სტიქიური უბედურებები და საქართველო

ჩვენ გვიყვარს თქმა, რომ გაგვიმართლა და ღმერთმა ქართველებს შედარებით უსაფრთხო ადგილი მიგვიჩინა დედამიწის ზურგზე. შესაძლოა, ამიტომ ვართ ასეთი დაუდევარნი ბუნების მიმართ: არ გვეშინია მიწისძვრის, ნიაღვრის, ვულკანზე რომ არაფერი ვთქვათ. არ გვეშინია იმიტომ, რომ ხეირიანად არც გამოგვიცდია. მადლობა ღმერთს, არც ტაიფუნებით განებივრებული აშშ ვართ და არც მიწისძვრას მიჩვეული იაპონია. თუმცა შედარებით ნორმალურ გეოლოგიკურ-კლიმატურ ზონაში ცხოვრებამ ცუდი შედეგი გამოიღო: ქართველები სტიქიურ მოვლენებს თითქმის ყოველთვის დაუცველი ვხვდებით და გუშინდელმა ნიაღვარმა ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა.

დავიწყოთ მიწისძვრით და გიჩვენებთ ჩვენს ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრების სტატისტიკას. აქ რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროში დაფიქსირებული რყევებიც შესულია.

Earthquakes in Georgia on Dipity.

როგორც ხედავთ, ბუნება არც ისე ხშირად და მძლავრად გვარყევს, რომ თავი იაპონიას ან ჩილეს შევადაროთ, მაგრამ არც იმდენად იშვიათად, რომ მოვდუნდეთ და სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ზომებს არ მივმართოთ.

ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა აქ საზოგადოებაში იმის გასიგრძეგანებაა, რომ ადამიანი, რაც უნდა უსაფრთხო ადგილას ცხოვრობდეს, იგი მაინც იმყოფება დედამიწის ქერქზე, რომელიც მცოცავია და რომ იგი აუცილებლად გამოიწვევს სტიქიურ უბედურებას. ხოლო ადამიანის ცუდად ჩარევის შემთხვევაში, იგი კიდევ უფრო მალე მოხდება.

ახლა ორიოდ სიტყვით ღვარცოფსა და მეწყერზე მოგითხრობთ, რომლებიც გაცილებით ხშირად გვატყდება თავს და, საოცარია, რომ ამ საკითხშიც ვერ ვერკვევით.

საქართველოს დიდი ნაწილი ნოტიო და წყლიანია, ასე ვთქვათ, წყლითაა გაჟღენთილი, რაც, ნაირნაირი წყაროების გარდა, მეწყრის დიდ საფრთხეს ქმნის. ზოგჯერ ისეთ ადგილებშიც, სადაც მას არავინ მოელის. შარშან რიკოთში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

რაც შეეხება გუშინდელ წყალდიდობას, ამან ყველაზე მეტად შემზარა, რადგან შეიძლებოდა, სტიქიის ადგილას ვყოფილიყავი.

ყველაზე მეტად ორთაჭალა დაზიანდა. იმ კიოსკში, სადაც გუშინწინ ჟურნალი ვიყიდე, დღეს ნაშალი მასალის გროვა და წყლის გუბეა. დაიღუპა 4 თუ 5 ადამიანი. ჯერ ვერ დავადგინე, რადგან ორივე ციფრს ასახელებენ. დაზარალდა ათობით სახლი, რამდენიმე მათგანი ნაწილობრივ ან სრულიად დაინგრა.

გაგარინის მოედანი

ჩამოიქცა მთის ნაწილიც, რომელმაც ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა. ადიდებული მტკვარი, რომლის ზედაპირთან ორთაჭალა სულ რაღაც 1,5 მ-ის სიმაღლეზეა გაშენებული, კალაპოტიდან გადმოვიდა და ავტომობილები წალეკა. ყველაზე მეტად დაზიანდა გულუას მოედანი და გორგასლილს მესამე ჩიხი.

თბილისის ერთ-ერთი დატბორილი გზა

სტიქია შეეხო სასჯელაღსრულების სამინისტროსაც და იქვე მდებარე სხვა ნაგებობებს. მაშველები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ, რომლებსაც ჯარისკაცებიც ეხმარებოდნენ. ჩემი მორიგეობა რომ ყოფილიყო, ახლა მეც იქ ვიქნებოდი და მათთან ერთად მომიწევდა სტიქიისათვის გამკლავება. რაღაცნაირად მინდოდა, გვერდში დავდგომოდი ჩემს ბიჭებს, მაგრამ მარტო მე, თან სახლიდან, თან უამინდობაში, რას გავხდებოდი? თუმცა ძალიან მესიამოვნა, რომ ყველანი ასე ერთსულოვნად მუშაობდნენ, რამაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

სამაგიეროდ, გამაღიზიანა და გამაცოფა ქართულმა ტელესივრცემ, რადგან წყალდიდობს ამბავს მხოლოდ რეალ TV გადმოსცემდა და ქვეყნის მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა გუშინ მომხდარის შესახებ დღეს დილით გაიგო:

უბრალოდ, სირცხვილია, გერქვას “მაუწყებელი” და ფეხზე დაიკიდო ასეთი ამბავი. სამაგიოეროდ, ძალიან იაქტიურეს სოციალური ქსელების მომხმარებლებმა და ამბებს ერთმანეთისგან ვიგებდით.

ჩემ მიერ გადაღებული ხუდადოვის ქუჩა.

სააკაძის მოედნიდან ვახუშტის ხიდისკენ მიმავალი გზა

ესეც ლიტერატორის მანქანიდან გადაღებული კადრები

ყოველივე აქედან გამომდინარე, თქვენვე შეაფასეთ, ვინ როგორ და რამდენად კარგად სასარგებლოდ იმუშავა იმისთვის, რომ ყველას გაეგო სტიქიური უბედუების შესახებ და ადამიანებს ერთმანეთი მოეკითხათ.

რაც შეეხება ზოგად სურათს, მართლა ვიმედოვნებ, რომ ყველა ჩვენგანი ცოტა რამეს მაინც ისწავლის ამ გაკვეთილიდან, რაც შემდეგში, საკუთარი თავის დაზღვევასა და წინდახედულებაში გამოიხატება. თუმცა აქამდე ჯერ კიდევ დიდი და ნანიაღვრალი გზაა.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on “სტიქიური უბედურებები და საქართველო

  1. lana

    შემზარავი ფაქტია!თან დაღუპულთაგან ორი მცირეწლოვანი :cry: .მეც ინტერნეტით გავიგე,ვერ ვხვდები რატომ დაიკიდენ ტელევიზიებმა გუშინ ეს ამბავი :?:
    იცი მესმის ამ პოსტიდან რასაც გულისხმობ დაზღვევა და წინდახედულობაში,მაგრამ კოკისპირული წვიმის და წყლის დონის ამაღლების შედეგად ხშირად შეუძლებელია ზარალის თავიდან აცილება.
    თან ორთაჭალა ყველაზე ჩავარდნილი ადგილია და ამიტომაა საშიში ყველაზე მეტად.
    დაზარალებულ მოსახლეობაზე ძალიან ვწუხვარ!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »