რეალობა, რომელიც გვაკლია

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/02/relaxing-instrumental-music-relaxing-instrumental-music-sounds-of-nature-forest-piano-rain-on-the-pond.mp3|titles=relaxing instrumental music – relaxing instrumental music – – sounds of nature – forest piano – rain on the pond]

მიმავიწყდით?… არა :)

უბრალოდ, რაღაც რაღაცებს ვხარშავ(დი) ტვინში. დღეს დილით ბოროტი ვიყავი, ახლა მინდა, კეთილი გავხდე, როგორც დიდი ხნით დიდი ხნის წინ. ჯერ ვერ გადამიწყვეტია და რაიმე სახის რჩევა ახლა ნამდვილად არ არის საჭირო. ორივეს მხარეს ვყოფილვარ და ამ საკითხში აქეთ დავაკვალიანებ სხვას. ვყოფილვარ მსუქანიც და გამხდარიც, აქაც საკუთარი გამოცდილებები მაქვს და ორივეს ბენეფიტებს მოგახსენებთ, თუკი რამეში გამოგადგებათ…

დღეს არ მინდა, Zurriuss ვიყო. პოსტსაც ეტყობა, რომ “ცოტა ვერ” არის. ეს იმ რეალობის ბრალია, რომელიც გარს გვაკრავს და იმისაც, რაც ასე გვაკლია. ვინც ამ დანაკლისს არ განიცდის, შეუძლია, არ იდარდოს.

ბუნება მაკლია. არა, “სადმე ბუნებაში გასვლა” არა. სწორედ, რომ “სადმე ბუნებაში გასვლა” არ მაკლია. “სადმე ბუნებაში გასასვლელი” ადგილებიღა რომ შემოგვრჩა – ეს მადარდებს. ნამდვილი ბუნება გამდნარი თოვლის ნაფლეთებივით შემოვიტოვეთ, დანარჩენი – გავაფარჩაკეთ. ყველამ: მეც, თქვენც, ვინც ამ პოსტს კითხულობთ და სხვამაც, ვინც ამას არ/ვერ წაიკითხავს.

გავა კიდევ რამდენიმე ათეული წელი და როცა ჩვენთან ყველაფერი ასეთი გაქრება, “მოზგთა” კომიტეტი ახალ გენიალურ წინადადებას წამოაყენებს მსგავსი ბიოლოგიური ნიმუშების სხვა გალაქტიკიდან ჩამოტანის თაობაზე. შემდეგ ამას გაერო (თუ კიდევ იარსება) ღრმა აღფრთოვანებით შეხვდება და “განათლებული” რობოტებიც ლითონის ენაგადმოგდებულები დაიწყებენ იმის ძიებას, რაც მათ შექმნას შეეწირა.

ლამაზია, არა? გაზაფხულის მზით განათებულ დილის ხასხასა ბალახის წვერზე ზანზალაკებად დაკიდებული წვიმის გრილი წვეთები.  დააკოპირეთ ეს სურათი ყოველი შემთხვევისათვის. რა იცით, როდის მოგენატრებათ.

უხასიათობა და დეპრესია დღეში ათჯერ მაინც მემართება. წინააღმდეგი თუ არ იქნებით, ამ არგუმენტს განვაზოგადებ. ყოველდღიური წუწუნი, კინკლაობა, უამრავი კარგი/ცუდი ინფორმაცია, რომელიც ტვინს გვირევს და ნერვებს გვიშლის. ზოგჯერ ვფიქრობ, ახალი ამბების გარეშე ცხოვრება ხომ არ აჯობებდა–მეთქი, მაგრამ ეგრევე პროფესია მახსენდება. ჟურნალისტიკა, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ, ზედმეტად რეალისტურობის გამო, ზოგჯერ დასანახად ვერ ვიტან. იგი ყველაფერს ჩარჩოში აქცევს, რითაც ამარტივებს არსებულის არსს. მეორე მხრივ, ჟურნალისტიკა ნებისმიერ ინფორმაციას ყველასთვის გასაგებად აქცევს და ამით არს პატივსაცემი. საბოლოო ჯამში კი ისევ ბუნება ზიანდება: ერთ მსხვილტირაჟიან გაზეთს 150 კუბური მეტრი ხე ეწირება.

გეცნობათ ჩვენი ხელოვნური თავისუფლება?

