ერთი დღე ნახატის დასრულებამდე

ადამიანის ფსიქოლოგია შეგრძნებებზეა აგებული და ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რომ ბომბორას პარკს მივეჯაჭვე. უკვე დავმეგობრდით, ერთად ვჭამთ, ვსვამთ, ვერთობით, ვსველდებით და ყველანი ერთ საქმეს ვაკეთებთ. გადავწყვიტეთ, რომ კონკურსის დასრულების მერეც ამოვიდეთ ხოლმე და რაღაც-რაღაცები ვხატოთ. ისე, როგორც გვინდა და შეგვიძლია.

გუშინ 7 საათის განმავლობაში ვხატე და პირადი რეკორდი მოვხსენი. მაინც რამდენს ნიშნავს ინტერნეტისა და მსგავსი ხელიშემშლელების არქონა. შედეგად, უფრო და უფრო კმაყოფილი ვარ. ერთადერთი, რაც მანერვიულებს, დროის სიმცირეა, რადგან საჭირო ფერების მიღებას დიდ დროს ვანდომებ. მიუხედავად ამისა, ნახატი თანდათან ემსგავსება იმას, რაც ჩავიფიქრე და ეს ძალიან მახარებს.

გუშინ კიდევ ერთი რამ მოხდა: ლატარიის გათამაშების ლაივზე ვიყავით და, გადაცემის დასრულების შემდეგ, ლოტოტრონის მუშაობის პრინციპს გავეცანით. ასე და ამგვარად, წავედი ახლა და თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

5 thoughts on “ერთი დღე ნახატის დასრულებამდე

  1. ირინა

    ვა, ზურ რა სიმპათიური ხარ აქ, ბეიბი, ვერც კი გიცანი:)) მე ის ბრაზიანი კაცი მომეწონა, აქეთ-იქიდან მხიარული ბავშვები რო ყავს :პ :lol: :oops:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »