დასიცხული რომაული ღვთაებები ანუ ეროვნული გამოცდები 2011

_ მინერვა! მინერვა! ჭირი იმას, ვინცხამ ე სახელი შენ დაგარქვა, დაყრუვდი, ქალლო?

_ რა სიქვტილი გინდა, ახლა მაინც არ მაცალო სულლის მოთქმა.

_ რა ხთება მაგ მხარეს, არ უშობენ ბოვშებს?

_ არა, მოვა თავისი დრო და შოუშობენ.

_ არ ჩამომიყვანონ ძირს, თვარა იმფერ სროლლას ავტეხავ, კუდი ძაღლლს გაასწრებს!

_ რა გაბღავლებს, თუ ღმერთი გწამს? თუ მოგკიდე მაგ ძინკლიან ნიფხავში ხელი, მოგაზღართანებ შუა ტრასაზე და მერე ვნახავ ერთი, რაის ღმერთი ხარ, შე სნიკერსივით სირისტიანო!

_ შენ, ქალლო, მინერვა თუ ვინცხა ურჯულო ხარ, მე, მარსი, მაგფერი სიტყვების კადრების გულობიზა, ამ ოპერის კრიშას თლა გარაგალეწავ თავზე! არ წოუგდია ენა?

_ უაიმე, ი ხელები რატო არ მომტყდა, აკვანს ქერო გირწევდი! რო მცოდნოდა, ყველა ომი, სიქვტილი და ოხრობა შენი მოგონილი თუ იქნებოდა, იქავეს მოგითავებდი ხელს!

_ გაჩერდი, თუარა, რამხელა სიგრძე გაქ, იმხელა სიგანეს მოგცემ!

_ შენ ვის უტრიალებ ენას, შე უკანონოდ გაკეთებულო!

_ გეიწი, თუარა, წამოგაგებ შუბზე საშამფურე მწყერივით!

_ საშამფურე მწყერობა ნაბიჭვრობას ქე მაინც ჯობია!

_ ახლა დედისტრაკობია არ დამაწყებიოოოო…

… მანამ, სანამ ქუთაისის ოპერის თავზე შემომსხდარი რომაული ღმერთები ჩაკუნცხულ ორთაბრძოლაში ერთმანეთს ეპაექრებოდნენ, ჩვენ, მოკვდავნი, ეროვნული გამოცდების მორიგ ციებ-ცხელებაში ვიყავით. ცხელებაც ამას ერქვა: აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლის ეზოში მზე მხურვალე სხივებს წიხლებივით გვიშენდა.

ახლობლის გამოცდაზე გაშვება ფრონტზე გაშვებას უდრის. ასე გავაცილე ერთმა ფრონტგამოვლილმა ვეტერანმა ჩემი ძმა – ირაკლი ბიქტორის ძე ბალანჩივაძე – ახალ ფრონტზე.

2:00-ზე, როცა კარი გაიღო და ხალხიც აზვირთდა, ირაკლის გასამხნევებლად რამდენჯერმე შევუძახე: "ვიიიიიიიიიიიწიააააააა" (ერთ-ერთი საერთო ხუმრობიდანაა) და ისიც გაუდგა გზას ზოგადი უნარებისაკენ.

ამასობაში გარეთ…

გადმომდგარიყო ქვისა ჩარდახსა ზედა თვალიკაცი იგი დაღრეჯილი, მოსილი თეთრად, ვითარაცა პილატე პონტოელი.

გაოცებული ექვთიმე

"პაჟარი" რომ გაჩენილიყო, ვინმეს ხომ უნდა ეყვირა? სწორედ მაგაშვი ვვარჯიშობდი :d

3 საათის შემდეგ…

6 რომ დაიწყო, კარში პირველი აბიტურიენტები გამოჩნდნენ. გუგულებივით ჩამომსხდარი გულშემატკივრები მათ შემოეხვივნენ, ვინც შემოხვევა ვერ მოასწრო, ან შორიდან კითხვებს ესროდა, ან ცდილობდა, მისი სახის გამომეტყველებით ამოეცნო ტესტების სირთულე. ჩვენ ჯერ არ გვენერვიულებოდა, ირაკლი ბოლო წუთებამდე არ გამოვიდოდა.

ირაკლი ზუსტად 7-ის 5 წუთზე გამოვიდა. მას შემდეგ, რაც გვეგონა, რომ უკვე ყველამ დაამთავრა, მხოლოდ ჩვენი ბიჭი დარჩა და დედაჩემსაც ისტერიკის ნიშნები შევატყვე, კარში ირაკლის თავმა გაიელვა. სახეზე ფრიად კარგი განწყობა განფენოდა. არიქა, შენიჭიმე, შენშემოგევლე, მოვეხვიეთ, გამოვკითხეთ ამბები. აღმოჩნდა, რომ ყველაფერს უპასუხა და დროც ეყო (ჰა, მიგასვით?!).

 

აქ უკვე თითოეული საკითხის გარჩევა მიმდინარეობს. თუმცა ყველაფერი ჯერ წინაა: ხვალ ინგლისურის გამოცდა აქვს, 8-ში - მათემატიკის. აი, მერე კი ვნახოოთ :)

წამოსვლისას ერთი კიდევ ავხედე ოპერის სახურავის დასიცხულ ღვთაებებს. მარსი ათენას წიხლქვეშ გაეგდო და ნეპტუნი და ვენერა, შესაბამისად, ჩანგალს და ძუძუებს ურტყამდნენ. ასე ჩაიარა 2011 წლის ეროვნული გამოცდების ერთ-ერთმა დღემ :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

8 thoughts on “დასიცხული რომაული ღვთაებები ანუ ეროვნული გამოცდები 2011

    1. zurriuss Post author

      უნდა გენახა, მაგ სურათის გადაღებისას, რა სახით მიყურებდნენ :d

      1. მოხეტიალე

        წარმომიდგენია :)

        ჰოდა შესავალზე, სანამ ოპერამდე არ ჩავედი მეგონა რომ ნამდვილ ამბავს ყვებოდი… ისეთი ნაცნობი დიალოგი იყო :green:

  1. გვირილა

    ეჰ, საცოდვი ბერძნული ღვთაებები ქუთაისიდან :d

    მე მეგონა “საბალეიშიკოდ” მისული ხალხის ფრაზები უნდა დაგეწერა და დავიწყე ხელების ფშვნეტა, მარა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუჩაღებიათ ღვთაებებს და სად გეცლებოდა უბრალო მოკვდავთათვის :green:

    სამაგიეროდ ქუთეისი დევინახე და კაია :roll:

    წარმატებები ირაკლის და ყოჩაღ კიდე. ჩააბარებს ;)

  2. სიყვარულოვნა

    ჩემს დასაც გავყევი მე :|
    ა საერთოდაც რაც გამოცდები დაიწყო ტვინი წაიღო :| მხოლოდ გამოცდებზე, იქ შეხვედრილ საკითხებზე და ა.შ ლაპარაკობს :| :| აააააააააააა :@@@@@@ წარმატებები შენს ძმას ^_^

  3. ნინუცა

    მა ღვთაებები მასეთ ამბავში თუუუ იიიყვენ რავა მეგონა სმნ : DDD მირცხვენენ ქალაქს :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.