“ქარი მწყურია მე პირდაპირი” ანუ მურმან ჯინორიას მუსიკა

ახლა ის დროა,

როცა ცოტა ხნით არაფრის გაგონება მინდა,

როცა ცოტა ხნით სუბიექტურობა მინდა,

როცა ცოტა ხნით ჟურნალისტობა არ მინდა

და როცა ცოტა ხნით ისევ იქ მინდა.

ადგილი – რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა

რეჟისორი – მურმან ჯინორია

ავტორი – მურმან ჯინორია

მუსიკალური გამფორმებელი – მურმან ჯინორია

ინსცენირების ავტორი – მურმან ჯინორია

ერთადერთი როლის შემსრულებელი – მურმან ჯინორია

ლექსი ხატვაა, მუსიკით ხატვა და ბგერებით წერა. თითოეული სიტყვის წარმოთქმა მუსიკალური რეჟისურაა, მხატვრული ინტერპრეტაციაა, არტისტული კომპოზიციაა.

დღეს ტემბრმა, რომელიც რამდენიმე ინსტრუმენტს მოიცავს, კიდევ ერთხელ დაარწმუნა მაყურებელი რეალურობის ირეალურობაში. კიდევ ერთხელ დააბრუნა გალაკტიონის, რჩეულიშვილის, ყარაჩოღელთა და სხვათა ილუზიური ისტორია. კიდევ ერთხელ მაესტრომ მრავალფეროვნად დაგვარწმუნა, რომ “ვნების სიმძაფრე შენებაშია და არ აშენებულით ტკბობაში”. კიდევ ერთხელ მურმან ჯინორიამ თავისი მუსიკა ააჟღერა.

დღესაც, ისევე, როგორც წინათ, რუსთაველის თეატრში შემთხვევით მოვხვდი. საშუალება მომეცა, ამ წარმოდგენას დავსწრებოდი. მიჭირს, გავიხსენო, ბოლო დროს რა მომეწონა ასე ძალიან. აჰ, ხვოროსტოვსკის კონცერტი. მაგრამ ის მუსიკა იყო, ეს კი პოეზიაა. არა, ესეც მუსიკაა. “პოეზია” დამაკნინებლად ჟღერს ამისთვის. მურმან ჯინორიას დღევანდელ გამოსვლას, ალბათ, შევადარებდი პლასიდო დომინგოს ერთ-ერთ კონცერტს. თბილს, მაჰიპნოზირებელსა და უზარმაზარი ნიჭით გაჯერებულს. წარმოდგენას, რომელშიც მთავარი გმირის ცხოვრების ყველაზე მძაფრი შეგრძნებები მასზედვე აისახება. იგი მარტოა, სცენაზე ყველას წინაშე და სწორედ ამ მარტოობითაა იგი გენიალური.

ვიცი, რომ ეს საღამო ჩემი მოგონებების უცველი ნაწილი გახდება და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ეს ასე იქნება! დასასრულს კი “მთაწმინდის მთვარე”. ისეთი, როგორიც “ჯერ არასდროს არ შობილა”.

პოსტი გამოქვეყნდა  Teatri.Ge-ზე

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

5 thoughts on ““ქარი მწყურია მე პირდაპირი” ანუ მურმან ჯინორიას მუსიკა

  1. Pingback: Tweets that mention “ქარი მწყურია მე პირდაპირი” ანუ მურმან ჯინორიას მუსიკა » Zurriuss.Ge -- Topsy.com

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »