მიტინგებზე “შემჯდარი” ერი

მიტინგი, როგორც ეროვნული პოლიტიკის ნაწილი, ჩემთვის 2003 წლიდან დაიწყო. მაშინ მეგონა, რომ ათ წელიწადში ერთხელ ასეთი ჭინთვა ნორმალური იყო. “ვარდების რევოლუციის” მერე, როცა მიტინგები საქმის გარჩევა-გადაწყვეტის ერთადერთი და მთავარი საშუალება/გამოსავალი გახდა, გავაცნობიერე, რომ ქართველი ერი მიტინგებზე “შეჯდა”.

2008 წლის 7 ნოემბერი, "7 ნოემბრის" წლისთავი

მიტინგი, როგორც ნარკოტიკი

მიტინგი, როგორც ერთადერთი “საშველი” დაბნეული და გაუბედურებული ცხოვრებიდან

მიტინგი კაააეეეfისათვის, რომ თუნდაც იმ მომენტში იყო ბედნიერი იმით, რომ რაღაცის გჯერა, რომ ვიღაცის იმედი გაქვს

მიტინგი მიტინგისათვის

მიტინგი არაფრისათვის

 

10 აპრილი, 2009 წ.

უკვე მერამდენე წელია, მიტინგებზე “შემჯდარი” ოპოზიცია ქუჩაში ხალხის გამოყვანით ცდილობს, დაამტკიცოს თავისი არსებობა. მერამდენე წელია, მომიტინგეებში საღი აზრის მქონენი იკლებენ. ჯერ იყო 1989 წელი და მთელი ინტელიგენცია, მერე – 2003 და ინტელიგენციის დიდი ნაწილი, მერე – 2009 და ინტელიგენციის ნახევარი, დღეს? სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, სააკაშვილი მიტინგებზე უკეთესად მაინც ართობდა ხალხს. შოუ ყოველთვის და ყველგან მომგებიანია, მით უმეტეს, თუ წინ საღად მოაზროვნე საზოგადოება კი არა, მიტინგებზე “შემჯდარი” ერი გიდგას.

2009 წლის 4 მაისი, "საკნების ქალაქი"

განა უმჯობესი არ იქნება, ერთი ჯიგრული, ორ კვირაზე გათვლილი სცენარი მაინც დაწერონ, რომ ხალხის ქუჩაში ყურყუტს რაღაც აზრი ჰქონდეს? ბოლოს და ბოლოს, მერე, ისევ თავიანთ სასიკეთოდ, განაცხადონ, ქართველი ხალხის გვერდით ვიდექითო. მაგრამ, როგორც ვხედავ, მათთვის უკვე აღარაფერს აქვს აზრი, ვენაზე ჟგუტის შემოჭერისა და კოვზზე აშიშხინებული “მიტინგის” შეშხაპუნების გარდა. თითქოს, ამით ხალხსაც, ხელისუფლებასაც და, ვშიშობ, საკუთარ თავსაც უმტკიცებენ, რომ ჯერ კიდევ ჯანზე არიან.

შედეგად, საზოგადოების დიდ ნაწილს ისევ “შეჩვეული ჭირი” ურჩევნია მერამდენედ ქუჩაში მოტყუებით ღამისთევასა და სკანდირებას. ურჩევნია, ისევ სააკაშვილს ვერ იტანდეს და იცოდეს, რომ არ ენდობა, ვიდრე ოპოზიციას, რომელიც სახლებიდან გამორეკავს, გამარჯვების იმედს რამდენიმე საათით ჩაუსახავს, მერე კი შებრუნდება, ერთმანეთს დაერევა და გაბანძებულ ხალხს ცხვრის ფარასავით ტოვებს. უკვე მერამდენედ ძიძგნიან ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ჯერ არმიღწეული მიზნისათვის.

ვაი და, სააკაშვილი გადადგეს:

ვინ ახარებს ერს?

ვინ გადმოაგდებს მის სკამს?

ვინ მოხვეტავს მის ნივთებს რეზიდენციიდან?

ვინ რომელი მინისტრი გახდება?

ვინ პირველი დაიწყებს დაჭერების სერიებს?

ვის გაწირავენ?

ვის ხელს კრავენ?

… და ვინ დაბრუნდება ქუჩაში და გახდება მიტინგებზე “შემჯდარი” ერის “ლიდერი”?

P.S. გუშინ იურული პერიოდის ჰალსხუტი ვიყიდე, თუ მოგწონთ, არ შევჭამ :)


Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

21 thoughts on “მიტინგებზე “შემჯდარი” ერი

  1. litterator

    1989 დან 2003-მდე კიდევ 1990-1991-1992 იყო რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა :|

  2. Keti

    თუ ერი 150 კაცია, კი :)
    მგონი ნელ-ნელა განიკურნა ერის დიდი ნაწილი, ან სხვა “წამალზე” გადაჯდომის პროცესშია :)

    მშვენიერი ჰასტუხია :)

    1. Zura Balanchivadze

      კარგი მიგნებაა, მაგრამ, ერის განკურნებასთან დაკავშირებით, ნაჩქარევ დასკვნებს ვერ გამოვიტან :)

  3. Mari

    აჰა.. აქაც მიტინგი და პოლიტიკა :|

    P.S: ჰალსტუხთან ფრთხილად, თორემ ოპოზიცია ეგრე ადვილად არ პატიობს მაგის ჭამას :D :D

  4. Glexisbici

    ”განა უმჯობესი არ იქნება, ერთი ჯიგრული, ორ კვირაზე გათვლილი სცენარი მაინც დაწერონ”- ეს კითხვა მეც გამიჩნდა, ხო. მარტო ,,bella ciao” არ ეყოფოდა ამხელა მასას და კიდეც დაარბიეს :)ერთი კითხვა გამოგრჩა სკამის ახლომახლო: ,, ვინ დალევს პრეზიდენტის ჩაის?” :D 

  5. Buxuti

    Cemi azrit, Ai im suratze galstukit ro aris gamosaxuli tipi “Axali QarTveli” ylis pizionomiaa gamosaxuli!!! madloba rom arsebobT axalo qartvelo yleeboooo

  6. pelagiaa

    აი ნამდვილად რა !
    სათაურია ზუსტდი და ნამდვილი!! და შიგთავსიც რა თქმა უნდა

  7. Unknown

    არ წამიკითხავ სტატია მაგრამ მჯერა რომ კაი სტატიაა

    უბრალოდ ორიოდე სიტყვა მინდოდა მეთქვა იმ სურათზე რომელიც დევს თავში (პირველი სურათი)

    ასეთი ტიპის სურათების და კადრების
    ჩვენება რაიმე სტატიაში, ახალ ამბებში, ფილმებში, კლიპებში და ასე შემდეგ
    კანონით აკრძალულია

    რადგან ასეთი სურათის დანახვამ შეიძლება “ლომკა” გამოიწვიოს იმ ადამიანებში რომლებსაც თავი აქვთ დანებებული ნარკოტიკებისთვის, რაც პრაქტირულიდ 90%-ით ზრდის იმის შანსს რომ ის ადამიანი ისევ დაიწყებს ნარკოტიკების მოხმარებას…
    (რეაბილიტაციის კურსების გავლით ან სხვა ხერხით)

    უბრალოს რომ ავტორს ცოდნიყო ეს ინფორმაცია რადგან ამის გამო შეიძლება მას პრობლემები შეექმნა…
    (ალბათ ყველამ იცის რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ერთი ადამიანი დაიჭირეს იმის გამო რომ ჯიხვებზე ნადირობის შემდეგ გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა youtube-ზე)

    1. zurriuss Post author

      დიდი მადლობა და ნამდვილად არ ვიცოდი ამის შესახებ. მიუხედავად ამისა, ჩემი პოსტი პირადი აზრია მაინც და არა ჟურნალისტური პროდუქტი, სადაც ეთიკა უფრო მაღალ დონეზეა. მერე მეორეც, ყველას შეუძლია, გუგლში წააწყდეს მსგავს და უარეს სურათს – ამის გამო გუგლმაც უნდა აგოს პასუხი მაშინ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »