“ოცნების ქალაქი” – საოცნებო სარეკლამო რგოლი

დავიწყოთ ასე:

აბა, რა უნდა ექნათ?…

ფილმის ბიუჯეტის ნახევარი იმ ფირმების დამსახურებაა, რომელთაც თავიანთი რეკლამა განათავსეს, ხოლო ფილმის დამსახურებაა, რომ რეკლამას ქრონომეტრაჟის ნახევარი დაახარჯა. დაგვრჩა 45 წუთი და მეც მასზე ვისაუბრებ. ვეცდები, მოკლედ…

როცა დიდი ისარი 12-ისკენ მიილტვოდა, პატარა კი – 9-ისკენ, “ამირანში” 20 წუთის მისული ვიყავი. კოჭლნარევი სიარული, რაც გრეგორი ჰაუსის უთუო ზეგავლენაა, ეხმარება ჩემს ფეშენ ხალხის გარემოცვაში მყოფ არარაობას, კომპლექსში არ გადაიზარდოს. თუმცა, რა დროს კომპლექსია, აქ ხომ მოწვეული ბლოგერი ვარ! ;)

ივენთი იყო მაგარი, ნორმალური და მაგარი. ფეიერვერკები, უზარმაზარი “გიიიიიიიიიიიიიიიიიიიილოცავთ” და რაიმე მსგავსი სიშპაგატე არ ყოფილა. მხოლოდ ღვინოები, ნატურალური სასმელები, წითელი ხალიჩა და ბეეეეეევრი ხალხი.

იქ ყველანი იყვნენ: მსახიობები (მახინჯები, ლამაზები, გემოვნებიანები, უგემოვნოები და მათი კომბინაციები – მახინჯ–გემოვნებიანები, ლამაზ–უგემოვნოები), მომღერლები, ჟურნალისტები, ტუსოვშიკები, გეები, ძაააააააააან ეგეთი ხალხი რომაა და არავინ რომ იცის ვინ არის – ეგეთებიც… ანუ ნამდვილი ივენთი იყო.

წავიდა ჩემი ნაცოდვილარი ფოტოებიიიი  :green:

მაია ასათიანი – შევთანხმდეთ, რომ ეგეთია

ნატო მეტონიძე – ჩემი აზრით, ერთ–ერთი ყველაზე ნიჭიერი, თავმდაბალი და პროფესიონალი მომღერალი. ერთი გამიტყდა, რომ ეწევა (მომღერლებს ამას ვერ ვპატიობ)

მეორე სართულზე მაღალი საზოგადოებისათვის განთავსებულ ადგილებს ამორძალები იცავენ

ირინა ონაშვილი (მარჯვნივ) და მისი მეუღლე ლადო ვარძელაშვილი (მარცხნივ)

ნიკა მემანიშვილი განა მარტო იმიტომაა მაგარი, რომ პირველად მე შემხვდა და გადამკოცნა, არამედ იმიტომ, რომ უნიჭიერესი და უკეთილშობილესი ვინმეა

...ამასობაში ისიც მოვიდა: ყველაზე სკანდალური, მრავალ მილიონერს "აყოლილი", სექსუალური ფანტაზიების წყარო – შორენა ბეგაშვილი. ვისთან ერთად მოვიდა არ გაინტერესებთ? ევასთან, საკუთარ შვილთან ხელიხელგაყრილი ;)

დუტა ახალგაზრდულად მომეჩვენა. აი, რამდენს ნიშნავს წვერის გაპარსვა.

დანარჩენ სურათებს სვითის აპარატით ვიღებდი. გავიდა ერთი საათი და შევედით…

ხარისხი

ძალიან კარგი იყო. ფერები და ტონები ძალიან მომეწონა. მიუხედავად ახალი წლის სიჭრელისა, კადრები გოიმობასა და ზიზილ–პიპილობაში არ გადადიოდა. შიგადაშიგ ნანკა კალატოზიშვილის გმირის წითელი ფეხსაცმელები მშვენიერ კონტრასტულ კადრებს ქმნიდა.

მსახიობები

მეტ–ნაკლებად ყველა მომეწონა. შორენა ბეგაშვილმა, რაც შეეძლო, ითამაშა. ყველამ ვიცით, ეგ რა მიზნითაც გადაიღეს, მაგრამ პირადად მე ძალიან  მომეწონა. ნორმალურზე უკეთესი იყო, რადგან ძალიან ლამაზია :) ნანკა და აჩო – კარგები არიან. ნუ ნანკა ხომ არის და არის. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე რაც თეატრში მინახავს, იქ ძალიან მაგრად თამაშობს. აქ მას არ ჰქოდა ისეთი შინაარსიანი როლი, რომ სრულად გამოევლინა თავისი შესაძლებლობები. გოგა ბარბაქაძის ნიჭი უფროდაუფრო მაოცებს: ახლა სერიოზული და ზოგჯერ აგრესიული ადამიანის როლი მშვენივრად ითამაშა! დანარჩენებიც არიან, რააა :)

ახლა რეკლამა, არა…

რეკლამა

ამდენი სარეკლამო რგოლი ერთად მე არ მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ ეცადნენ, რაც შეიძლება, არაგამაღიზიანებლად გამოჩენილიყო, ცოტათი მაინც ამომივიდა ყელში. მაგრამ რა ექნათ, ყველა ხომ უნდა მოხვედრილიყო შიგ? როცა GEOWOOD გვექნება (თუკი ტყეც კიდევ შემოგვრჩა), უკეთესებს გადავიღებთ “სარეკლამო სვეტების” გარეშე.

რაც ყველაზე ძალიან მაღიზიანებდა, იყო აუდიტორია, რომლის გარკეული ნაწილი ძალით (იმედი მაქვს) იცინოდა და ხარხარებდა. ვინაიდან ბლოგერები პირველ რიგში ვისხედით და თავაწეული მივჩერებოდით ეკრანს, ყველა მხრიდან წამოსული გადამეტებული ტაშისა და ხორხოცის ნაკადი ჩვენი მიმართულებით ასკდებოდა, რაც ზოგჯერ შეუძლებელს ხდიდა, ფილმში სიტყვები გამეგო.

თუ გეცინება, გაიცინე, მაგრამ პირს იმხელაზეც ნუ გააღებ, რომ შენი კუჭ-ნაწლავიდან წამოსული ყროყინის ვარიაციები სხვას ყურებში ძალით შეტენო!

…ეს არის და ეს. ვისიამოვნე, ვერც ვისიამოვნე. მომეწონა, ვერც მომეწონა. მაგრამ, როგორც ნათქვამია, მოსაწვევს ივენთი არ ესინჯებაო, მეც აქ გავჩერდები და დიდ მადლობას გადაგიხდით, ვინც ამ ხაზამდე გმირულად ჩამოაღწიეთ ;)

დანარჩენი პოსტები იხილეთ აქ:

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

14 thoughts on ““ოცნების ქალაქი” – საოცნებო სარეკლამო რგოლი

  1. Agasfer

    როდის მოასწარი ამდენი სურათის გადაღება..
    ერთი ნანკას გადავუღე და ისიც ისეთი, ბლოგზე რომ დავდო, მიჩივლებს ალბათ

  2. ლილიანი

    ვაიმე ნიკაას რაამდენი ვდიე და ფოტო მაინც ვერ გადავუღე : )) ისე მიიმალა სადღაც რომ ბოლო მომენტამდე ვერ ვიხილე :D
    ჰოდა ისა რეკლამას რას უჩივი საშუალოზე ადექვატურად იყო ჩასმული ყველაფერი :D

    1. zurriuss Post author

      ლილიან, შათ აფ :d
      ნანკას ისეთი თეთრი სახე აქვს, რომ განათებით გადაღებისას, მარტო თმები უჩანდა. ტაკ ჩტო, თუ რამე, სვითის ექნება 1–2 ნორმალური ფოტო.
      ბტვ, ერთ სურათში ორივეს ერთად გადავუღე :p

    1. zurriuss Post author

      ახ, შენ ერთი წერა ისწავლო და ჯანდაბას იმათი სიცილი.

  3. DreaMar

    ამ პოსტთან დიდად არაა კავშირში, მაგრამ მაინც მინდა აღვნიშნო ჩემი გაოცება:ირინა ონაშვილი ლადო ვარძელაშვილის მეუღლეა? :O არ ვიცოდი :P
    კიდევ ნანკას რაც შეეხება: მისი სპექტაკლები არ მინახავს, მაგრამ ეკრანზე რაც მინახავს, ძალიან ყალბი ჩანს :| “ოცნების ქალაქში”, თვალი რასაც შევავლე, ჩემდა გასაკვირად, კარგად თამაშობს :)

    1. ლილიანი

      ალილუია ესეიგი მარტო არ ვარ იმ მოსაზრებაში რომ ყალბია

      პფფ

      თამაშით ფილმშიც დიდად გასაოგნებლად ვერ თამაშობს (როგორც აღვნიშნე ჩვენი მსახიობები თეატრში კარგები არიან კამერასთან ვერა)

      1. zurriuss Post author

        კინო ჩვენ ჯერჯერობით არა გვაქვს და ნახვრეტის წინ ივარჯიშონ? :d

  4. დატო

    “მეორე სართულზე მაღალი საზოგადოებისათვის განთავსებულ ადგილებს ამორძალები იცავენ” და შენ რა იცი რო ამორძალები იყვნენ :D:D

    1. zurriuss Post author

      ჰაა, სად გამომიჭირე! :green:
      მართალი ხარ, მარჯვენა ძუძუ ყველას ადგილზე ჰქონდა :lol: :lol:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »