ყველაზე რეიტინგული მაყურებელი

რუსთაველის თეატრმა ყველაზე რეიტინგული მაყურებლის ათეულში შემიყვანა. ამან ძალიან გამახარა, რადგან თეატრი ჩემი ბოლო 3 წლის ახირებაა. ვიცნობ მომუშავე პერსონალის ნაწილს, რამდენიმე მსახიობს, ზოგთან, საერთოდ, დავმეგობრდი კიდეც. სპექტაკლებზე ვსარგებლობ შეღავათებით, თან თითქმის ყველა მათგანზე პატარა რევიუებს ვაკეთებ Teatri.Ge-სათვის. დღეს, შეიძლება, ითქვას, თეატრი ჩემი ცხოვრებისა და ყოველდღიური საფიქრალის ნაწილია.

მახსოვს, სულ პირველად, მცირე სცენაზე მარტომ ვნახე სტურუას “მტრის ნიღაბი”, ამელი ნოტომის მიხედვით. მაშინ, ოპერის გარდა, არც ერთ მუსიკას არ ვწყალობდი და, ამის გამო, სპექტაკლი ძალიან მომეწონა (სულ არიებითაა გაფორმებული). მერე, არც მეტი, არც ნაკლები, “ჰამლეტი” ვნახე მეგობრებთან ერთად. გამოგიტყდებით, საშინლად არ მომეწონა. ვერ წარმომედგინა, “ასეთი” ჰამლეტი როგორ უნდა ყოფილიყო. ვერც შინაარსს გაიგებდი და ვერც მსახიობთა მიმიკების აზრს… თურმე სად ვბანაობ. მეორედ სულ მარტო წავედი მის სანახავად და იმ საღამოს წარმოდგენა შემეცვალა. როცა “შობის მე-12 ღამე ვნახე”, მივხვდი, რომ გა-და-მე-კე-ტა. ამან რაც მოიტანა, ნახეთ ქვემოთ.

  1. შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ – 15
  2. ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი – 10
  3. ჰამლეტი – 11
  4. მტრის ნიღაბი -4
  5. სტუმარი – 5
  6. ყოფილების სარეცელი – 3
  7. დაბოლილი მთვარე – 3
  8. დარისპანის გასაჭირი – 2
  9. ჭალას ჩიტი მომკვდარიყო – 2
  10. თორმეტი განრისხებული მამაკაცი -3
  11. ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებლები – 4
  12. ქარი მწყურია მე პირდაპირი – 2
  13. კაცია ადამიანი?! – 4
  14. მოხუცი ჯამბაზები – 1
  15. ვარსკვლავბიჭუნა – 1
  16. ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს? – 1
  17. ორი ძმა – 1
  18. სალამურა – 1
  19. ქალი წარსულიდან – 2
  20. სულიერი არსებები – 1
  21. გონზაგოს მკვლელობა – 1
  22. ბენიამინი – 1
  23. ჰამლეტი.comX -2
  24. გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება – 1
  25. ეიfორია -2

ბონუს:

  • რეკვიემი (ვერდი)
  • ჰამლეტი (ნეკროშუსი)
  • მითრიდატე, პონტოს მეფე (მოცარტი) – 2

ჯამში, 70-ზე მეტი ვიზიტი. გუშინაც ვიყავი ერთ ძალიან საინტერესო და, ვიტყოდი, ექსპერიმენტული სპექტაკლის პრემიერაზე, სახელად ეიfორია. სხვა დროს, როცა რამე იქნება, შეგიძლიათ, დაფიქრდეთ, რამდენ ბანალურ საღამოს გაიმეტებდით თეატრისათვის ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

10 thoughts on “ყველაზე რეიტინგული მაყურებელი

  1. Mari

    მასეთი “რეიტინგული მაყურებელი” მეგობარი მყავს, სულ თეატრშია, ოღონდ ის არ ითვლის ვიზიტების რაოდენობას. უკვე განწყობაზე ვატყობ წინა საღამოს რომელი სპექტაკლი ნახა :D

  2. Anonymous

    გილოცავ ზურიე :* კაი ხანი ველოდი 10 რჩეულს შორის შენს აღიარებას :*

  3. salome

    ხოდა მგონი ეიფორიიდან დავიწყე ჩემი სათეატრო–სამაყურებლო მოღვაწეობა :), ისე ოპერა მეც მომწონს მართალია მთლად კარგად ვერ ვერკვევი,მაგრამ სანამ ოპერას გასარემონტებლად შეფუთავდნენ დავდიოდი, ჩემ ჭიას ვახარებდი, ახლა სად ჯანდაბაში ვიარო არ ვიცი. youtube კიდე რავიცი რავიცი.
    ხო რა მინდოდა კიდევ მეთქვა თამარ ბოკუჩავა დავლანდე თავში, რატო ფეხი არ მომტყდა გუშინ სხვაგან რომ მივდიოდი, ვგიჟდები ამ ადამიანზე არაჩვეულებრივი თეატრმცოდნეა და თეატრისმიმართ ინტერესი რომ გამიჩნდა მისი დამსახურებააა. იარეთ თეატრალურში მის ლექციებზეეეე. ისე მაინტერესებს რას ფიქრობს ამ სპექტაკლზე.
    ხო კიდევ ის რომ მეგონა კრიტიკით გაუმასპინძლდებოდნენ ამ სპექტაკლს (ეიფორია), მაგრამ რავიცი ჯერ ვერ მოვკარი ყური ვერაფერს. ვერც ისეთს და ვერც ასეთს. ნუ უფრო ისეთს :) ხო და ბოლოს მე მიყვარს თამარ ბოკუჩავა :) რა საყვარელიააააა.

    1. Zura Balanchivadze

      ვაიმე, თეატრალურში სასიარულო დრო ნაღდად აღარ მრჩება, მაშინ სხვა რამეებზე უნდა ვთქვა უარი. შენ რომ შემახსენო, არ გინდა? თეატრზე მე მოგეხმარები. ოპერაზე – მით უმეტეს :)

  4. Katieé.Ge

    ფრიად არაერთგვაროვანი შეფასება-ინფორმაციები მესმა მაგ სპექტაკლზე.

    1. Zura Balanchivadze

      ეგრეა. მსახიობებსაც არ მოეწონათ. მე კი ძალიან გამიხარდა, რამდენიმე მათგანი კარგად რომ გავიცანი.

  5. Temo Rekhviashvili

    es yvelaferi kargi mara ver gamigia “qali warsulidan”ze orjer rogor gacherdi?davijero eg mogewona da “antigone” ara?? an “dabolili mtvare”ze – 3 jer???……ise gilocav 10 eulshi shesvlas :)))))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »