ჩემი სასმელი წყალი მზეა

ზაფხულის გაუსაძლისი სიცხე მომენატრა. როცა მცხელა, მგონია, რომ ყოველთვის რაღაც მახურავს/მაცვია, რომელიც მიცავს. მიცავს სიცივისაგან და, შესაბამისად, გაციებისაგან.

ჩემთვის, როგორც ივლისში დაბადებულისათვის, მზეს, სითბოს და ზაფხულს სულ სხვა დატვირთვა აქვს. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი წელთაღრიცხვით 1988 წლის 20 ივლისს ფილტვები რადიატორის მიერ გამთბარი ზამთრის კი არა, ზაფხულის ზღვის მარილიანი ჰაერით გამევსო. იქიდან მოყოლებული ზღვა ბოლოს 1992 წელს ვნახე. მარტო დგაფუნი მახსოვს. მას შემდეგ 10 წლის განმავლობაში ზღვას მხოლოდ ტელევიზორით, ფოტოებით და იმ მოგონების ნარჩენებით ვხატავდი, ოდესღაც მარილიანი ჰაერით რომ გამბერა.

Google არ მეთანხმება და ზაფხულის ძიების შედეგად ბანალურ სურათს მიგდებს. ამას კი ჩაკბეჩდა კაცი გემრიელად, მაგრამ არა როცა სიმშვიდე და სითბო გენატრება.

ჩემთვის მზე და სითბო ყველაფერია. თუ ზაფხულზე ყველას ყირაზე გადასვლა უნდა, მე სრული სიწყნარე და სიმშვიდე მირჩევნია. მზე ხომ არ გიჟდება. არის თავისთვის, ანათებს და ათბობს. ხეებიც ქოლგებად იქცევიან და ზღვაც გემრიელად იზმორება. ასეთ დროს რა ჯანდაბად მინდა დისკოთეკა, ყვირილ-ბღავილი, “აწყვეტა” და გატყვრომა? ზაფხულზე მინდა, ზუსტად ის დანაკლისი ავინაზღაურო, რაც დანარჩენმა სამმა დრომ წამღლიტა – სიმშვიდე.

ხატვითაც ზაფხულში უფრო ვხატავ. რაც თავი მახსოვს, ჭეშმარიტად ფერადი ნახატები მხოლოდ გაზაფხულ-ზაფხულზე გამომდის. დანარჩენი თავის დაძალება ან მუსიკის პირდაპირი კოპირებაა.

ჰოდა ეს სითბო, უზღვავი ენერგიით დატვირთული და, ამავდროულად, დამამშვიდებელი მზე მომენატრა. არა, ზამთარიც კარგია და მისი სუსხიანი ჰაერიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი სასმელი წყალი მზეა.

P.S. ბლოგები ისე მომრავლდა, სხვაგან ასეთი ტიპის პოსტებს 20-20 კომენტარი აქვს, მაგრამ მე უკვე გულზე აღარ ვსკდები :green:

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

10 thoughts on “ჩემი სასმელი წყალი მზეა

  1. magdalen

    მიუხედავათ იმისა, რომ როგორც შენ იტყვი ფილტვები რადიატორის მიერ გამთბარი ზამთრის ჰაერით ამევსო მეც ფრიად მიყვარს ზაფხული და სიმშვიდე . . და ზაფხულში ხატვა . . მეც ვთვლი რომ ზაფხული სიმშვიდის ხანა უნდა იყოს და აქამდე არავინ მეთანხმებოდა ამაში :]]

  2. ana

    :) ზღვა… წუხელ დამესიზმრა, მარა სულაც არ იყო თბილი. დიიდი ტალღები ჰქონდა, ციოდა, და ქვებზე თავს მარტყმევინებდა. რომ გავბრაზდი და ავდექი, უცებ დაიწია და დაშრა. მდა… არ ვიცი ამის ფროიდ-იუნგისეული ახსნა, მაგრამ ფაქტია, რომ ზღვა ძალიან ხშირად მესიზმრება… და აქამდე რატომ არ ხარ ნამყოფი ზღვაზე? იქ ისეთი კარგია… ადამიანები რომ არა, მედუზებიც კი სასიამოვნოა, შენ წარმოიდგინე, ყოველ შემთხვევაში, ადამიანებს გაცილებით სჯობია და წყალსაც არ აბინძურებენ. :( რა ცუდია ადამიანობა ხანდახან… ხატვის მუზებიც იცისო, გამიგია… ;) ყოველ შემთხვევაში, მუსიკალური მუზები მოდიოდნენ და მიდიოდნენ და ალბათ, ხატვისიც მოდიან ხოლმე… რეავიცი… ;)

  3. სიყვარულოვნა

    ზღვა.. <3 <3 ზაფხული იმიტომ მიყვარს რომ მთელი წლის უნახავ ზღვას ვნახულობ, ვცურავ და იმ ენერგიით ვივსები რასაც ზღვა მაძლებს.

  4. Natalia

    ზაფხული ჯერ კიდევ მენატრება [შემოდგომაზე ეს განსაკუთრებით აუტანელი იყო], მაგრამ ეხლა ახალი წლის მოლოდინმა ისე გამართო, ცოტა მიმავიწყდა. საახალწლო პერიოდი რომ გაივლის, ნაძვის ხეს დავშლი და სათამაშოებს ყუთებში ჩავაწყობ, ისევ ზაფხულზე დავიწყებ ფიქრს :)

    1. zurriuss Post author

      ჰო, მარა ზამთარი საჭირო რომ არ ყოფილიყო, ღმერთი არ მოიგონებდა ;)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.