ცხონებული მე-ს აზრები Vol. 7

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/01/AllMovies.GE-One-Flew-Over-The-Cuckoos-Nest7.mp3|titles=AllMovies.GE One Flew Over The Cuckoo`s Nest7]
  • გაეცი ლეკვი – მიიღე ძეხვი! — “ზეიკიძის” ახალი აქცია :)
  • ზოგადად, იაპონელები ისევე არ რეაგირებენ სეისმურ ბიძგებზე, როგორც ქართველი ცოლები – ქმრისგან დედის გინებაზე.
  • თვითგვემა ძალიან კარგი გამოსავალია უუბედურესი სიტუაციებიდან თავის დასაძვრენად. მთავარია, დროზე გაჩერდე, რომ სხვა დროსაც მოახერხო იგივე.
  • ზოგჯერ მგონავს, რომ მე, ადამიანი კი არა, გარკვეული შემთხვევა ვარ ამ ცხოვრებაში. იცით, რა მაგარი შეგრძნებაა? :)))
  • ერთხელ საკუთარ თავს თავი კედელზე ვარტყმევინე, ისე მომიშალა ნერვები.
  • სულ მაინტერესებდა, ცოცხალ ორგანიზმებს ფეკალიების გამოყოფა რომ არ შეძლებოდათ, სამყარო ისევ ასეთი ყაყა იქნებოდა?
  • საქართველოში ყველაზე ნახმარი და გაცვეთილი რამ რუსთაველის გამზირია.
  • თუკი დიდი ადამიანები შენს თვალწინ იბადებიან და იზრდებიან, მაგრამ მხოლოდ ეკრანზე გამოჩენის შემდეგ აღიარებ მათ, დებილი ხარ!
  • არსებობენ ბუნებით რეალობას აცდენილი ადამიანები. სულ ნიუსის ჟურნალისტები რომ იყვნენ, მაინც სხვაგან არიან, თავიანთ რეალობაში. მათსავე კატეგორიას მიეკუთვნებიან მარადიული სტარაია ძევებიცა და ა.შ.
  • თუ ათეისტები ერთხელ და სამუდამოდ დაამტკიცებენ ღვთის არარსებობას და, მით უმეტეს, მის არასაჭიროებას, მაშინ ღმერთი თავათ მოუხდის მათ ბოდიშს არსებობისათვის.
  • ყველას გვაქვს რაღაც სათანაგრძნობი. ადრე თუ გვიან…
Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

11 thoughts on “ცხონებული მე-ს აზრები Vol. 7

  1. Mari

    “ერთხელ საკუთარ თავს თავი კედელზე ვარტყმევინე, ისე მომიშალა ნერვები.” – უშველა მერე? მეორედ ცხელ უთოს მიმართე :P

  2. alba

    ”ზოგჯერ მგონავს, რომ მე, ადამიანი კი არა, გარკვეული შემთხვევა ვარ ამ ცხოვრებაში. იცით, რა მაგარი შეგრძნებაა?” – michveva icis :)))

  3. ნინი

    ,,თუ ათეისტები ერთხელ და სამუდამოდ დაამტკიცებენ ღვთის არსებობას”- პირიქითალბათ ხო? :)))

  4. კოტე ჯაფარიძე

    “თუკი დიდი ადამიანები შენს თვალწინ იბადებიან და იზრდებიან, მაგრამ მხოლოდ ეკრანზე გამოჩენის შემდეგ აღიარებ მათ, დებილი ხარ!” ხარაშო, ახლავე გცემ პატივს. :D :D

  5. Glexisbichi

    ”სულ მაინტერესებდა, ცოცხალ ორგანიზმებს ფეკალიების გამოყოფა რომ არ შეძლებოდათ, სამყარო ისევ ასეთი ყაყა იქნებოდა?”- ეს იმდენ რამეს შეცვლიდა, რომ უი, მართლა 1-მა ფრაზამ მაგრად გაასწორა :D
    ”თუ ათეისტები ერთხელ და სამუდამოდ დაამტკიცებენ ღვთის არარსებობას და, მით უმეტეს, მის არასაჭიროებას, მაშინ ღმერთი თავათ მოუხდის მათ ბოდიშს არსებობისათვის” :d

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.