უკვე თვალი შევაჩვიეთ ასეთ რამეებს

… და ერთხელაც, როდესაც ეს ნატვრაც ასრულდება, დიდი შანსია, ამის ნაცვლად…

ეს მივიღოთ…

დღეს აქ გავჩერდები, რადგან ამ პოსტით ახალი არაფერი მითქვამს. უბრალოდ, ვეცადე, შემეხსენებინა ცოტ–ცოტა ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო ჯერ კიდევ არსებობს. ყველაფერი, რაც ჩვენს ჯიუტ ეგოს ეწირება, “მერე რა უჭირს ერთ პატარა ნაგლეჯს თუ დავაგდებ” რომ ჰქვია სახელად.

კადნიერი შეგონება: თუკი შენსას გამოუსწორებლად ჩააოხრებ, იმის ზრდილობა მაინც გეყოს, რომ შენ მიერ განადგურებული სხვისგან წართმევით არ აინაზღაურო. (c) Avatar

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

17 thoughts on “რეალობა, რომელიც გვაკლია

  1. Natalia

    ’დააკოპირეთ ეს სურათი ყოველი შემთხვევისათვის. რა იცით, როდის მოგენატრებათ.’ დავაკოპირე, ესეც და წინაც – მზის სხივები <3

    რა საშინელი დღეებია.. ასე მგონია,ყველა ცუდ ხასიათზეა. როდის გაივლის ნეტავ.

  2. D@niko

    ჰო, ფაქტია, რომ ხასიათი იყო განსხვავებული :)))) უბრალოდ, ამ ეტაპზე ცვენ მეტის გაკეთება არ ძალგვიძს… და სანამ ყველაფერს გაანადგურებენ, მოვასწროთ… : ))) ესაა ჩემი კომენტარი!

    ცხოვრება მშვენია და შევირგოთ სანამ ასეთია :)

    სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა და ვაჰ, რატომ კრეფს ეს ხელი კლავიატურაზე კიდევ ამ სულელურ წინადადებებს… წადი, შვილო იმუშავე… : ))) ნუ საჩკავიკობ, დია :)

    მომიტევეთ… :)

  3. mr.picasso

    ბუნება მეც მაკლია ხშირად მბეზრდება ქალაქი თავისი შავი ყუთით და უფრო შავი საინფორმაციო გამოშვებებით სრულ ნევროზამდე მიყავს საზოგადოება. გამოთბეს ზუსრიუს და ქართულმა ბლოგოსფერომ ერთი 3 დღიანი პახოდს მოვაბათ თავი რომ ყველამ ერთად დავისვენოთ ბუნებაში კარვებით.

    1. zurriuss

      კარგი აზრია. თუ რამე, ვირთხის მწვადები ჩემზე იყოს – ეგეც ხომ ბუნების ნაწილია :D :D

  4. ჯოლი

    ხშირად ვსტუმრობ ბლოგერებს და ყველა მათგან 2 მომეწონა: ლინგვისტუსის და თქვენი, ნამდვილად პროფესიონალიზმითაა ორივე შექმნილი. ამის შემდეგ სისტემატურად გესტუმრებით, დღეს გაგიცანით მხოლოდ და ბოლომდე დათვალიერება ვერ მოვასწარი.

    1. zurriuss Post author

      დიდი მადლობა, ჯოლი :)
      ოღონდ თქვენობით ფორმას თუ შეელევით, უმჯობესი იქნება ჩემთვის… :))
      ელერდაშვილის ბლოგთან ჩემი ბლოგის დაყენება მართლა დიდი პატივია და მესიამოვნა ნამდვილად. რეავი… ძალიან ვეცდები, იმედები არ გაგიცრუო.

  5. sofie

    ახლა აი ასეთ ხასიათზე ვარ ზუსტად. საიდანღაც გამახსენდა ეს ძველი პოსტი. ისიც გამახსენდა რაღაც არაჩვეულებრივი მუსიკა რომ გქონდა აქ და ასე ძებნა–ძებნით მივაგენი. როგორ გითხრა მადლობა, მარა მაინც მადლობა…კი არადა ხო რა, რავი კაია :roll:

  6. kvata

    ვაიმე აქამდე სად ვიყავი. . . შენი ყველა პოსტი უნდა წავიკითხო. . . დამევასე :d

    1. zurriuss Post author

      რავი, სამი წელია, ვბლოგერობ.დდ
      ღრმადლობა :დდდ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »