ოცნების ქალაქში სიყვარულს ვერსად დაემალები

მერე რა, რომ ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა? ცხოვრება ხომ სწორედ ამიტომაც არის მიმზიდველი. ყველაფერი ჩვენი ნება-სურვილის მიხედვით, რომ ხდებოდეს, ცხოვრება, ალბათ, ყველაზე მოსაწყენი რამ იქნებოდა სამყაროში. სიყვარული კი ერთ-ერთია, რაც ამ ყველაფერს ინდივიდუალურ არომატს სძენს.

თუ წარმოვიდგენთ, რომ ცხოვრება კოქტეილია, სიყვარული, რა თქმა უნდა, მარტინია – ყველაზე მთავარი, მათრობელა ინგრედიენტი. სწორედ ესაა ოცნების ქალაქის მთავარი იდეა: სიყვარული, ისე, როგორც ყველას გვიგრძვნია, განგვიცდია ან გამოგვიცდია. სიყვარული წარმატებებითა და წარუმატებლობებით, სიყვარული ვნებიანი ღიმილითა და სევდიანი ცრემლით. ეს ხომ ის გრძნობაა, რომლისთვისაც მთელი სამყარო ისეთივე პატარაა, როგორც, ვთქვათ, ფილმის მთავარი გმირი-ქალაქი თბილისი. იმიტომ, რომ ყველანი ადამიანები ვართ და გულში ყველას გვყვარებია… ერთხელ მაინც.

ყველაფერი მარტივია: სიმპათიური, მაგრამ მორიდებული ბიჭი – სანდრო – ღამის კლუბში ოფიციანტად მუშაობს. იგი იმდენად მორიდებულია, რომ თითონაც არ ენდობა საკუთარ შესაძლებლობებს. ბუნებით რომანტიკოსია და ოცნებობს ნამდვილ სიყვარულზე. სასიამოვნო გარეგნობის მქონე ნინი წლების განმავლობაში სწავლობდა უცხოეთში. იგი მამიკოს – ირაკლის ერთადერთი ქალიშვილია. საბედნიეროდ, საკუთარი დაქალებისგან განსხვავებით, ქარაფშუტა არ არის და სურს, დამოუკიდებლად, თავისით აიწყოს კარიერა. ამ დროს კი – სიყვარული… ხომ გეუბნებით, ყველაფერი მარტივია-მეთქი? :)

მე არ მოველი განსაკუთრებულს. მე უბრალოდ მომწონს ის, რასაც ვხედავ. მსიამოვნებს, რაც მესმის.  არ მოველი რომელიმე საერთაშორისო ჯილდოს ნომინანტ ღრმაშინაარსიან ან  მაღალბიუჯეტიან ტრილერს. ყველა ფილმს შესაბამისი განწყობა შეფერის, ამ შემთხვევაში ჩემთვის პრიორიტეტი სასიამოვნოდ დასვენებაა და ვფიქრობ, “ოცნების ქალაქი” ერთგვარი გონებრივი ჯაკუზი იქნება პირადად ჩემთვის ;)

რაც ძალიან მომეწონა, არის ფილმის სოციალური რეკლამა. გაცილებით იაფი, გაცილებით სანდო და გაცილებით ინფორმაციული: თუკი ოფიციალურ საიტზე შეხვალთ, ნახავთ, რომ ყველა პირობაა შექმნილი “ოცნების ქალაქის” გასაცნობად. ტრეილერები, ფლეშ-სურათები, ფილმის მიმოხილვა, მსახიობები, პოსტერებიც კი ხელმისაწვდომია. ერთადერთი, რაც ვიზიტორებს დარჩენიათ, თავად ფილმის ნახვაა, რომელიც 14 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

მსახიობები

შესაბამის სიტუაციას შესაბამისი ასაკის (და გარეგნობის!) მსახიობები თამაშობენ. მათ რიგებში, უკვე ტრადიციულად, დღევანდელი ცნობილი სახეებიც მოხვდნენ: დუტა სხირტლაძე – მსახიობი და ფართო მასებისთვის – შოუმენი, ნინის  ფულიანი მამის როლს თამაშობს, რომლისთვისაც მთავარია ღამის კლუბი და თავისი შვილი.

გვანცა დარასელია ნინის ერთ-ერთ მომხიბვლელ და უდარდელ დაქალს განასახიერებს,

შორენა ბეგაშვილი პროფესიონალი და მაღალანაზღაურებადი “სიძვის დიაცია”. როგორც იქნა, ნელ-ნელა აღარ “გვრცხვენია” აღიარება, რომ ფილმში ცოტ-ცოტა ეროტიკული სცენები ყველას მოგვწონს :green:

აი ყველაზე ძალიან მაია ასათიანმა გამაოცა, რადგან საკუთარ თავს თამაშობს! ბუნებრივია, სასიყვარულო ურთიერთობებზე აგებულ ფილმში მას, “დედა პროფილის” გარდა, სხვა როლი მოეხდინა.

ფილმში აგრეთვე მონაწილეობს ეკა კახიანი, რომელიც ნინის დედის როლს ასრულებს. ლონდონში მცხოვრები საქმიანი ქალბატონი ერთადერთი ქალიშვილისთვის არაფერს დაიშურებს.

სხვა მსახიობებიდან ნანკა კალატოზიშვილმა მომენტალურად დამამახსოვრა თავი. ალბათ იმიტომ, რომ ერთ-ერთი უნიჭიერესი მსახიობია და მის სპექტაკლებს მაყურებლები არა მხოლოდ მისი გარეგნობის გამო ესწრებიან.

აი, გაჩვენებთ ტრეილერს და დამიჯერებთ ;)

მუსიკა…

ვინც მიცნობს, იცის, რომ ჩემთვის ყვლაფერი მუსიკასთან ასოცირდება. აქვე უნდა ვაღიარო, რომ “მგზავრები” ამ ფილმისთვის ზედგამოჭრილი გადაწყვეტილებაა. მათი მუსიკა – ეს არის ქართული რეალობა, გემოვნებიანი სინთეზი ტრადიციული და უცხოური რიტმებისა, მელოდიისა. მსუბუქი, თითქოს ყველასთვის კარგად ნაცნობი მუსიკალური სული, რომლის პატარ-პატარა ნაწილებიც მთელი ქალაქის, მთელი ქვეყნის მასშტაბით არის მიმოფანტული და მერე ხელახლა, გემოვნებიანად შეგროვებული. მაღალფარდოვანი შედარებები იქით იყოს და მართლა მაგარი საუნდტრეკები გამოვიდა!

მოკლედ, ასეა. ხოლო თუ რა იქნება გრძლად, ამას 14 აპრილს ვნახავთ.

…და გახსოვდეთ, ოცნების ქალაქში სიყვარულს ვერსად დაემალებით :d

Targmne.com
Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

17 thoughts on “ოცნების ქალაქში სიყვარულს ვერსად დაემალები

  1. gabo

    კარგი პოსტია თითქმის გადავწყვიტე ამ ფილის ნახვა ვნახოთ შესაბამისი განწყობა თუ მექნა აუცილებლად ვნახავ

  2. Clown^^

    რაღაცც ამ ქართილ ტრადიციულად უაზრო ფილმებზე გული მაქვს აცრუებული..

    და ნეტა კარგი იქნება? :შ

    ხოდა შორენა ბეგაშვილი ტრადიციატ გვექცა ფილმებში :D

    1. zurriuss Post author

      რაღა მაგის პასუხია და შენი გაცნობაკი მინდა. მაინტერესებს, მართლა ისეთი ჭკვიანი ხარ, როგორც პოსტებიდან ჩანს? :lol:

  3. Giggles ^__^

    Didi Siamovnebit Waval :oops: 8) Wesit Imattan Shedarebit Ra Pilmebic Gamoushves Qartvelebma Saintereso Unda Iyos Tan Siyvarulzea…Siyvarulze Ki Xandaxan Uazro Pilms Igeben :idea: Vnaxot… Vnaxot.. Imedi Maq Kai Iqneba ;)

  4. Sophie 'Sunny' Golden

    ზურა, თუ გადაგიხადეს, კარგი, მაგრამ თუ უფასოდ დაწერე ეს პოსტი, შეგიძულებ!

    არ გაიშვა ეროვნული ეროტიკა შორენასთან ერთად და ტუჩებდაბერილი უტვინო გოგოები კიდევ. არ დაიწყო ნანკას ნიჭიერების მტკიცება, გთხოვ. ფუ, როდის უნდა დასრულდეს ასეთი უაზრო ფილმების გადაღება, მდიდარი მამიკოს გოგო და მისი უდარდელი დაქალები, ბოზები და უტვინო ბიჭები.
    მე ასეთ ხალხს არ ვიცნობ, მადლობა ღმერთს! რატომ რეალობაზე არავინ გადაიღებს, ისეთ ახალგაზრდებზე, მდიდარი ბიძა-მამები რომ არ ჰყავთ და ავტობუსით დადიან?

    1. სიყვარულოვნა

      ”მე ასეთ ხალხს არ ვიცნობ, მადლობა ღმერთს! რატომ რეალობაზე არავინ გადაიღებს, ისეთ ახალგაზრდებზე, მდიდარი ბიძა-მამები რომ არ ჰყავთ და ავტობუსით დადიან?”

      რეალობა ეს არ არის მდიდარი მამიკოები და უტვინო ბიჭები როგორც შენ ახსენე?
      შენ უყურებდი ისეთ ფილმს რომელიც რეალობასთან მჭიდრო კავშირშია და ის პრობლემებია რომლებიც ყოველდღე გხვდება? მე არა. იმიტომ, რომ ყველგან ერთი და იგივე ნერვების ამშლელია.და საზოგადოების 90% ესეთი ქარაფშუტა,თუჩებდაბერილი,უტვინო, მამიკოს გოგოების ცხოვრება უფრო აინტერესებთ ვიდრე ის თუ როგორ მგზავრობს ერთი ჩვეულებრივი ბიჭი და თუნდაც ის რომ მგზავრობის ფულს არ იხდის და აჯარიმებენ. ამაში განსაკუთრებული და ის რამაც შეილება დაგაინტერესოს არაფერია.

  5. Andy

    ზურიუს მართლა თუ გადაგიხადეს ჯანდაბას თვალის ქუთუთოებს ვხუჭავ :green:
    თორემ ამხელა პოსტს არ იმსახურებს ჯერ არ გამოსული ფილმი. :green:

  6. ანინა

    ნუ, მგზავრებით არ ვარ დიდად აღფრთოვანებული, მაგრამ რაც ვნახე ტრეილერში,მომეწონა. ალბათ, ღირს ფილმი ნახვად. აი, იუმორი როგორი იქნება, ეგაა საკითხავი. მანდ ერხევა ყველა ქართულ ფილმს, რაც ამ ბოლო დროს გადაიღეს : )

    1. zurriuss Post author

      “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2″–ს არაუშავდა მაგ საკითხში. მართალია, იუმორზე მეტად აქცენტი ეროტიკაზე (უფრო სწორედ, მისი გამოყენებით გამოწვეულ აღტაცებაზე) იყო გაკეთებული, მაგრამ საკმარისად ვიცინე იმაზეც ;)

  7. სიყვარულოვნა

    ძალიან მინდა ამ ფილმის ყურება. რაც ამ ბოლო დროს გადაუღიათ ყველაზე ნორმალური ჩანს მგონი. თანაც ოფიციალური საიტი რომელიც შენ ახსენე საკმაოდ დიდი ხანია არსებობს და ხშირი სტუმარი ვიყავი იმის გასაგებად თუ როდის გამოჩნდებოდა ეკრანებზე ეს ფილმი =)))

  8. შორე

    დიდო ზურიუს!

    სურვილი არ მქონდა ამ ფილმის ნახვის და ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მართალი ვყოფილვარ.: )

    რა კარგად და საინტერესოდ მოგიფიქრებია შენი აზრის გამოთქმა ფილმთან დაკავშირებით:))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.