როგორც წინა პოსტში მოგახსენეთ, “მითრიდატეს” მეორე დღეზეც წავედი. მაინტერესებდა, როგორ იმღერებდნენ სტუდენტები. პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან ნასიამოვნები დავრჩი.
- ერთი იმიტომ, რომ ნაკლები ალიაქოთი და დაძაბულობა იყო.
- მეორეც, ყველამ კარგად იმღერა და, საერთო ჯამში, წარმოდგენაც უფრო გათანაბრებული მომეჩვენა.
- წინა დღის მსგავსი უადგილო წუილი და ბრახუნი არ ისმოდა.
- რაც არ უნდა იყოს, სტუდენტები არიან და წინ კიდევ ბევრი რამ აქვთ, თუმცა სიმღერის ეს დონე და კულტურა უკვე ძალიან ბევრზე მეტყველებს.
- იანგმაც და მურჯიკნელმაც, წინასთან შედარებით, უკეთ იმღერეს.
- რეჟისურასა და ორკესტრზე უკვე ვილაპარაკე.
ესეც ვიდეოები გუშინდელი #2 პრემიერიდან:
http://www.youtube.com/watch?v=gf-BuCk-M6g