ოლივია ჰასი

ცოტა ხნის წინ მე და მამაჩემი ამ ქალზე ვსაუბრობდით. მითხრა, მაგარი შეცვლილია და “დამახინჯებულიაო”. ყბა წაწვეტებული აქვს და ტუჩები გაცვეთილიო. გეცნობათ?

არა, ხომ? მინიშნება: მისი წარსული მის უკან კიდია.

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/09/Nino_Rota_-_What_Is_A_Youth.mp3|titles=Nino_Rota_-_What_Is_A_Youth]

ოლივია ჰასი – ყველაზე “ნამდვილი” ჯულიეტა. 15 წლის ასაკში მან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლი საუკეთესოდ განასახიერა და ამით ძეფირელის რომეო და ჯულიეტა” კინოშედევრად აქცია. მისი კარიერის მწვერვალიც ეს იყო, რომლის შემდეგაც ის და  კლასიკოსი რეჟისორი განუყრელ მეგობრებად დარჩნენ.

ოლივია და ფრანკო ძეფირელი – “რომეო და ჟულიეტა”-ს გადაღებებზე
ეს სუათი იმიტომ დავდე, რომ მეჩვენებინა, რომეოც (ლეონარდ უაითინგი) ძალიან შეცვლილია

ამ ყველაფერს ჰქვია “ახალგაზრდობა”, რომელიც ნელ-ნელა ისე გაშემოდგოვდება, როგორც ახლა – ჩემს ფანჯარაში მოსჩანს. მიყვარდა ეს გოგონა. როცა ფილმი პირველად ვნახე, გადავწყვიტე, რომ ჩემს შეყვარებულსაც ხორბლისფერი თმა და მიახლოებით ასეთი გარეგნობა უნდა ჰქონდეს :) კარგია ბავშვობა. მით უმეტეს, როცა ამ ფილმთან ერთად, მისი მუსიკაც გიყვარს. ნინო როტამ დაამტკიცა, რომ კლასიკა მე-20 საუკუნეშიც იწერება.

მინდა, რამე ორიგინალური დავწერო, მაგრამ ვუყურებ და ვშტერდები

ოლივიას ნამდვილი გვარი კი ოსუნაა. მამამისი ანდრეს ოსუნა, არგენტინელი ტანგოს მომღერალი, ქალიშვილის დაბადებიდან (1951 წ. 17 აპრილი, ბუენოს აირესი) მხოლოდ 2 წელს დარჩა მეუღლესთან. შემდეგ კი ოჯახი დაინგრა. დედამისმა ალმა ჰასიმ ოლივია კათოლიკედ აღზარდა. 7 წლის იყო, როდესაც დედასა და უმცროს ძმასთან ერთად ინგლისში გაემგზავრა. შემდეგი 5 წლის განმავლობაში ოლივია დრამის სკოლაში სწავლობდა და პირველი როლიც იქ შეასრულა. ძეფირელიმ მისი “ჯენი” მოიწონა. შემდეგ კი მოხდა სასწაული: 500 “ჯულიეტადან” მხოლოდ 15 წლის ოლივია გახდა ნამდვილი ჯულიეტა.

1968 წელს, როდესაც ჯულიეტას სილამაზეზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, იგი მხოლოდ 16-ის იყო და ხელში ოქროს გლობუსი ეჭირა. ამას მოჰყვა ათეულობით ფილმი, მათ შორის, კვლავ ძეფირელის მიერ გადაღებული “იესო ნაზარეველი“, რომელშიც ოლივიამ ღვთისმშობლის როლი შეასრულა.

ოლივიას პირადი ცხოვრება არც თუ სახარბიელოა. 14 წლის იყო, მოწევა რომ დაიწყო. სანამ საკუთარი თვალით იუთუბზე არ ვნახე, ვერ ვიჯერებდი, რომ “უბიწო ჯულიეტა” ეწეოდა. (მართლა რა არის ადამიანი…) გაშორდა მსახიობ დინ მარტინს, რომლისგანაც ალექსანდრ მარტინი შეეძინა. შემდეგ იყო აკირა ფუზე – იაპონელი მომღერალი, რომლისგანაც მაქსი ჰყავს (1983).

ამასობაში ოლივიას კიდევ ერთ ფილმში იღებენ, სახელწოდებით “იუველირის მაღაზია“. სიუჟეტი პაპ იოანე პავლე II-ის მოთხრობაზეა დაფუძნებული. მან იგი ჯერ კიდევ მაშინ დაწერა, როცა კარლ ვოიტილას სახელიტ იცნობდნენ. ფილმის შემდეგ ოლივია რომის პაპმა თავისთან მიიწვია.

1989 წელს ოლივია მესამედ გათხოვდა და ცოლად მომღერალ დევიდ გლენ იზლის გაჰყვა. მათი შვილი ინდია დედის კარიერას მისდევს.

მშვენიერი გოგონა ჰყავს. თვალის ფერი დედამისისა აქვს და რავიცი, ხომ არ ჩავესიძო?

2003 წელს ოლივიამ ოცნება აისრულა და დედა ტერეზას როლი ითამაშა ფილმში “დედა ტერეზა კალკუტადან”. მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა დედა ტერეზას მოწყალების მისიონერთა მხრიდან.

ვერსად მივაგენი ამ ფილმს

სულ ეს არის, რასაც თავი მოვუყარე. მინდოდა, უფრო ჰუმანური პოსტი გამომსვლოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, სეგოდნია ნე ტოტ ძენ. წლები გადის, სილამაზე ჭკნება, გრძნობებიც ჭკნება ხოლმე. უკვდავი მხოლოდ მოგონებაა (თუ სკლეროზი არ ჩაერია). ყველაზე ნამდვილი და უტყუარი საბუთი იმისა, რომ ოდესღაც მართლა ვარსკვლავი იყავი, მართლა არაამქვეყნიური გარეგნობა გქონდა და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი მართლა არსებობდა.

ოლივია ჰასი, ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქმნილება, ახლა ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწევა თავის ოჯახსა და შვილებთან ერთად. ზოგს საკუთარი თავის უკვდავსაყოფად განუწყვეტელი შრომა სჭირდება, ზოგიერთები კი მხოლოდ ერთი ქმნილებთაც უკვდავდებიან.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

15 thoughts on “ოლივია ჰასი

  1. niine

    ვაიმე? პირველ სურათზე უკან თვალი რომ მოვკარი ჯულიეტას კი მენიშნა, მაგრამ მაინც ვერ დავიჯერებ, რომ ეს ქალი, ეს ქალი, ჯულიეტაა. არადა ახალგაზრდობაში რა ლამაზია. კაცს კი არა, მე ქალს მაშტერებს. ვაიმე ახლა ვიტირებ. ნინო როტა კი აი, ძალიან, ძალიან მაგარი კომპოზიტორია და გულუბრყვილოდ მიხარია, რომ ჩემი სეხნიაა :roll:

  2. მარი

    ძაანაც მშვენივრად გამოიყურება თავისი ასაკის კვალობაზე. 59 წელი არც ისე ცოტაა. :roll:

  3. სიყვარულოვნა

    ვერც ვიფიქრებდი რომ პოსტის დასაწყისში დადებული სურათი ის ჯულიეტაა რომელსაც ასსე ვეტრფოდი და რომელსაც ქალის იდეალად წარმოვიდგენდი.
    მითუმეტეს ვერ წარმოვიდგენდი რომ მისი ცხოვრება ჯულიეტას როლის დროს უკვე არეული იყო.
    შვილი რა ლამაზი ჰყავს <3<3
    ნეტა სეც ასე ძალიან უნდა შეიცვალოს?
    შეიძლება ასაკის მიუხედავად მშვენივრად გამოიყურება მაგრამ ეს ის აღარ არის ვინც "ჯულიეტას" დროს იყო, არც კვალი ამჩნევია რამის…
    აი, რატომ ეშინიათ სიბერის ქალებს, და კაცებსაც.

    1. მარი

      სიბერის მხოლოდ იმიტომ თუ გეშინია, რომ ფოტოზე მახინჯი გამოჩნდები, მაშინ გილოცავ.

  4. ანდან

    ყოველთვის ესე იქნება, ყველა მოხუცდება. მაგრამ სილამაზე დაჩება ფირებზე, ფოტოებზე, მეხსიერებაში…

  5. ქევანა

    ყბა წაწვეტებული ახალგაზრდობაშიც ჰქონდა, უბრალოდ არ ემჩნეოდა :)

    მე დაბერებულიც მომწონს :)

    ასაკია ნუ ეხლა რას იზამ :)

    მერლინ მონრო რომ ახალგაზრდა არ მომკვდარიყო, ისიც დაბერდებოდა და ნახავდით მერე პოსტებს: ტეტა ტეტა ეს რა ქალი დაბერდაო :green:
    თქვენ უნდა ნახოთ ბრიჯიტ ბარდო რას ჰგავს :green: აი ის რას ჰგავს თუ ჰგავს …

    პ.ს. მაგ მუსიკაზე ვაფრენ… ძეფირელის ვერსია კლასიკაა ჩემთვის და ძალიან გამიკვირდა, ზოგ-ზოგიერთებს დიკაპრიოს მონაწილეობით რომ არის ის ვერსია მოსწონთ :( არადა მანდ ლეო არ უხდება როლს, იმჰო :green:

  6. Sophie SUNNY Golden

    ქევანასი არ იყოს, ნიკაპი ახალგაზრდობაშიც წვეტიანი ჰქონდა, უბრალოდ თვალები აქვს ისეთი, სხვა ვერაფერს მიაქცევ ყურადღებას. სახეც ისეთი სათნო – ზუსტად იმ როლების შესაფერისი, რაც აქვს ნათამაშევი.

    “რომეოც” როგორ დაბერებულა, არადა რა ლამაზია იმ ფილმში. უცნაური დამთხვევაა და დღეს ზუსტად ამ ფილმის მუსიკას ვღიღინებდი :)

  7. თამრი

    მართლაც რომ ძალიან ლამაზი იყო…. უშნო არც ახლა არის, მაგრამ იმასთან შედარებით რაც ადრე იყო, ეს არაფერია….

  8. ნინო

    აუ ეხლა გავდივარ ამ თემას :D:D:D:D აუ რა მაგარი ქალი იყო ულამაზესიიი ასეთები რავი რა ათასში ერთხელ იბადებიან . და ეხლა რას დამსგავსებიაააა :| :| :| :| კაი თემაა მოვიხიბლე . მაგარია ჩემი სეხნია რომააა ამ უმაგრესი ფილმის ნაწილი ასე რომ ვთვათ. :lol: :lol: :lol:

  9. გია

    უმაგრეს-უკარგესი ფილმია თავის მუსიკიან მსახიობებიანად. მადლობა მეგობარო ინფოსთვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »