ხელოვნური ნაძვის ხეებიც ბერდებიან თურმე

ორიოდ ორიგინალური სათამაშო და, რა თქმა უნდა, ჩიჩილაკი. მაგრად მომწონს ეს ბუძგი ;)

როგორც იქნა, დავძლიე სიზარმაცე და ისევ მოვუჯექი კომპს….
ჩემ გარშემო ქუთაისია თავისი “ჩაკუნცხული” ბიჭებით, შავი ფერებით, გამტყლარწული ამინდებით, ორმოებიანი და წვიმის წყლით სავსე ქუჩებით, მუდამ სხვის ამბის მკითხველი ხალხით,… ამაზე მერე. ახლა დადებითზე ვისაუბრებ :)
ჩამოვედი თუ არა, რა თქმა უნდა, გემრიელად გამოვიძინე. ისე, რომ სულ მეძინება. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესიებსაც დავესწარი და მაგრად დავიღალე. ბოლო 2 დღეა, რაც ნამდვილად ვისვენებ. შორს დარჩა ჩემი თბილისური სივიწროვე, ყოველდღიური ნერვიულობა, უძილო და ჩახუთული ღამეები, პატარა ბიძაშვილების ტირილი და წუწუნი…
სამაგიეროდ, აქ მშობლების გაასკეცებული მზრუნველობის ქვეშ ვარ. ზედმეტი რომ არაფერი ვარგა ხომ ისედაც ვიცოდი, მაგრამ რომ გამოცდი ადამიანი, მერე უკეთ გაიგებ. ჰოდა წარამარა მესმის: “ადიალა დაიფარე, რომ დაწვები!”, “კურტკა მოიცვი, რომ გახვალ!”, “ჩუსტები ჩაიცვი დროზე!”….
რას ვიზამთ: მეტი წასასვლელი მე არ მაქვს და თავის მოკვლასაც არ ვაპირებ ჯერჯერობით. ანუ ეგ ყოფილა ჩემი ბედიიი :P

ამასობაში ახალი წელიც ახლოვდება. ჰოდა გუშინ, ჩემო ბატონო, კიდევ ერთხელ შევამოწმე “საქართველოს ბანკის” ბარათი იმ იმედით, რომ ანგარიშზე ჩემი კუთვნილი გადმორიცხული თანხა ამოყოფდა თავს, მარა ნურასუკაცრავად… ჰოდა მომიწია ძველი და კარგად ნაცადი ნაძვის ხის დადგმა, რომელსაც წიწვები, აგერ უკვე 10 წელია, ნელ-ნელა სცვივა.
ეჰ, რამოდენა მეჩვენებოდა თავის დროზე, როცა ვიყიდეთ… მგონი, მე6 თუ მე7 კლასში ვიყავი. 50 ლარი მივეცით-მახსოვს :P წელს რაღაც სხვა თვალით შევხედე მას და რამდენიმე ნაკლიც აღმოვუჩინე. რას ვიზამთ, ხელოვნური ნაძვის ხეებიც ბერდებიან თურმე. მოკლედ, გადავწყვიტე, ხელოვნურის ხელოვნურად გამოცოცხლება და კიდევ ერთი, 200-იანი ნათურები ვუყიდე. აი ის, ძალიან წვრილები რომაა. არ მიყვარს, როცა დიდი ნათურები აგია: მძიმე მეჩვენება. მირჩევნია, ისეთი ეგოს, რომ სინათლის წყარო არ ჩანდეს. როცა მე და ირაკლი ნათურებს ვამაგრებდით, სულ ნიუ იორკის ნაძვის ხე მახსენდებოდა როკფელერ ცენტრში… არანაირი სათამაშო, მხოლოდ უამრავი ნათურა…
ჩვენ ბოდიში: სათამაშოებიც გვაქვს და გირლიანდებიც. ნათურების საერთო რიცხვი 800-ია. ჰოდა ვნახოთ, რომელი ნაძვის ხე უფრო იციმციმებს ამ ახალ წელს :P ეჰ, ვის ვედრები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ცამოთხრილ კონუსს მაინც სჯობს! ბოლოს და ბოლოს, იმიტომ, რომ 2 საათის განმავლობაში გულით და სულით გავაწყვეთ. აი, ის, რაც ყველაზე მთავარია ;)

ახალ წელს გილოცავ, შე ბებერო, შენაააააა! :D :D

არ დაიჯერებთ, მაგრამ ამ ნაძვის ხეზე 800 ნათურა ბრწყინავს :)

ხედი - წამოწოლილი თავდაყირა ახლოდან

ესეც სიბნელესჰი. ხარისხი მოიკოჭლებს, მარა ისე კი ლამაზია ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

20 thoughts on “ხელოვნური ნაძვის ხეებიც ბერდებიან თურმე

  1. najafsandal

    ჩვენი ბებერი ნაძვის ხე გამახსენდა, რომელიც უმცროსი ძმის დაჟინებული (მო)თხოვნით ორიოდე წლის წინ გამოვცვალეთ…

  2. aku

    უი, ჩემი ნაძვის ხეც ბებრია…
    იცი როგორია??? ვერცხლისფერი წიწვებით რომ იყო გაკეთებული თუ გახსოვთ??? დენიკინი რომ გარბოდა, ალბათ იმ დროინდელია, მაგრამ მიყვარს მე…..

    1. zurriuss

      უიჰ… შენსას, შეკაცო, იუბილე უნდა გადავუხადოთ. აუ, შევკრიბოთ ბებერი ნაძვისხეები და ერთად ვაქეიფოთ “პროფილში” :D :D :D

  3. Lalena

    ვაიმეეეეე რა საყვარელიაააა :)))))

    მეც მქონდა ბებრუხუნა ნაძვის ხე, მაგრამ მოვიმეტე სანაგვისთვის :( ახლა სინსისი მქენჯნის :))))))))))

  4. irinka

    auu sayvareli nadzvis xea zur!
    mec egeti mdzivebi viyide da ici ra vqeni? tvini rom wavige ori kvirit adre, burtebze biserebi unda davawebo tko davawebe bolosdabolos da exla vgijdebi ise momwons! fotoebs davagdeb facebookze da naxavt rom lamazia martla! :P
    axal wels gilocavt shen da shens blogs! :*
    P.S. bevri ar dalioooo:)))))))))

  5. ლილიანი

    kaiaaa super!!
    me ar maqvs nazvis xe tumca mgoni nazvis xe ertadertia rac ar maqvs :D
    mament zalian miyvars axali celi da miuxedavad imisa rom nazvis xe ar maqvs ( ramdenjer davcere rom ar maqvs nazvis xe :P ) mainc karg gancyobaze var :D dges realurad pirvelad vigrzeni rom ui axali celic mosulaa :D

    ase rom gilocavt yvelas da shen gansakutrebit zurriuss :D

  6. mylpi

    ნაძვის ხის აწყობა არ მინდოდა, ძველია თქო და და რაღაც თვალში არ მომდიოდა
    და ახლა წავალ, ავაწყობ და მოვრთავ
    რაღაც შემეცოდა, რა მაგის ბრალია რომ დაძველდა და გაჩხიკინდა

  7. ანა

    ეეე, მეც მივდივარ ქუთაისში ხვალ არადა ზეგ!!! :) მნიაჰ… ჰოდა ველოდები მეც მზრუნველობას “ადიელის” გადაფარების სახით, ზატო გოზინაყების და რაღაც-რაღაცების გაკეთების შეტენის სახითაც… იდექი და ურიე ეხა იმ თაფლს და დაიწვი ხელი!!! ნწუ ნწუ ნწუ… აუ, იცი რომელი ნაძვის ხე მინდა? კევინს რომ აქვს “home alone”-ში ;) ნიუ-იორკში მინდაააა!!! :შ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »