ცხონებული მე-ს აზრები 4

ტვიტერი ჩემი პულსია. ხანდახან თვალს რომ გადავავლებ, ისეთ ჩანიშნულ რამეს ვნახავ, რომელიც ყველაზე მეტად საუბრობს ჩემზე. ასე რომ…

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2012/03/Yann-Tiersen-Labsente.mp3|titles=Yann Tiersen – Labsente]
  • ხანდახან მგონია, რომ ჩემში წამატებამოხდილი მოხუცი ცხოვრობს, რომელსაც წარსულის აჩრდილები დასდევენ. ასე ვარ ბავშვობიდან. ბებერი ბავშვი ვარ?
  • საყვარელი მეგობრების ყოლა ბედნიერებაა, რომელსაც მათი ახლოს არყოფნა აუბედურებს. ამის წერის დროს მე უბედური ვარ და იმის დედასშ, ვისი ბრალიცაა!
  • საქართველოში ზოგადად, ბლოგერები პოპულარული, საშუალო განათლების მქონე და ურთიერთში მოზასავე ცხვრების ფარაა, რომელსაც აქეთ-იქით დაათრევენ. ვოტ
  • ვისაც ნახატს დაგპირდით და ვერ შეგისრულეთ, გთხოვთ, მაპატიოთ. საკუთარი თავი მეზიზღება, როცა დანაპირებას ვერ ვასრულებ. მადლობა :)
  • არითმია, არითმია, შენთვის გული დამითმია. ვალიდოლი ენის ქვეშ :დჩემში მეზიზღება შიში და სიზარმაცე, სხვებში – გაურკვევლობა! ნურასდროს მომცემთ გაურკვეველ პასუხებს და გაურკვეველ დაპირებებს, თორემ მოგკლავთ :)
  • პაპანაქება ზამთარში ბუზი შეფრინდა ხახაში :დ
  • სამი რამ მინდა ამწუთას: დღე-ღამე დიდი იყოს, არ ვიღლებოდე, სულ ვხატავდე. აქედან ახლა სამივე შეუძლებელია :დ
  • მომავალი მხოლოდ აწმყოს ფორმაში არსებობს, დანარჩენზე შეგვიძლია, მხოლოდ ვიოცნებოთ (c) მე
  • სადღაც რაველის საფორტეპიანო კონცერტსა და ბეთჰოვენის IX სიმფონიას შორის ჩამეძინა მეცოს ყურებისას. დილით ჯარისკაცად უნდა ვიქცე. ცხოვრება რულზ
  • კლინიკური სიკვდილი შეკვეთით რომ იყოს, რას გაასწორებდა
  • როცა დაღვრემილი წამოიძახებ “რა დავაშავე!”, საკუთარმა ხმამ იქვე უნდა მოგაძახოს “სჯობს, ჩამოთვალო, რა არ დააშავე”
  • ამასწინათ ვფიქრობდი, ცხოვრებაა ასეთი აუტანელი თუ ჩვენ, რომლებიც მას ვქმნით? მეზიზღებოდეს ცხოვრება ნიშნავს, მეზიზღებოდეს ადამიანები?
  • როცა წევხარ მშვიდად და ვითომ გძინავს და ტვინი არაფრით რომ არ ითიშება, უძილობა ჰქვია თუ რა ჯანდაბა? მაგის გამო მთელი დღე მეძინება :|
  • მართლა ლამაზი და არა ხელოვნურად ტუჩებგაპრუწკული გოგონების ფოტოებს ფეისბუკზე უფრო მეტი ლაიქი უნდა ჰქონდეთ, ვიდრე ჩემსას!
  • ოღჩ! ფეისბუკმა 3 დღით დამბლოკა!… აწი აღარ დავდებ ნუდ არტს, ხო კაი… გაღიარე, მარკ! :(((
  • ახლა დავაფიქსირე, რომ არავინ არაფერს მჩუქნის. ნახატის დახატვას კი მეხვეწებიან. ბებიათქვენის ლობიომ :)
  • ვეძებ ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებულ ხელოვნების მოყვარულს, რომ გამოფენა გამაკეთებინოს, სანამ ცოცხალი ვარ. მერე – მკიდია :დდ
  •  სულ არ ამგვანებდნენ ეგვიპტელები პორტრეტებს იმ ადამიანებს, მაგრამ მთელი მსოფლიო ადიდებს და რაღა მე მივამგვანო? :))
  • წამიყვანეთ! დამაბრუნეთ ჩემს თბილ საგიჟეში და დამაბით იმ თბილ ლოგინზე, სადაც არ არსებობს არც ანგარება, არც არაადამიანურობა. იქ მხოლოდ სიგიჟეა
  • განა არ მიყვარს დალევა, უბრალოდ, არ მომწონს არაფხიზელი მდგომარეობა. ყველა არაჩემნაირად მოაზროვნესთან ბოდიში :)
  • ჩემს საცხოვრებელს ისეთი თხელი კედლები აქვს, რომ მეზობლისგან სიგარეტის სუნიც შემოდის, ან მე მჭირს ყნოსვითი ჰალუცინაცია :ო
  • აუ, ბაზარში როგორ აბოლებდნენ ხალხს: დრაკონის მაგივრად დინოზავრის ფიგურებს აყიდინებდნენ :დ
  • საბოლოო ჯამში ხელოვანები მაინც მდიდართა გართობისა და მასების გაოცებისათვის იღვწიან, რადგან ბოლოს სიტყვას მაინც ხალხი ამბობს (c) მე
  • იმათზე ვკაიფობ, საქართველოში მაგარი სეროზული ტიპები რომ არიან და უცხოეთში გადაღებულ ფოტოებზე კი თავზე რომ იმხობენ ყველაფერს :)
  • რომ ამბობენ, ჯოჯოხეთში კარგი საზოგადოებააო, დარაგიე მაი: იქ თქვენთვის არავის სცხელა :)
  • ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განწყობილო ერის ნაწილო, ყველა მცდელობა, გარდა იგნორისა, ამ შემთხვევაში მისი პიარია :დ
  • ნეტა, როდის მექნება იმხელა თავდაჯერებულობა, რომ კონკურსებში მივიღო მონაწილეობა. ნამდვილი კონკურსი ხომ თავდაჯერებულობით იზომება.

პ.ს. მალე ქართული ბლოგინგის ტენდენციებზე ავლაპარაკდები. ბლოგის იშვიათად წერამ ეს სფერო სხვა თვალით დამანახა :)

 

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

6 thoughts on “ცხონებული მე-ს აზრები 4

  1. მეანდერძე

    პაპანაქება ზამთარში ბუზი შეფრინდა ხახაში :დდდ
    ცხოვრებას ჩვენ ვქმნით ამიტომ გეთანხმები, გეზიზღებოდეს ცხოვრება ნიშნავს გეზიზღებოდეს ადამიანები ოღონდ არა ყველა (გულის სიღრმეში:დ) + შენი თავიც გასათვალისწინებელია მთავარი აქტორი შენ ხარ შენს სამყაროში.

    1. zurriuss Post author

      როგორც იქნა, ჩემს ცხოვრებაში მთავარი აქტორი მე გავხდი და აწი რაღა შემაზიზღებს :დდდ

  2. gloriamarseli

    მომეწონა. მუსიკა კარგად წავიდა ტექსტზე. ეს ალბათ ისედაც იცი, მაგრამ აღნიშვნას წინ არაფერი უდგას )))

  3. M.N

    ”ნეტა, როდის მექნება იმხელა თავდაჯერებულობა, რომ კონკურსებში მივიღო მონაწილეობა. ნამდვილი კონკურსი ხომ თავდაჯერებულობით იზომება.” ეს დროც მოვიდა ;) ძალიან მაინტერესებს რა იქნება

  4. Pingback: ცოცხალი მეგობრების სასაფლაო | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »