ახალი ბათუმი

ბათუმის “ანბანი”

ბათუმი ლამაზი ქალაქია. ლამაზი და კეთილი. პატარა ფერადი სახლებით და იქიდან გადმომდგარი, “უცნაურად” მოლაპარაკე ხალხით.

ბათუმი კულტურული ქალაქია, დრამატული თეატრით, ვიწრო ქუჩებით და გემოვნებით ნაგები ძველი არქიტექტურით.

ბათუმი საჭირო ქალაქია. პორტი, კავშირი მსოფლიოსთან ზღვის მეშვეობით…

ბათუმი პოპულარული ქალაქია. რეფორმებით, რეკონსტრუქციით, რესტავრაციით, მუსიკალური, კინო თუ სხვა ფესტივალებით.

და ბოლოს, ბათუმი ცოტათი უგემოვნო ქალაქია თავისი სილამაზის, კულტურის, საჭიროებისა და პოპულარობის აღრევით. აღრევით და არა შეთავსებით.

ესეც ბათუმი, როცა ქალაქს უახლოვდებით და მზე გიჭყიტებთ. რას ხედავთ? პირადად მე ორი ქალაქი მეჩვენება: ჩვეულებრივი და ცათამბრჯენების. ჩეულებრივი ბათუმი ზღვასთან მისადაგებულია, თავისი ძველი სახლებით და ალაგ-ალაგ ძველ სტილში გადაწყვეტილი თანამედროვე შენობებით. ახალი ბათუმი პრეტენზიულია. თითქოს, რაღაცის დამტკიცება სურს, მაგრამ არ იცის, რისი.

ბათუმ სურს, ნიუ–იორკი ან სან ფრანცისკო გახდეს: მსხვილი ეკონომიკური ერთეული თავისი სავაჭრო ცენტრებით, დატვირთული პორტით და… პლაჟით? ხოლო თუ ტურისტული ქალაქი უნდა იყოს, მაშინ არქიტექტორნი ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმას დღენიადაგ უნდა ჩაჰკირკიტებდნენ, რათა ახალი ნაგებობები გემოვნებით და ლოგიკურად მიმოაბნიონ ბათუმის არემარეში. აქვე კითხვა: სად არის გენერალური გეგმა, ზღვაში?

წარმოიდგინეთ, გამოდიხართ კინოთეატრ “აპოლოდან” (თუმცა, რა წარმოდგენა უნდა, ჩადით და ნახავთ), მიდიხართ ქვაფენილით მოპირკეთებულ ქუჩაზე, გაცდით ორიოდ ძველ სახლს, მერე ახლადაშენებულ და ძველებურ სტილში გადაწყვეტილ რაღაც ნაგებობას (რომელიც აუცილებლად დაუმთავრებელია) და უცებ…

პირველი შოკის შემდეგ, თუ სურვილი კიდევ გაქვთ, კვლავ აგრძელებთ გზას. უკვე დრამატულ თეატრთან ხართ და მეორე ბომბი!…

ქართულ–ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეთითა და “რედისონ ბლუთი” დაბნეულს თუ ქალაქის შიდა უბნებისკენ გაგიწიათ გულმა, გადარჩით, თუ ბულვარისკენ მიდიართ, ცუდადაა თქვენი საქმე!

… როცა კინოს ჩვენებიდან გამოვდიოდი და ყველაფერი ეს თვალში მხვდებოდა, თავში მუდამ ერთი კითხვა მიტრიალებდა: რატომ აქ და არა სხვაგან? რა ლოგიკის წყალობით მოხვდა ეს სამი არმატურული რაღაც ქალაქის ამ ძველ ნაწილში? მათ არქიტექტურაზე კრიტიკას ნამდვილად ვერ მოვყვები, რადგან, ჩემი დაკვირვებით, ხალხი ყველაფერს ეჩვევა და ერთ დროს მახინჯი კონსტრუქცია მერე ქალაქის სიმბოლო ხდება ხოლმე. ასე რომ, იყოს, როგორც არის… მაგრამ არა იქ, სადაც ახლაა!

ბათუმის ჩვეულებრივი ქუჩა

პრაეხალი დალშე. პიაცა. ყველაზე ნორმალური ახალშენი, რომელიც რაღაცით ვენეციის სან–მარკოს პიაცას (piazza – მოედანი იტალ.) ჩამოგავს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩვენსაზე ბევრად დიდია, ორივეს გარს არტყია კოლონადა და ერთ კუთხეში კოში დგას.

სან მარკოს პიაცა

პროსტო პიაცა :)

ესეც კოშკი

პიაცას ჩანაფიქრი მომწონს. ადგილი, სადაც მაღალი დონის კულტურული ღონისძიებები იმართება ხოლმე. მართალია, ჯერჯერობით ვერც ერთს დავესწარი, მაგრამ ეგ არ არის ტრაგედია. მომწონს ერას მოედანიც. მედეას ქანდაკება ზედმეტად მაღალი კი მეჩვენება, მაგრამ აქაურობას ჯერ საბოლოო იერსახე  არ მიუღია და მშენებლობა გრძელდება. კარგი იქნებოდა, ამ ადგილას მეტი სიცოცხლე და ქუჩის გასართობი რამეები რომ იყოს, მაგრამ ყველაფერი ეს ბათუმში სეზონურია.

ბათუმის ძველი ბულვარი

ბათუმის ძველი ბულვარი ძალიან ლამაზი ადგილია, თვალში ეს ეშმაკისბორბლიანი შენობა რომ არ გეჩხირებოდეს. მისგან განსხვავებით, შერატონის მდებარეობა სავსებით ბუნებრივად მეჩვენება, რადგან იგი ალექსანდრიის შუქურის ანალოგია.

სამგზავრო თვითმფრინავი ეშვება ბათუმის აეროპორტში, რომელიც ახალი ბულვარის იქით მდებარეობს

რაც შეეხება, ბულვარს, ჩემი აზრით, ქალაქის ახალი იერსახე მისი გათვალისწინებით უნდა დეპროექტებინათ (თუ ასეთი რამ საერტოდ მოხდა). მოგეხსენებათ, ბათუმში ორი ბულვარია: ძველი და ახალი. ძველი მე-19 საუკუნეშია აგებული და დღემდე ამ ყაიდაზეა გაწყობილი, ახალი კი რამდენიმე წლის წინ გაიხსნა და სავსეა ორიგინალური და თანამედროვე ქანდაკებებით. აქვე იპოვით იმ კვერცხებზე შემდგარ ფლოსტებს, რომელიც ბევრს არ მოსწონს და რომლის ადგილმდებარეობაც ახლა უფრო ლოგიკურია. ჩემი აზრით, ყველა თანამედროვე ტიპის შენობა, ცათამბრჯენების ჩათვლით, ქალაქის ამ ნაწილში უნდა იყრიდეს თავს. მით უმეტეს, რომ ახალ ბულვარს, საინტერეს ნაგებობების არარსებობის გამო, ძალიან ცოტა დამთვალიერებელი ჰყავს.

ასე უნდა ხდებოდეს ყველგან, სადაც ქალაქის შენარჩუნება და არა ზიზილ–პიპილებით გაწყობა სურთ. მინდა, ბათუმიც ევროპული ქალაქი იყოს. ევროპულობა კი, ყველაფერთან ერთად, გემოვნების ქონასაც ნიშნავს.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

11 thoughts on “ახალი ბათუმი

  1. Ibi

    ზუსტად! მეც ვფიქრობ , რომ არეულია ერთმანეთში ყველაფერი უაზროდ.. მე ძველი სტილი უფრო მომწონს..
    წელს ვიყავი ბათუმში და პიაცაზე წასვლა რომ გადავწყვიტე, ისე ავუარე გვერდი, ვერც შევამჩნიე, მერე მომაბრუნეს, ესაა პიაცაო :დ რაღაც უფრო დიდი წარმომედგინა..

  2. სიყვარულოვნა

    აუ, არ ვიცი. რაღაც მომენტში კი, ცუდი და შეუსაბამოა არეული რომაა ერთმანეთში, მაგრამ რაღაც მომენტში მომწონს კიდეც.

    მიყვარს ბათუმი, როგორიც არის ისეთი და ეჭვი მაქვს სულ რომ შეიცვალოს მაინც მეყვარება :მხრების აჩეჩვა:

    1. zurriuss Post author

      ეგ იმიტომ, რომ ბათუმი კაი დროსტარებასთან ასოცირდება :green: :green:

  3. mari

    ეგ კი არა, სანიაღვრე სისტემა თუ მოაწესრიგეს ნეტა? ბოლოს (და ერთადერთხელ) რომ ვიყავი, რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე გაცურვა მომიწია ისე გუბდებოდა წყალი.

  4. ARGO

    “უცნაურად” მოლაპარაკე ხალხით.
    :D ეს მომეწონაა.
    ბათუმიი ძაან მომწონს…

    ეჰჰ ჩემ ქობულეთს არ ეღირსა რამეე ! :(

    1. zurriuss Post author

      კალაძე აპირებდა მანდ თავის დროზე რაღაცებს. ჰოდა შეახსენეთ :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »