დავით აღმაშენებელი მოედნის ზედამხედველობიდან გამზირის ზედამხედველად გადაიყვანეს

კაცმა რომ თქვას, ეს ჩვენი ხელის(და არა მხოლოდ ხელის)უფლება ყველაფერში დამნაშავე კი არ არის. ხანდახან, უნებურად მაინც, გამოსდის ნორმალური და ადეკვატურობასთან მიახლოებული გადაწყვეტილებები. საქმე ისევ ძეგლო-მანიას, -ფილიას თუ -ფობიას შეეხება, რომელიც, ამჯერად, ქუთაისში განხორციელდა. ახლა იგი თავისი სახელობის გამზირს 100-საფეხურიანი კიბეებიდან გადმოჰყურებს.

ჩავედი თუ არა, ეგრევე “აღმაშენებლის მოედნისკენ” (ნეტა, ახლა რას დაარქმევენ) გავიქეცი და, უძლეველი მეფის ნაცვლად, ეს დამხვდა:

გულმან ჩემმან ვეღარ მოითმინა, საკუთარ ფლოქვებზე ავმხედრდი და მყის მის ადგილზედ განვიჭიმე.

VTB ბანკო, შემდეგში თქვენი პროდაქტ პლეისმენტისთვის ფულს მოგთხოვთ :დ

ოდეს გული მოვიოხე, ძებნად მისად წაველ. ვიცოდი, სადაც გადაიტანეს. არც ისე შორია, მაქსიმუმ, 1 კმ. მიველ, ვნახე, მომეწონა.

ძალიან მოუხდა ამ ადგილს, რადგან მის წინ ვეებერთელა სივრცე იშლება. ადგილიც დიდია და ძეგლიც ბუნებრივად ჩაეწერა სიტუაციაში. თუმცა, ამაზე ნაციონალებზე ადრე იზრუნეს ჯერ კიდევ მათ, ვინც, თავის დროზე, აქ ლენინის ძეგლი წამოჭიმეს. ახლა აქედან დავითი მიესალმება ხალხს. მისი სახელობის მოედანზე კი, სავარაუდოდ, შადრევანს დადგამენ. გულის სიღრმეში კი ვიცი, რომ რაღაც “კოზლოკოშკობა” (ქუთ,: კოზლოკოშკები – უხეშად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც მტარებელს არ უხდება და გოიმობაა) იქნება, მაგრამ, როგორც ოპტიმისტ ქუთაისელს, მეც მჯერა, რომ ჩვენი პრეზიდენტი ჩვენზა (ქუთ.: ჩვენთვის) გლახას არ გეიმეტებს.

ახლა გადავხედოთ აღმაშენებლის ვეებერთელა გამზირს, დავივიწყოთ უხარისხოდ (და ცაიტნოტში) დაგებული ველოტრასა, ყურადღება არ მივაქციოთ ნაუცბათევად ჩარგულ პალმებს (რომელთა მორწყვა სახანძროებს დაევალათ) და გავიხედოთ დასავლეთისაკენ, სადაც, დინოზავრების ეპოქაში, ზღვა მოჩანდა. ისე, ქუთაისი ისეთი ქალაქია, დასავლეთისაკენ რომ გაიხედო, მართლა გეგონება, რომ “იმ სახლების” ან “იმ ხეების” იქით ზღვა იწყება.

…ან, უბრალოდ, ძალიან მომენატრა ზღვა.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

3 thoughts on “დავით აღმაშენებელი მოედნის ზედამხედველობიდან გამზირის ზედამხედველად გადაიყვანეს

  1. An Na

    გუშინ მანდ ვიყავი ზუსტად და მართლა არანაირად არ ეხამებოდა პაწაწუნა მოედანს უზარმაზარი ძეგლი :| შენ უფრო უხდები ზუ :დ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »