ჩემი მეგობარი ბომბორა

ზაფხულის ამ, ჩემთვის საყვარელ სიცხეში, როცა ხალხის შეწუხებულ სახეების ყურება ყელში ამომივა, მთაწმინდაზე ავრბივარ ხოლმე.  თბილისი გამონაბოლქვისგან ყარს, ამას ემატება პირში სიგარეტგაჩრილი ნებისმიერი ასაკის მქაჩველი, რომელიც სხეულის შიდა ტემპერატურის მომატებით ცდილობს, დააბალანსოს მცხუნვარე მზის სითბო…

იმ დღეს (გუშინწინ) გიგასა და ჟღეროსთან ერთად “ბომბორაზე” ავედით. როგორც გაირკვა, ჩემს დასელ ძმაკაცებს საზაფხულო სამუშაო გამოუძებნიათ. გასამრჯელო 400 ლარია, კვირაში 6 დღე და დღეში 7 საათი. შიდა ტემპერატურა 63 გრადუსს აღწევს. რა სამუშაოა ეს?

ბ ო მ ბ ო რ ა

ჟღეროს მანქანთ მივყავართ მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციის შენობაში. ეს გიგას პირველი დღეა. ჟღერომ უფრო ადრე დაიწყო მუშაობა.

რეგისტრაცია…

ესეც ჩვენი ბომბორა. უფრო სწორედ, ბომბორები :)

ვიწყებთ ბომბორას ჩაცმას. ეს გასახდელი ამისთვისაა გამოყოფილი. ამ შენობაში, თუ არ ვცდები, თანამშრომლების კოსტიუმებია.

“ტანის” ამოცმის შემდეგ თავის ჯერი დგება, რომელიც შენს ტანსაცმელზე მაგრდება.

საწყალი გიგა ახლა მიხვდა, თუ რაში გაყო თავი. როგორც კი ბომბორა დაიხურა, ეგრევე დაიყვირა როგორ ცხელაო. ჟღერომ ღიმილით უპასუხა, ჯერ გარეთ არ გინახავსო :)

ბოლო შტრიხები და გავდივართ

ბომბორას დანახვაზე გახარებული პირველი ბავშვი მე ვიყავი :)

ამასობაში ნამდვილი ბავშვიც გამოჩნდა. კი ეშინოდა, მაგამ მედგრად იდგა და ერთი სული ჰქონდა, როდის ეტყოდნენ “გადაღებულია”

საკმარისი იყო ხელის ოდნავი დაქნევა, რომ ყველა სიხარულითვე პასუხობდა. მაინც რას აკეთებს კოსტიუმი. გიგას დავყვებოდი პარკში, რომ კიბეებზე მივხმარებოდი. ამასობაში მითხრა, რომ სულა არ ეცინება, რომ ოფლად იღვრება და სიცხისაგან დაჯღანულია. ბავშვის კეთილი თვალი (ვერც ჩემი) ამას ვერ ამჩნევს.

ყველაზე ძალიან რაც მომეწონა, პერსონალის დამოკიდებულება იყო. ყველა გულთბილად ესალმებოდა ბომბორას მიუხედავად იმისა, რომ გიგას პირველი დღე იყო. ყველა თავისთან ეპატიჟებოდა და საჭმელს სთავაზობდა. ბომბორასთვის ნებისმიერი საჭმელი და ატრაქციონი უფასოა. ესე არს გასამრჯელო გაუსაძლის სიცხეში გახარებული ბავშვების შემოტევის მოგერიებისთვის.

ბომბორა კარუსელზე

ამ სიცხეში სეირნობისას გიგას საშინლად მოსწყურდა. შადრევანამდე რომ მიაღწია, ასე სვამდა.

2 საათის შემდეგ გიგა არაქათგამოცლილი იდო მატარებელში და ხელს უსიცოცხლოდ აქნევდა. ვინაიდან გიგას ტანჯულ სახეს ვერავინ ხედავდა, ყველა სიხარულით ესალმებოდა, ეს კი ბუტბუტებდა, არ გამეკაროთ, თორე დაგხოცავთო :lol:

კიდევ კარგი, ეს ყველაფერი მხოლოდ მე მესმოდა. სხვათა შორის, ბომბორას ამ კოსტუმით კიდევერ თხელ დავრწმუნდი, რომ ამ დევიშვილს ოთხი ტუჩი აქვს. ოთხი ბუსკუნა ტუჩი.

მოკლედ, ბევრი რომ არ გადაგღალოთ, 7-ზე გიგამ, როგორც იქნა, გაიხადა დალოცვილი ბომბორა. სახეზე ისეთი სველი და ჩაწითლებული იყო, ქვეყანაზე ახლად მოვლენილს ჰგავდა.

…სამუშაო დღე დასრულდა. შიგნიდან გაოფლილი ბომბორა სარეცხის შენობაში წავიღეთ. ასე მოუწევს მას, გიგასა და ჟღეროს თითქმის ყოველ დღე, სამი თვის განმავლობაში, 12-დან 7-მდე ერთმანეთის ატანა. ასე რომ თუკი მთაწმინდის პარკში ბავშვების გარემოცვაში მოსიარულე ბომბორას ნახავთ, ხელი დაუქნიეთ და გაუწიეთ ანგარიში მის 63 გრადუსიან, შინაგანად გაუსაძლის, გარეგნულად კი მხიარულ-სასიამოვნო სამუშაოს ;)

P.S. დაივიწყეთ ექიმი ბორმენტალი, ქირურგიული დანების კოლექცია, ლიპოსაქცია, გასახდომი ჩაი, სასწაულმოქმედი კორსეტები! “ბომბორა” გაღირსებთ საოცნებო ფიგურას სულ რაღაც 2-3 დღეში :P
Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

31 thoughts on “ჩემი მეგობარი ბომბორა

    • თურმე აქამდეც ჰყოლია… ან მაბოლებენ და არ ვიცი :green:

  1. ყველაზე ტკბილი პოსტია
    და ბომბორა კარუსელზე არის წლის სურათი
    ძალიან ძალიან საყვარელი სურათია

    მოვიდეს რაა ბომბორა დღეს ვიკიკოს დაბადების დღეზეეეეეეეე

    • გილოცავ ვიკიკოს დაბ. დღეეეეეეეეეეეეეეეეეს :***************8
      მთაწმინდაზე რომ ახვიდე, 7-მდე იქ იქნება ბომბორა :) )

  2. რომ ვნახავ ვკითხავ
    შენ გიგა ხარ თუ ჟღერო
    და გაგიჟდებიან :D :D :D

  3. ვაიმეეე რა საშინელებაა ამ სიცხეში მაგხელა რაღAცის ჩაცმაა :( მაგრამ ნუ ეხლა ბავშვები რო გიყვარს კაცს რას არ გააკეთებ რაა :D :D :D

  4. რა საშინელებაა, დავიჯერო რამე საშუალება არ არსებობს რომ არ გაიგუდო? ყინულები რო ჩაულაგონ ან რავიცი…

    • ემოცია გალაპარაკებს ახლა შენ. დამშვიდდი და რამე რეალური შემოგვთავაზე :)

  5. ვაიმე ნშენიო მეგორბის მაგივრადმე დამემართა სითბური დარტყმა!!

    ღმერთო რა უღმერთO სამუშაოა!!!!
    ისე ყინულების დიდი შეკვრა უყიდონ ბიჭებს და ჩაუყარონ მაგ კოსტუმში!! ბევრად უკეთ იქნებიან :D

  6. ვაიმე რა ცოდოები არიან = ((
    მაგრამ მეც დიდი სიამოვნებით გავხდებოდი ბომბორა. გასამრჯელო უბრალოდ ხეტიალში და ხელის ქნევაში ცოტა არაა :P

  7. საბრალო ბომბორა, რაღაცნაირად შემეცოდა : ) თან ბავშვებს ახარებს და თან როგორ იტანჯება.

    პ.ს ძალიან კარგი ფოტოებია, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სურათებმა მოახდინა. ნუ, პოსტმაც ცხადია : )))

  8. ბავშვობაში ეგეთი ბომბორა რომ დამენახა სადმე, გულიც გამისკდებოდა შიშით :D :green: :green:

  9. ერთდროულად ვიცინოდი და მგონი ვტიროდი, განსაკუთრებით იმ ფოტოებზე, არაქათგამოცლილი რომ ზის კარუსელზე და მატარებელში.

    ვიტყოდი მსახიობები ხართ და თქვენი არ დაიჯერებათქო, მარა ამ სიცხეში ეს გუბკა-ბომბორა რომ ცხელი იქნება, რა დაჯერება უნდა.

    მომინდა ბომბორაზე ასვლა და ამათი ნახვა :) ) კიდე რო წახვალ, მითხარი :D

  10. აუ, აუ, აუუუუუუუ! ჯერ ისე რა არის და ახლა მაგსისქე რაღაცით.. მედალი ეკუთვნის მაგ შენ ძმაკაცს გმირული სულისკვეთებისათვის.

  11. დღეს ვნახე, მოვკვდი ბომბორას საცოდავობით, კოსტუმი ძალიან დიდი და რთული სატარებელი მგონია, მგონი დაბალი ანაზღაურებაა ამ შრომისთვის.
    ძალიან კარგი ფოტოებია.

  12. ეს ინტერნეტი მომკლავს :( ნახევარი საათია ხსნის და ვერ გახსნა სურათები, არადა როგორ მაინტერესებს :| მაგთიფიქსის მომდემის…

  13. აუუ, შენ ჟღეროსაც იცნობ!!! მინდა გითხრა ერთ სპექტაკლში – “ვთამაშობთ სამანიშვილს” – გიორგი გომურაშვილის დადგმულია, ერთად ვითამაშეთ. მე დიდი არაფერი როლი არ შემხვდა, ჯერ სოფლელი ჭორიკანა ვიყავი და მერე “სვეცკი” ჭორიკანა, მაგრამ მაინც, ჟღეროსთან თამაში არის დიდი სიამოვნება. ჩვენმა თეატრმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სულ რაღაც ნახევარი წელი ანუ ერთი სემესტრი იარსება, მაგრამ თავისი სახელიც ჰქონდა: თეატრი “დებიუტი”, რაც ყველას ძალიან მოგვეწონა… იმ შენს პოსტზე ნახევარწარსულზე მინდოდა დამედო კომენტარი, მაგრამ რატომღაც ვერ მოვახერხე… და ამიტომაც აქ ვდებ… გაიხარე, გამახსენე მეც კარგი დრო… :) )))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »