მე 8.12.2012

ბავშვები უმი მოხუცები არიან, გაფართოებული თვალებითა და ოდნავ დაღებული პირით რომ უცქერენ სამყაროს. მიყვარს მათი სახეები. ზოგადად, სახეები მიყვარს. სახეები, როგორც სარკეები, რომელთა შუშებსაც სიძველის ლაქა კიდეებიდან ნელ-ნელა ეპარება.

მიყვარს სახეების ხატვა.

თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალზე უკვე 8 ფილმი ვნახე და ძლივს დავჯექი/დავწექი ერთი-ორი სიტყვის დასაწერად. პირველად ვარ თბილისის ფესტივალზე და გული მწყდება, რომ უფრო მეტი ფილმის ნახვას რომ ვერ ვახერხებ. BIAFF-ზე ყველაფერი სხვანაირად იყო: მეტი დრო, შედარებით ცოტა ფილმი და უფრო მოსახერხებელი გრაფიკი. აქ კიდევ დარბიხარ რუსთაველიდან ამირანში და პირიქით. მაგრამ მე ასეც მომწონს. იმიტომ, რომ ძალიან მჯერა, როცა დაკავებულ ხარ, უფრო მეტს ასწრებ.

ამასობაში იშტვან საბოს მასტერკლასს დავესწარი. ეს ადამიანი ჩემთვის იმდენად საინტერესო რამეებს საუბრობდა, რომ მსურდა, ყოველი წინადადების მერე ტაში დამეკრა, რაც შეხვედრის ბოლოს ერთიანად ავუნაზღაურე.

ამასობაში აღმოვაჩინე, რომ:

  • ხატვას ისე ვერ შევძლებ, თუ თითოეული ნახატი ადამიანს არ უკავშირდება
  • ადამიანების გაცნობა, მათი გახსნა, ხასიათის სიღრმეებამდე ჩაყვინთვა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს
  • რამდენიმე საინტერესო ადამიანს ვუმიზნებ და ვლოცულობ, გამომივიდეს
  • მიყვარს რედიოჰედი. არ მეგონა, ასეთი რამ თუ დამემართებოდა
  • რაც უფრო მეტს ვკითხულობ, უფრო ნაკლებად მინდება წერა
  • რაც უფრო მეტ კარგ ფილმს ვნახულობ, მით მეტად ვღონდები, რომ კიდევ ბევრი დამრჩა სანახავი და შეიძლება, ვერ მოვასწრო
  • არ ვიცი, რამდენად მინდა სერიოზული ურთიერთობები. ეს კარგა ხანია, ვიცი, მაგრამ რაღაცნაირად მინდა, რომ უბრალოდ, ვარსებობდე და არსებობდეს ვინმე, ვისთანაც ბინტივით ჰაერგამტარი ურთიერთობები მექნება და ასე მშვიდად ვიქნებით. ბეზ აბიდ, როგორც იტყვიან.
წავედი ახლა და ბონუსად ჩანახატები, რომლებიც იშტვან საბოს საუბრისას გავაკეთე. 

პ.ს. ბოლოზე გამეხსნა უკვე, მაგრამ შეხვედრა მორჩა :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »