მინიგამოძიება კოდური სახელწოდებით “საოჯახო iPod 4G”

მეც ვულოცავ გიორგი წიქარიშვილს და მის მეუღლეს, ქალბატონ ხატია კირვალიძეს. პრიჩომ ტუტ ხატია კირვალიძეო, იკითხავთ ალბათ. მე კი დავძენ (როგორ ამეკვიატება ხოლმე ეს დაძვნა), რომ…

აი, რა ხდება:

დააწკაპუნეთ და გადიდდება

ვსიო იასნო. ა, მაინც ვერ ხვდებით? ლიოგკიმ დვიჟენიემ მაუსა…

“გარდა “საქართველოს ბანკის” თანამშრომლებისაოოოო

ერთი კითხვა: რას გადაგეკიდეთ ნოემბრის ამ თბილ დღეს?

პასუხი: მე არ გადაგეკიდეთ, თქვენ თვითონ შემოხვედით.

შეკითხვა #2: გიორგი წიქარიშვილი ბანკის თანამშრომელია?

პასუხი #2: საქმეც ეგ არის, რომ არა.

როდესაც ახალთახალი iPod 4G გამარჯვებულს ელოდებოდა, გამარჯვებულის მეუღლე მილოცვებს იღებდა.

– გამარჯვებულის მეუღლე ანუ ხატია კირვალიძე?

– დიახ :green:

– აააააა, ანუ ეგ არის “საქართველოს ბანკის” თანამშრომელი????

– დიიახ :green:

– არ მჯერა!

– მოდი და ნუ დაიჯერებ :green:

ხატია კირვალიძის გვერდზე გამოსახული “ოქროს ლომი” ველისციხეში ნაპოვნი თითქმის ასეთივე გარეგნობის ფიგურის ასლია, რომელიც ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოთი თარიღდება. ჰო, მართლა, ეს “ოქროს ლომი” “საქართველოს ბანკის” ლოგოცაა ;)

გაადიდეეეეეთ!

და სწორედ აქ იმალება ის საკვანძო ადგილი, რომელიც, შეიძლება, უკვე ამოიცანით, მაგრამ მე მეტი საქმე არა მაქვს და მაინც გავადიდებ:

უი, ეს კი არა და აი, ეს:

ნუ ღელავთ, ისევ ის "ოქროს ლომებიან"-ფეისბუკიანი ადამიანია. უბრალოდ, პროფილის სურათი აქვს სხვა

“iyo”-ს ყურადღება არ მიაქციოთ :green:

არც მე ვიცოდი და, ალბათ, არც “საქართველოს ბანკმა” :(

მაგრამ საქმე აქ ის კი არ არის, რომ ცოლ-ქმრის ქონება ოჯახის საერთო ქონებად რომ ითვლება, არამედ ის, რომ “საქართველოს ბანკმა” თავის თანამშრომელს ასეთი პრიზის მოგება არ მიულოცა. ხოლო რატომ არ მიულოცა, ეს სცდება ჩემი კვლევისა და სნეფშოთების საზღვრებს. პრინციპში, ამ მინიგამოძიებასაც.

და აქვე პოპულარული ფეისბუკელის მაჰმუდ ალ ჰაქბარ იბნ ჰაქიმ იბნ ხორეზმის შეგონება:

ოდეს საქმე სოციალურსა მედიასა ეხებოდეს, მოეპყარ ესრეთ ნაზად, ვითარცა ბუმბულსა ანუ ვითარცა მთრთოლვარესა ცოლსა პირველსა, რამეთუ მეტად მგრძნობიარეი არს და არრა იცი, რასა ამბავსა აგიტეხდეს ერთი არაფრთხილი პწკენაი

მინიგამოძიება კოდური სახელწოდებით “საოჯახო iPod 4G” დასრულებულია.

P.S. პლეერი დავკარგე და ახლის ყიდვას ვაპირებ. ამას მირჩევთ?


Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

12 thoughts on “მინიგამოძიება კოდური სახელწოდებით “საოჯახო iPod 4G”

  1. ნინო

    ყოჩაღ შენ!!! არადა მაგის მერე მე დავწერე სწორი პასუხი, ერთი მაგან დამასწრო მარტო :/ არა რაა, საქართველოში რაები არ ხდება

        1. zurriuss Post author

          ჰოდა ის, რომ თანამშრომლებისთვის მონაწილეობა აკრძალულია და ცოლ-ქმრის მიერ ქორწინებაში შეძენილი ნივთი არის სა-ერ-თო.
          მერე მეორეც, დიდი შანსია, ადგილი ჰქონოდა ჩაწყობას.

  2. დათო

    ჰეჰეეე ჯერ Iphone და Ipod გარჩევა ისწავლე სანამ ამდენს გამოიძიებ და ილაპარაკებ…… დაღუნული მახათები არ გადაყარო მეორე მხარეც აქვს……. სანამ ტელეფონს გამოცვლი Ipod გაიგე რას ნიშნავს…… :p :p :p :p …….. კლიმაქსის მწვავე შემოტევა…. :p :p :p :p
    შენ უფრო მალე დაწერე პასუხი და არ მოგცეს შენთვის ტელეფონად ცნობილი mp3 player ? :D :D :D ნათელაშვილის მარჯვენა ხელი ხარ………

    1. zurriuss Post author

      ალლაჰჰ მომიტევე
      ალლაჰ მომიტევე ალლაჰ მომიტევე
      მე ვარ აბსოლუტური დემოკრატი, დემოკრატიის შუქურა, რადგან შეცდომებს ვაღიარებ :p :p
      ჯიგარი ხარ :green:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.