
2008-ში, როდესაც პირველი ბლოგი გავაკეთე, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჩემი აზრი ჩემთვის უცნობი ადამიანებისთვისაც საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნებოდა. ორი წელი გავიდა ამ ამბიდან და ვხვდები, რომ საკუთარ სურვილებს მკითხველების მოთხოვნას ვუთანხმებ და ისე ვპოსტავ. ეს ნიშნავს, რომ ნელ-ნელა ოპინიონმეიკერად გადავიქეცი.
ჩემს ბლოგზე რომ შემოხვიდეთ, ნახავთ პოსტებს მუსიკაზე, თეატრზე, მსოფლიოს ღირსშესანიშნაობებზე, საკუთარ თავზე, უამრავ ფოტოსურათსა და ვიდეოპოსტს. ამწუთას ჩემი 4 წლის ბიძაშვილი შემოვიდა და მკითხა, მესამე კუ ნინძას რა ჰქვიაო. რაფაელი, მსამე კუ ნინძას ჰქვია რაფაელი… ნოსტალგია. ჩემს ბლოგზე ნახავთ ნოსტალგიას
უკვე დიდი ხანია, რაც გადაუკითხავად ვპოსტავ. მოვრჩები წერას და ეგრევე Publish. კითხვა მიყვარს, მაგრამ მეზარება. ეს ჩემი ზოგადი დაავადებაა.
დავუბრუნდეთ ოპინიონმეიკერობას. რამდენი თვლით, რომ თქვენს აზრს სხვაზე ზეგავლენის მოხდენა თუ არა, შთაბეჭდილების დატოვება მაინც შეუძლია? ალბათ, ყველა წარმატებული ბლოგერი ასე თვლით. მე, პლუს ამას, ჟურნალისტიც ვარ და ეს შეგრძნება ორმაგად მაქვს.
პასუხისმგებლობა – გადავედით მთავარზე: როცა შენს აზრს ითვალისწინებენ ან პატივს სცემენ ან უკვე აფანატებნ, ეს, გარკვეულწილად, რიგ თავსატეხს გიჩენს. პრინციპში, მე ამ დღეში ჯერ არ ვარ, მაგრამ ზოგადად, ოპინიონმეიკერობა თავისებური თვითცენზურაც არის. თუ შენი რომელიმე ფანი შენს რჩევებს მკაცრად მისდევს, ერთხელაც შეიძლება რაღაც საშინელება დააბრეხვო და იმ უბედურმა ის დაიჯეროს და მართლა გააკეთოს… ეს რადიკალური შემთხვევაა, მაგრამ უცხოეთში საკმაოდ გახშირებული.
პირადად ჩემი თვითშეზღუდვაა უცენზურო სიტყვები. საერთოდ, მათ პირად საუბრებში ხშირად ვხმარობ (ძილითადად, ხუმრობით), მაგრამ აქ ვერიდები, რადგანაც ვიცი, რომ ჩემი ნათესავებიც და ოჯახის ახლობლები კითხულობენ. მე კი ნამდვილად არ მინდა ორი რამ: 1) უზრდელი და თახსირი ვეგონო ვინმეს (არც ვარ) და 2) ზრდილობისა და სწორი აღზრდის ეტალონი გამოვიდე (არც ეს ვარ). მყავს რამდენიმე ბლოგერი, რომლის აზრსა და შეფასებებს ხშირად ვითვალისწინებ. ერთ-ერთი ასეთია სოფიო გოლდენი, კიდევ ბუსხი, დვორსკიც კარგ რჩევებს იძლევა ხოლმე, მაგრამ ცოტას
დრომ მოითხოვა ამ თემაზე დამეწერა და მეც გული მოვიოხე. მინდოდა, თქვენც გცოდნოდათ და გეფიქრათ, რომ









არ მგონია ჩემი პოსტებით ვინმეზე ზეგავლენა მოვახდინო ოდესმე. არ ვწერ მასეთ სტილში და სკანდალურობასაც ვერიდები. რანაირი ბლოგერი გამოვდივარ? საერთოდ არ ვაკვირდები რას, როგორ და ვისთვის ვამბობ. ერთადერთი იმას ვცდილობ, რომ ისე დავწერო, მკითხველს გაეღიმოს.
ხოო, შენ კიდე სულ ნოსტალგიის შეტევები გაქვს, თითქოს 80 წლის ხდები :D
დაღლილი რომ მოვდივარ, ვფიქრობ ხოლმე იმაზე, თუ რას ვაკეთებდი 10 წლის წინ დავუშვათ
)
ოპინიონმეიკერობაზე მაშინ დავიწყე ფიქრი, როცა ნათესავები ჩემს პოსტებზე ალაპარაკდნენ + კომენტარები ბლოგზე
ზეგავლენას არამგონია ახდენდეს ჩემი პოსტები მკიტხველზე, მარა შთაბეჭდილების დატოვება ვგრძნობ რომ არის… რაც შეეხება იმ პასუხისმგებლობას, როცა შენს აზრს ითვალისწინებენ ბლოგოსფეროში არ არის დღეს ისეთი ბლოგერი, რომელიც საშინელებას დააბრეხვებს და ამით ვიღაც ,,გაუბედურდება” :დ ბლოგოსფეროს გარეშეც უიშვიათესია ისეთი ადამიანი რომელზეც ეგრე აფანეტებს ხალხი…
მაიკლ ჯექსონი, ჯონ ლენონი, ელვის პრესლი… გავაგრძელო?
ვიქტორ ცოი…….
