მაგისტრთა ქუდები ჰაერში!

ასეთი სისწრაფით განვლო ორმა წელმა და ასე დასრულდა ჯიპას ხანა ჩემს ცხოვრებაში. ხანამ, რომელსაც უამრავი ფოტო, სტატია, 11 პოსტი და, დაახლოებით, ორჯერ მეტი ვიდეოპოსტი მივუძღვენი. უკვე ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიის სკოლის მაგისტრი ვარ და მანტია ცხოვრებაში პირველად დამსახურებულად მოვისხი (თუ კეისრისას არ ჩავთვლით:)).

ბოლომდე მაინც ვერ გადმოვცემ სათქმელს. იმიტომ, რომ ჯიპას თითქმის ყოველი წუთი მახსოვს. ყოველივე ამის შემდეგ კი ძნელია, უკანმოუხედავად განაგრძო გზა ცხოვრების აღმართზე. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ყოველთვის ვბრუნდები იქ, საიდანაც დავიწყე. ასე იყო სკოლაში, თსუ-ში და ასე იქნება ახლაც.

რეალურად, რა მომცა ჯიპამ?

  • საკუთარ თავში დარწმუნებულობა, რომლის ნაკლებობის შიშიც ყოველთვის მქონდა
  • სასარგებლო ცოდნა და გამოცდილება ჩემი კომპეტენციის სფეროში
  • ორგანიზებულობა ამ სიტყვის ფართო გაგებით
  • ბევრი საინტერესო უცხოელი კოლეგა და ნაცნობთა ფართო წრე
  • ენობრივი ბარიერის გადალახვა (ინგლისური)
  • გართობის ჩემთვის აქამდე უპრეცედენტო საშუალება

რა მომენატრება მასში?

  • ლექციები, რადგან, ზოგადად, სწავლა მომენატრა უკვე
  • უცხოელი ლექტორები, რომლებიც სამუშაო დღეებში საქმეს 100 პროცენტით მოითხოვენ, ხოლო შაბათ-კვირას შენთან ერთად წრუპავენ ლუდს პეროვის/ქიაჩელის რომელიმე პაბში
  • შენობა, რომელიც, კვირის გარდა, მუდამ ღიაა ჩვენთვის: შედი, წაიმუშავე, გამოდი
  • კაფე – თავისი აურზაურით
  • შეხვედრები საინტერესო სტუმრებთან, რომლებსაც, შეიძლება, ისე ვერც ვერასოდეს გადააწყდე
  • საახალწლო გართობა

ძალიან ლაკონიური ვარ, რადგან ბევრ ბოდიალს მირჩევნია, მოკლედ ვთქვა ჩემი სათქმელი და მადლობა გადავუხადო უკლებლივ ყველა ადამიანს, ვისი სახელიც ჯიპას უკავშირდება. თქვენ ჩემი ცხოვრების ძალიან ძალიან ძალიან ბედნიერი მოგონება შექმენით :)

ახლა კი პოსტები, რომლებითაც ჯიპა ჩემს ბლოგს შემორჩა:

პ.ს. ვინაიდან და რადგანაც ახალ წელს ჯარში პოსტზე დგომისას ვხვდები, წინასწარ გილოცავთ და ბედნიერებას გისურვებთ. ამ თემასთან დაკავშირებით კი შემდეგ პოსტში გაკაიფებთ :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »