეზო… თან სულ ხე-ხილით… ნოსტალგია მომერია… :)

  3. მარი

    საწყალი ვინი, როგორ მიაყოლა ბოლოში. მეგნა აღარც უპირებდი ხსენებას. და მაგისი სახლი სადღა არის? იმედია კიბის ქვეშ ან რომელიმე ხეზე არ ცხოვრობს. :d

    1. zurriuss Post author

      აქვს ვინის თავისი სახლი, სადაც მშვენივრად მოიკალათებს ხოლმე ;)

  4. კოწია ჯაფარიძე

    აუუუ რა მაგარი ეზოააააააააა, ასიანი შემოგივლი ამ დღეებში და ყველაფერი გულიანა დამათვალიერებინე. :D :D

    1. zurriuss Post author

      დედა, ეს რა ე$ღირსა ჩემს ეზოს კი არა, და ბლოგს, შენი კომენტარის სახით! :green:

Leave a Reply to ავთო Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.