ახალი წელი და ჩემგან 20 მეტრში მომღერალი ოცნება

გილოცავთ 2011-ს და ღმერთმა ისეთი ბედნიერი გამყოფოთ, როგორი მე – ანდრეა ბოჩელით ტკბობისას. აგსრულებოდეთ სურვილების 99%, როგორც მე – ანდრეა ბოჩელის მოსმენისას (საშინლად წვიმდა). ჰოდა ინებეთ ჩემი საახალწლო პოსტი :)

ყველაფერი გაცილებით ადრე, დომინგოს ვიზიტის შემდეგ დაიწყო, როცა გაირკვა, ახალ წელს ვინც იმღერებდა. მაშინ ბედსშეგუებული ჯორივით გადავრეკე სახლში და გავამხილე, რომ 31-ში ჩემი ბათუმში ყოფნა უდრიდა

  • ჟანგბადის ბალონს – წყალქვეშ
  • პარაშუტს – ვარდნისას
  • გათიშულ ელექტროენერგიას – აბაზანაში ფენის ჩავარდნისას
  • სამოთხეს – ჩვენ რომ ვიცით, მაშინ

მშობლების პასუხი იყო: “ყველანი ერთად შევხვდეთ ახალ წელს ანდრეა ბოჩელის კონცერტზე”.

ვოეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!!

ბათუმი, 31.12.2010

ჩემი თადარიგიანობისა და მამაჩემის დაუზარებლობის წყალობით, პიაცაზე 6 საათისთვის მივედით (შემდეგში ნახავთ, რომ არ ვინანეთ). შესასვლელში პოლიციის ორმაგი კორდონიც წარმატებით გადავლახეთ. ირგვლივ 1-2 ჩვენნაირი თადარიგიანი თუ გამოივლიდა, თორემ დიდად თავს არავინ იწუხებდა. მე კი მიხაროდა სულ წინ რომ მოგვიწევდა დგომა და ეგრევე მოაჯირს ჩავაფრინდი. ეს “სულ წინ” კი დირიჟორის პულტიდან 25 მეტრის დაშორებით მაინც მდებარეობდა. ჩვენსა და სცენას შორის დარჩენილ საკმაოდ დიდ ფართობზე პოლიციელები დაძრწოდნენ, მაგრამ ის ადგილი მათთვისაც დიდი ჩანდა. თურმე, ჯერ სადა ხარ…

ამასობაში წვიმაც დაიწყო. თბილი ბათუმური ღამეები 2010 წელს დარჩა.

მამამ გადაწყვიტა, რომ მანქანაში ჯდომა ურჩევნია და ნაძვის ხესთან დაბრუნდა (კარგ დროს მოვასწარით პარკირება. მერე იქ ავტომობილების ტევა აღარ იყო). დავრჩით: ჩვენ, კიდევ 2 საათი და სუსხიანი წვიმა. ხალხიც ნელ-ნელა გვემატებოდა და ახლა ამ მარგალიტივით ადგილის დაკარგვა პარაშუტზე უარის თქმის ტოლფასი იყო. რა უნდა გვექნა? ვუცდიდით და ვუძლებდით. ასე ვიხდიდით სასჯელს იმის გამო, რომ, ვარდების რევოლუციის დროს, პარლამენტის წინ არ ვიყინებოდით.

წვიმამ საცეკვაო და საციგურაო მოედანზე წყლის გუბე დააყენა და ორგანიზატორებს დამატებითი საზრუნავი შეუქმნა (ამ "პოლის ჯოხიანების" შემხედვარე, ასე ჩანს)

სხვასთან შედარებით, ბარიერთან ატუზულებს უპირატესობა გვქონდა: ვხედავდით სცენას და ოპერატორებს. ჩვენს უკან მდგომნი კი – ჩვენს ქოლგებს. სულ მალე ჩვენი უპირატესობაც წვიმამ ისევე ჩარეცხა, როგორც მთელი სცენა და აპარატურის ნაწილი: ბარიერსა და სცენას შორის შუბადუბლიონკიანმა ცნობილმა სახეებმა, გივი სიხარულიძემ (თავისი “ღადაობებით” :|), უცხოელებმა, აკრედიტებულებმა და მრავალმა ასეთმა შემოაბიჯა. ყველაზე ნერვებისმომშლელი კი მათი ქოლები იყო, რომელთაც თითქმის სრულიად დაფარეს სცენაც და მისი დანახვის იმედიც. ხალხში  უმალვე გაისმა “ქოლგები ჩაწიეთ!”, “ქოლგები ჩაწიეთ, თორემ….!” და მრავალი სხვა. წვიმამაც უმატა და დაიწყო…..

დარწმუნებული ვარ, კონცერტი ჩემზე უკეთ ნახეთ, სამაგიეროდ მე ეს ყველაფერი 20 მეტრიდან დავინახე. იმდენი მოვახერხე, რომ ბარიერებს შორის გავძვერი და სცენას მივუახლოვდი.

მომღერალი, რომლის თბილმა და უკიდეგანო ხმამ, სიმპათიურმა გარეგნობამ და შესრულების მანერამ ყველა ჟანრის მსმენელი დაიპყრო, ყველაზე გრანდიოზული კონცერტები გამართა და პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ხმა გახდა, თითქმის ჩემ წინ იდგა. 20 მეტრი რაღა საკითხავია, როცა აცნობიერებ, რომ ადამიანმა ოცნებიდან რეალობაში გადმოინაცვლა.

ახლა პირდაპირ დგას და ვერაფრით “ვშველი”. ან რა უნდა ვქნა.

ყველას მაგივრად მოვუსმინო? ბევრი “ბრავო” ვიყვრიო? ყირაზე გადავიდე? რა უნდა ვქნა ისეთი გამორჩეული, რომ ჩემგან 20 მეტრში მდგარი ასრულებული ოცნება აღვნიშნო?

საუბედუროდ, მე იქ ვიდექი და გული მწყდებოდა, რომ მოედანზე შეკრებილთა უმრავლესობა აზრზეც არ იყო, რას მღეროდა, რა ტექსტს გამოთქვამდა ან რა ნოტებს იღებდა. გული მწყდებოდა, რომ ბევრი მელომანი მომღერალს ისეთივე გზით უყურებდა, როგორც მის სხვა კონცერტებს. თუმცა მიხაროდა, არა, ძალიან მიხაროდა, რომ ყველაფერ ამას, თუნდაც წვიმით გალუმპული, მაგრამ მაინც ყველაზე ბედნიერი ვუცქერდი.

გამოგიტყდეთ, რა გავიფიქრე, როცა ბოჩელი პირველად გამოჩნდა?  ფრაკში როგორ არ სცივა, როცა მე, ვეებერთელა დუტში გახვეულს, წვიმა მაძაგძაგებს? :d მერე გამახსენდა, რომ ასე მხოლოდ საოპერო არიებს ასრულებს. შემდეგ შესრულებებზე პალტოთი გამოვიდა. სხვათა შორის, ყოველთვის გემოვნებიანად აცვია.

მეტი რა ვთქვა, არ ვიცი. მოზღვავებული შიშს ჰგავს და ადამიანს ერთნაირად ბოჭავს. აზრის გამოთქმისას კი ძალიან უაზრო, სუბიექტური და არაფრისმთქმელი ხდები. ახლა მეც ასე ვარ და რაიმე განსაკუთრებულის დაწერის თავი არ მაქვს. უბრალოდ, იმ ახალი წლის წვიმიან ღამეს მუსიკა კიდევ უფრო შემიყვარდა.

ვფიქრობ, თუკი ოდესმე ისეთი დრო დამიდგა, რომ ამქვეყნად აღარაფერი დამეჯერება, ჩემგან 20 მეტრში მომღერალ ოცნებას გავისხსენებ და თავს ამით დავიმშვიდებ. ჯერ კიდევ არ გავგიჟებულვარ.

P.S. სახლში ღამის 3-ისთვის დავბრუნდით და ყველაფერი კიდევ სიზმარი მგონია. და თუ მართლა ასეა, მაშინ ახალი წლის ღამეს ძალიან ძალიან ძალიან მაგარი სიზმარი მინახავს :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

23 thoughts on “ახალი წელი და ჩემგან 20 მეტრში მომღერალი ოცნება

  1. Toma

    ვიგრძენი შენი ემოცია და დამაჟრიალა :)
    მიხარია რომ ახალი წელს ასე ბედნიერი და ემოციით სავსე შეხვდი!

  2. მარი

    მიკვირს, სცენაზე არ აიპარე :green:
    მგონი, მაგ კონცერტს ვერასოდეს “გადავიტან”. ახლაც იმ წვიმაში ვდგავარ, ოღონდ la donna e mobile-ს მერე აღარაფერი მახსოვს. :d

  3. vasasi

    რა ვთქვა, არ ვიცი..

    : )

    (ჩემი თავი წარმოვიდგინე რატომღაც შენს ადგილზე)

  4. სიყვარულოვნა

    არ მშურს – იმიტომ რომ მე რომ იქ ვყოფილიყავი დამსწრე საზოგადოების 99%-ივით უაზრო იქნებოდა ჩემი იქ ყოფნა და ვერასოდეს მოვუსმენდი მას ისე როგორც შენ და მარი.
    სამაგიეროდ შენი ბედნიერება და “სიზმარი” მიხარია :))

    2011-ში ბევრ მსგავს სიხარულს და ბედნიერებას გისურვებ. თუმცა სავარაუდოდ შენი პასუხიც ვიცი, ამას ვერაფერი შეედრება :) ხო და როგორ კარგადაც დაიწყო 2011 ისე კარგად გაგრძელებულიყოს

  5. დოდკა

    კარგი, ემოციური პოსტია. სიყვარულოვნას თქმის არ იყოს, ჩემს იქ ყოფნასაც არ ექნებოდა აზრი, მაგრამ მიხარია, რომ რამდენიმე ადამიანის ერთი ოცნება ახდა, მათ შორის – შენიც.

    :-*

    1. zurriuss Post author

      დოდ, დიდი მადლობა და გისურვებ, შენც შენი სანუკვარი ოცნება (ოცნებები) ასე “მარტივად” აგსრულებოდეს :*

  6. ჩორვენი

    მაგარია, მე ტელევიზორთან მიმჯდარმა ვინანე რომ ბათუმში არ ვიყავი ამ კონცერტის დროს : ) მართლა სასიამოვნო საყურებელი იყო და ლაივში ალბათ უფრო გენიალური იქნებოდა შეგრძნებები

    1. zurriuss Post author

      პირდაპირ გეტყვი, რომ, გაუსაძლისი წვიმის გამო, საშინელი საყურებელი იყო, მაგრამ თუ ძალიან გიყვარს ბოჩელი და გრძნობ, რომ, როგორც ყოველთვის, ახლაც ისე მაგრა გიმღერის, აი, მაშინ ხარ უბედნიერესი :d

  7. ნათია

    არ მეგონა თუ ასე უნდოდა ვინმეს ბოჩელის კონცერტი :)
    კარგი პოსტია, ძალიან ემოციური :)
    მეც მინდოდა მოსვლა, მაგრამ ისე წვიმდა შემეზარა. თან რომ მოვსულიყავი იმ 99% -ივით ვიქნებოდი :D

    1. zurriuss Post author

      მე 2005 წლიდან ანუ პირველი საფუძვლიანი მოსმენიდან მინდა მისი ნახვა და, მგონი, სწორი გადაწყვეტილება მიიღე :)

  8. Pingback: ზურიუსებიც სვამენ » Zurriuss.Ge

  9. tin..

    .. გავხსენი ,ბლოგი და “მისი” ძებნა , დავიწყე .. ვიცოდი გული გამითბებოდა. რაღა , დავამატო ? კიდევ ერთხელ , მადლობა… : )

  10. Pingback: 2012 წელი და მარტო სახლში | Zurriuss.Ge

  11. Pingback: ყველაზე უცნაური ახალი წელი | Zurriuss.Ge

  12. Pingback: რას მოჰყავს ახალი წელი? | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »