ცხოვრება თავიდან ბოლომდე, ანუ ოტ ი დო, სპორტია. სპორტია მწერლობაც, პოეზიაც, რაგბიც, კოსმონავტობაც, დედმამობაც, ცუკერბერგობაც და კომიკოსობაც. ყველაფერი. ნებისმიერ განმეორებით ქმედებას, რომელსაც სისტემატიური ხასიათი აქვს, დროთა განმავლობაში ადამიანის ტვინი რეფლექსად აღიქვამს. უფრო მარტივად, რასაც ხშირად ვაკეთებთ, ჩვევაში გადაგვდის. ვინაიდან ნებისმიერი სახის ქმედება, გონების კოორდინაციასთან ერთად, მოითხოვს სულ მცირე ფზიკურ შრომას მაინც, თამამად შეიძლება, ვუწოდოთ სპორტი. ბოლოს და ბოლოს, ჭადრაკიც ხომ სპორტია. ვიმედოვნებ, ამიერიდან ყველანი ვთანხმდებით, რომ ცხოვრება სპორტია.
ჰოდაააა
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მინდა, ერთი ძალიან მაგარი სპორტსმენი, კერძოდ, კომიკოსი გაგაცნოთ. მაიკლ კურტმანში კანადელი პანტომიმის ხელოვანია. პანტომიმა ბევრად მეტია, ვიდრე “უსულო” ქანდაკება, სხეულის “დატეხვა” და წარმოსახვით კედლებზე მიყრდნობა.
ბევრი კომიკოსი მხოლოდ ამ დონემდე ავითარებს თავს და თვლის, რომ მთავარია უბადლო პლასტიკა და ხუმრობას, როგორც გინდა, ისე გააქსოვ შიგ. აშიბაიწეს, დარაგიე მაი. “აზროვნება” – ვოტ, ჩტო გლავნო. პანტომიმა სწორედ იმითაა მაგარი, რომ ყველაზე მეტი საშუალება გაქვს, ყოველ ჯერზე უკიდეგანოდ განსხვავებული, და, შესაბამისად, უფრო დახვეწილი და განვითარებული იყო. პანტომიმურ ხლართებში უფრო მეტი მარგალიტი ჩააგდო და წარმოდგენა მრავალფეროვან ნაწარმოებად აქციო. მაიკლ კურტმანშს ეს შეუძლია. ნახეთ:
http://www.youtube.com/watch?v=_l7lsW1_8Q8
http://www.youtube.com/watch?v=sgzwpwbp_sc&feature=related
კიი ვიცი მე ეს :D ფბ-ზე დალაიქებულიც მყავს მგონი და იუთუბზე ერთი პერიოდი გამაზეპირებინა ვიდეოები ჩემმა ძმამ :D მაგარი კაცია :))
ჰო, რა. აი, ნიჭიერად რომ აკეთებს რაღაც-რაღაცებს