ოლიმპიადა, როგორც ასეთი

ჰა, რა აზრის ხართ ლონდონის ოლიმპიადაზე?

მე – ყველაზე ყველაზე კარგის და შევეცდები, მოკლედ აგიხსნათ, რატომ.

ერთი, იმიტომ, რომ ასეთი მასშტაბური და, ამასთან ერთად, ასეთი ადამიანური ღონისძიება ჯერ არ მახსოვს. ეს ყველაფერი, ალბათ, გავგამელას ბრძოლის წინ ალექსანდრე მაკედონელის მიერ ჯარის შეგულიანებას ჰგავდა, როცა მან ათობით ჯარისკაცს პირადად მიმართა და წინა ომებში გამოჩენილი ღირსებები გაახსენა. სწორედ ასეთი, პერსონიფიცირებული ეფექტით შოკის გამოწვევა დაისახა მიზნად დენი ბოილმა… და გამოუვიდა კიდეც. ზეიმის ყველა მონაწილე, ერთდროულად, იყო ინდივიდიც და საერთო მოძრაობის წევრიც. არამც და არამც, მასის წევრი. აქ ყველა ერთია, ნებისმიერი ეროვნების, რასის, კონფესიისა თუ ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანი. ბოილმა ეს სათქმელი ბრიტანეთის ჰიმნით გადმოსცა:

მეორე, რის გამოც ამ ოლიმპიადას გამოვყოფ, მისი ზომიერი, მაგრამ ყოველთვის მიზანში მოხვედრილი ბრიტანული იუმორი და ლიბერალიზმია. აი, რას ვგულისხმობ:

ვანგელისის ეს მუსიკა შედევრია. ბევრმა არც იცის, რომ ოლიმპიადის ეს არაოფიციალური ჰიმნი ბერძენმა კომპოზიტორმა 1981 წელს გადაღებული ფილმისთვის “ცეცხლოვანი ეტლები” დაწერა, რომელიც 1924 წელს გამართულ ოლიმპიადაზე ბრიტანელი მორბენალების გამარჯვებას ეხება. მისტერ ბინის აქ შემოყვანამ ერთგვარი გამართლება მოუძებნა ამ მელოდიას, რომელიც ისედაც ყველას ახსოვს და ესმის.

ხომ უნდა მოიფიქრო, რომ ყველაფერი ისე დადგა, არც ერთი მხარე რომ არ გააღიზიანო? ერთი მხრივ, სამეფო კარი, რომელსაც თავისი ისტორია და ეტიკეტი აქვს და, მეორე მხრივ, ხალხი, რომლის გარკვეული ნაწილიც თვლის, რომ ბრიტანეთის მონარქია დრომოჭმული გადმონაშთია? სწორედ ჯეიმს ბონდი აღმოჩნდა ის სუპერ რგოლი რომელმაც ეს ორი მხარე ერთმანეთთან ძალიან ორიგინალურად დააკავშირა. ამის მერე კიდევ უფრო დავაფასე დედოფალი ელიზაბეთ II, რომ ყოველივე ამას დათანხმდა.

ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ჩირაღდანი, რომელმაც ორიგინალურობით ყველა წინამორბედი ჩამოიტოვა

მესამე, რასაც გვერდს ვერ ავუვლიდი, არის ბრიტანეთი, როგორც მსოფლიო კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ჩამოთვალეთ თუნდაც 10 ყველაზე ცნობილი სახე და ნახავთ, რომ მინიმუმ 2 მაინც ბრიტანელია. ეს ნიშნავს, რომ ღონისძიებაზე გამოჩენილი ნებისმიერი ცნობილი სახე – მსოფლიო ვარსკვლავია, ნებისმიერი მუსიკა – მსოფლიო ჰიტია, ნებისმიერი ნაწარმოები – ბესტსელერია. ბრიტანული პროდუქცია – ეს მსოფლიო ბრენდია.

პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის ჩირაღდანი, რომელმაც დიდად ვერ გამაოცა

ონდონის ოლიმპიადის ქებადიდებას მის წინამორბედთან შედარებით დავასრულებ. ბევრი თვლის (შესაძლოა, სამართლიანადაც), რომ, პეკინის 2008 წლის ოლიმპიადასთან შედარებით, ეს ღონისძიება ზოგ მომენტებში უფრო გაფანტული იყო, რაც, ერთი შეხედვით, მართალიცაა. გადაავლეთ თვალი წინა ოლიმპიადას და  ნახეთ ერთ ყალიბში “მოჭრილი” ათასობით ადამიანის სინქრონული მოძრაობა.

ეს აკრობატული სიზუსტე მართლაც რომ მომნუსხველია, მაგრამ მას აკლია მთავარი: პერსონიფიცირება. “უსახელო” მონაწილეები ქმნიან შთამბეჭდავ სანახაობას, მაგრამ მაინც მასის წევრებად რჩებიან. ამიტომაც არიან უსახელონი. მიუხედავად ამისა, პეკინის ოლიმპიადაც დიდი საოცრება იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ათენის 2004 წლის ოლიმპიადის ჩირაღდანი სიგარას ჰგავდა, ჩაქრობის ძალიან ორიგინალური ხერხი მოუფრიქრეს.

საოცრებებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ ათენის 2004 წლის ოლიმპიადაც, რომელმაც რეალურად შექმნა XXI საუკუნის მასობრივი, მრავალგანზომილებიანი შოუ. მიუხედავად იმისა, რომ, საბერძნეთი თანამედროვე ვარსკვლავების რაოდენობითა და ჰიტებით ბრიანეთს ჩამოუვარდება, მისი ღმერთები მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მითოლოგიაა. ყველაფერ ამის კი ასე გამაოგნებლად ინტერპრეტირება კი დიმიტრის პაპაიოანუს დამსახურებაა.

კიდევ ერთ ოლიმპიადაზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას და მოვრჩები. 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადის გახსნამ იმედები გამიცრუა. შეიძლება, თავის დროზე არ მინახავს და ამიტომ, მაგრამ მაინც:  ჩვენი წელთაღრიცხვის 2000 წელია და ათასნაირი ტექნიკური საშუალება არსებობს, რომ ამდენი აქეთ-იქით მორბენალი კოსტიუმირებული ადამიანი როგორმე აადღლიზო ერთ სიბრტყეს და მათი მოძღაობა უფრო მრავალფეროვანი გახადო. ამიტომ მგონია, რომ სიდნეის ოლიმპიადის ცერემონია მაინც XX საუკუნის კანონებში ჩარჩა… თუმცა რასაც ნამდვილად არ მოველოდი, ჩირაღდნის ანთების სცენა იყო, რაც მთელ ღონისძიებად ღირდა:

პოსტს ისევ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის კადრით დავასრულებ. ვისაც არ გინახავთ, დატკბით. მე კი მომავალ რამე კარგ პოსტამდე გემშვიდობებით :green:

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

One thought on “ოლიმპიადა, როგორც ასეთი

  1. Pingback: გუდ ბაი, 2012!Zurriuss.Ge | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »