სექტემბრიდან ახალ სახლში

მიხარია, მიხარია, ოღონდ ყირაზე გადასვლით და თავის ჭერზე არტყმით არა. სექტემბრიდან მე და ჩემი ძმა ახალ სახლში გადავალთ, რომელიც მდებარეობს ნაძალადევში, ხუდადოვის ქუჩის დასაწყსიში. ზუსტ მისამართს არ გეტყვით, მერე რომ არ ამომადგეთ ისედაც ერთოთახიან ბინაში :)

რას გავაკეთებ აქ:

  • ვიკითხავ რუსულ ლიტერატურას, რომლითაც სავსეა აქაურობა (ტურგენევით დავიწყებ)
  • ვხატავ ისე, რომ ხელს არავინ შემიშლის!
  • ვიმღერებ (არა ძალიან მაღალ ხმაზე) ისე, რომ არავის თვალების დაბრიალებას არ მოველოდე
  • ამოვიყვან მეგობრებს და არაკომპიუტერულ თამაშებს ვითამაშებთ! >(კარტი, დომინო, ლოტო, შაში – პირველ ორს როგორმე ვისწავლი)

პერსპექტივაში ვგეგმავ:

  • პატრა აკვარიუმის დადგმას ორიოდ ყინვაგამძლე თევზით
  • დანარჩენს მერე მოვიფიქრებ

რა უნდა გაკეთდეს აუცილებლად:

  • გაზის წყლიზ გამაცხელებელი
  • პატარა გაზქურა
  • ინტერნეტი – რაღაც შნური კი არის, მაგრამ მაინც კავკაზუსში მაქვს დასარეკი და გასარკვევი, Ge-Link-ს თუ დამიდგამენ. მისით კმაყოფილი ვარ
  • ფარდები და გადასაფარებლებია შესაცვლელი – ამაზე დედაჩემი იზრუნებს
  • და წვრილმანი რაღაცები, რაც ჯერ არ ვიცი

ესეც ხედი გარეთ. ჩვენი უკანა მხარეა, ასე რომ, ტყე მოსჩანს. აუცილებლად შევისწავლი აქაურობას, ეგებ კარგი თავშეყრის ადგილი გავშანსო და მერე ვიდეოპოსტები ტყიდან ვწერო.

ასე რომ, ჩემი კარი სექტემბრიდან თქვენთვის ღიაა, ოღონდ დაკაკუნება არ დაგავიწყდეთ :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

14 thoughts on “სექტემბრიდან ახალ სახლში

  1. გლეხის ბიჭი

    მომილოცავს. მესმის რასაც ნიშნავს დამოუკიდებლად ცხოვრება. მაგ მდგომარეობაში ყოფნას რა ხანია ვნატრობ, მაგრამ კაი ხანს არ მეშველება მგონი :D

    1. zurriuss Post author

      დამოუკიდებლად უკვე 6 წელია ვცხოვრობ, ახლა კიდევ უფრო დამოუკიდებელი ვხდები ანუ ხარისხი იზრდება :d

  2. მარი

    იმედია დაეტყობა შენს ნერვებს ეგ ამბავი.
    ისე ხმამაღლაც ნუ იმღერებ, ნახალოვკაა მაინც :green:

  3. ლინა

    რა სიმყუდროვეა!წიგნები რა კარგადაა”ჩაწიკწიკებული”!

  4. გვირილა

    ჰეჰ, გილოცავ :)

    ხო, ანიმაცია მაგარია, პოსტშიც არაუშავს, მარა ვარდისფერი პანტერა დამევასა ^_^

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.