და სულ ქართული ბლოგოსფეროს მამები არიან ეგენი :დ
ზეგავლენა არამგონია, მაგრამ შთაბეჭდილება შეიძლება :შ
ხოდა ზურიუს შენი ბლოგის background-ი არ მომეწონა :შ
ცუდი ფერია :უსერ:
არაუშავს, შეეჩვევი (c)Mrs. Smith
დააბრუნე ძველი. არ გიხდება ეს
წერის დროს არასოდეს მიფიქრია მკითხველზე. ალბათ იმიტომ რომ ვწერ ცემთვის და თუ დამჭირდა იმ უცენზურო სიტყვებსაც გამოვიყენებ. მკითხველზე მარტო ორჯერ ვიფიქრე, ორივეჯერ სხვის ბლოგზე მომეწონა სტატია და ის განვათავსე ცემთან იმიტომ რომ მართლაც საინტერესო იყო. = )) ხო და თუ არ ვფიქრობ მკითხველზე შესაბამისად არც პასუხიმგებლობას ვგრძნობ
რომელიმე ბლოგერზე აფანატებენ, მის აზრს ჭეშმარიტებად იღებებ და რჩევებს ყოველგვარი კრიტიკის გარეშე მკაცრად მისდევენ? საქართველოში ასეთი რამ ხდება? :D:D:D:D
ამას მხოლოდ ერთ რამეს დავამატებდი – აზრის გამოხატვა თავზე მოხვევას არ ნიშნავს
ამით მომწონს ინტერნეტი, რომ ყველას აძლევს გამოხატვის შანს – ხოლო ის, ვინც ამა თუ იმ აზრს აღიქვამს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი გარკვეულმა პიროვნებამ გამოხატა, უკვე სულ სხვა სფეროა… მაგას საკუთარი “მე”-ს არქონა ჰქვია და იმათ მინდა ვუთხრა, რომ სხვისი “მე”ს მორგებით საკუთარ თავს ვერ შეცვლიან…
თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ როდის თქვა ოსკარ უაილდმა – Most people are other people. Their thoughts are someone else’s opinions, their lives a mimicry, their passions a quotation…
ვეცადოთ, ესეთები არ ვიყოთ…
თუმცა, არჩევანის თავისუფლება მაინც ყველას აქვს
ეს ოპინიონმეიკერი ცოტა ცუდად მომხვდა ყურში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შენი რჩევის შედეგად ძაააააალიან შევამცირე ინგლისური სიტყვების გამოყენება პოსტში. მაგრამ აზრი ძალიან საკაიფოდ გაქვს გავრცობილი.
მადლობა, რომ ითვალისწინებ ჩემს კრიტიკას, რადგან მე თვითონ ძალიან გამომადგა შენი მაშინდელი შენიშვნა, ინგლისური სიტყვების წარამარა ჩართვაზე. მთავარია ადამიანმა იცოდეს, როგორ მისცეს სხვას შენიშვნა/კრიტიკა; საყვედურიც კი, შეიძლება, ისე მისცე ადამიანს, რომ შენი მადლიერი და მოსიყვარულე დარჩეს.
მგონი, 1 წლის წინ ერთმა ბლოგერმა ჩემზე ისეთი ბოღმიანი პოსტი დაწერა, ისევ თვითონ შემეცოდა და მერე ვიდეოპასუხიც გავეცი (ახლა ვფიქრობ, რომ მეც ცოტა გადავაჭარბე და საერთოდ უნდა “დამეკიდებინა”). შედეგად, მის ბლოგზე საერთოდ აღარ შევდივარ და ყველანაირი კონტაქტებიდან ამოვშალე; არც თვითონ გამხდარა იმის შემდეგ ცნობილი და კითხვადი ბლოგერი, იმიტომ, რომ უსამართლოდ ბოღმიანი ადამიანები ვერასოდეს იმარჯვებენ!!!
ბლოგერმა/სოციალური მედიის სერიოზულმა მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ისე არასოდეს მოიქცეს, სამუდამოდ დაკარგოს მკითხველი. ვინც მარკეტინგ-პიარში ერკვევა, იცის, რომ “თუ არ მოგწონს, გადართე” – ყველაზე დაბალი დონის გამოსავალია, რადგან შენ უნდა დააინტერესო და თავი შეაყვარო მომხმარებელს, უხეშად რომ ვთქვა.
ზურიუს, შენ ყველაფერი გამოგდის და უბრალოდ ზურიუსი ხარ :P
სენქიუ
გინდა წერო უნდა წერო
კი არადა რა შუაში იყო ეს : )
ცენზურა კლავს ყველაფერს!!!
უფრო ყურადღებით რომ წაგეკითხა, ნახავდი, რომ ცენზურა არ მაქვს მხედველობაში :*
დედა, რა ხმამაღალი განაცხადია ქართულ ბლოღოსფეროში
აზრის ფორმირების რა გითხრა და აზრის ფორმირები პროცესის ხელშეწყობა კი არის ეს ყველაფერი, უბრალოდ, ვიწრო აუდიტორიაში
)
საკმაოდ კარგი პოსტი იყო ზურიკო:) რაღაც სტრუქტურულად დალაგებული და საინტერესო.. ჩავფიქრდი ამაზე.. ჩემთვის (რაც არ უნდა ვაჯაზებდე) საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანების წარმოდგენას ჩემზე და ჩემს ბლოგზე..პრინციპში ეს ბუნებრივიცაა..მთავარია ამ წარმოდგენებმა საბოლოოდ არ შეცვალოს შენივე წარმოდგენა.. მე ამის მეშინია და ამას ვებრძვი