მოაის ფიქრები

გაიღვიძეთ, თენდება!

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/11/10_stingray.mp3|titles=10_stingray]

ჩვენ უკვე გვღვიძავს. შეიძლება ითქვას, არც დაგვიძინია

არც არასდროს გვიძინია

და არ დაგვეძინება მანამ, სანამ სამყარო არ დაიძინებს

მოე, ჰორიზონტი როგორია დღეს, მრუმე თუ მოქუფრული?

ჰორესფრად მრუმე, ისევე, როგორც გუშინ, მის წინ და იმის წინ. ტალღები ერთმანეთს თმას უწნიან. აქაიქ თუ ამოაფრქვევს ორთქლს ლურჯი ვეშაპი.

ახალი დღის დაწყებას მოგასწავებთ! ღამემ მშვიდად ჩაიარა. ღრუბლება, ჩვენს თავზე რომ მოგზაურობდნენ, მხოლოდ მცირე ხნით შეისვენეს და სამხრეთ დასავლეთით გაუყვნენ გზას.

ჰამადელობ, სანაპირო დაცვა ადგილზე!

მზად ვართ!

მარადიული მზერა ევლება გარს, ატყვევებს მტერს, იცავს ჩვენს კარს!

უმოუი, უმოუი! ლოცვას ვიწყებთ...

თაგატა, ო ორო ტუმა! გადმოჰუდი შუენ გჰულზე, შუენ თჰუალზე, ხჰუელსა და თჰუავზე!

მოგ უვეი ილა, რადა გუე ვამუკლავდით დჰევანდელსა დჰესა და ვიჰქუმდეთ ასრეთ სჰუთისოფელსა!

რამედუ დჰეი თითოულ არს დჰეი მარადის!

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/11/musica-relajante-el-mar.mp3|titles=musica relajante – el mar]

ქარს ცისარტყელის სუნი მოაქვს, ორ დღეში იწვიმებს. ამ საღამოს სულების შეგროვება და გადამალვა მოგვიწევს...

- რაზე ფიქრობ, ტეკამა?

– რაზეც გუშინ. შენ?

-მეც. და შენ რაზე ფიქრობ, ოპუი?

-რაზეც თქვენ.

-გამოდის, რომ ყველანი იმაზე ვფიქრობთ, რაზეც ახლა ვფიქრობთ.

-გამოდის, რომ ეგრეა.

-ოდესმე მოვკვდებით?

-რა არის სიკვდილი?

-ის, რაც ჩვენს წინაპებს ჩვენს მეხსიერებად აქცევს.

-მაშინ, ალბათ, მაშინ მოვკვდებით, როდესაც ჩვენგან შემდეგი თაობა იშვება.

-და ეს მაშინ მოხდება, როცა მეხსიერებებად გადაქცევას დავიწყებთ, არა? მერწმუნე, მთელი ცხოვრებაა, მჯერა, რომ მალე მეხსიერებად უნდა გადავიქცე და ჩემი მომავალი ვასაზრდოო, მაგრამ არა და არ დადგა ის დრო.

-მგონი, ალბათ, არც დადგება.

-რატომ გგონია ეგრე?

-იმიტომ, რომ ჩვენს წინაპრებს არ ვგავვართ. მართალია, მათ არ ჰქონდათ გამძაფრებული ყურადღება, მაგრამ მათ შეეძლოთ მოძრაობა, ყვირილი, ძილი.

-და სწორედ ამიტომაც იქცნენ ჩვენს მეხსიერებად. ანუ დაიხოცნენ. შესაბამისად, მოძრაობა, ყვირილი და ძილი, მეხსიერებად გვაქცევს. მე ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. ვერც ავმოძრავდი, ვერც დავიყვირე, ვერც დავიძინე და, რა თქმა უნდა, ვერც მომავალი თაობის მეხსიერებად გადავიქეცი.

დღე ისე დაბერდა, ერთი ფოთოლიც არ მოუტანია. როგორ მენატრება ფოთლები...

-მე წინაპრები მენატრება.

-მე ხეები.

-ნეტა, ძველ სიფერადეს თუ ოდესმე ვნახავ.

-მე მე წინაპრების ხმები მომენატრა, მაგრამ არ მახსოვს, როგორი იყო.

-მე დღევანდელილ დღე მომენატრა, რადგან ხვალ, ხვალ მერე და ხვალ ხვალ მერე უსულოდ უნდა გავატაროთ.

-მე ხვალ ხვალ ხვალ მერე მომენატრა, ცისარტყელა რომ იქნება, ყველაფერი რომ გაშრება და მზე რომ სულებს დაგვიბრუნებს.

მზე ჩასვლას იწყებს, ყველანი მოვემზადოთ სულთან განსაყრელად!

აბუი ჰიმამა...

აბუი ჰიმამა...

აბუი ჰიმამა...

აბუი ჰიმამა...

მიჰიბეჰერ სულენ შჰუენე შუხივთა შჰუნთა.

გჰუნათოდე მათ.

გჰუნათბობდე მათ.

მარად ჩჰუენი გჰონება ფიქრად წჰინაპართა და შჰურეთად ჰურიზჰუნდთა უსჰასჰურლუისა უკეანისათა.

დაცჰვად სულთა შჰუნთა.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

5 thoughts on “მოაის ფიქრები

  1. ვასასი

    არ ვიცი რატომ, მაგრამ გული ამიჩუყდა..

    არ ვიცი, იცი თუ არა, რომ ძალიან მიყვარს ამერიკული ცივილიზციები. ახლა ამას რომ ვკითხულობდი, ასე მეგონა, იქ ვიყავი და მადლობა ამ პოსტისთვის, ზურა.. :*

  2. მარი

    აზრზე არ ვარ საიდან ვიცოდი ამათ შესახებ, მაგრამ ერთ წუთში მივაგენი google earth-ში.
    პოსტი კი ისეთია, რომ წა(ვ)იკითხავ და 1 საათის მერე მი(ვ)ხვდები რა ეწერა.

    1. zurriuss Post author

      კარგია, მაგას რომ მეუბნები. ბევრი არ ფიქრობს ეგრე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.