ბედნიერება კოდური სახელწოდებით “დიპლომის დაცვა”

პრეზენტაციებზე უკვე აღარ ვნერვიულობ. როცა ტყუილების თქმა არ გიწევს, სანერვიულოც არაფერია

დღეს ბედნიერი დღე მქონდა. არა რიგითი ბედნიერი (მე თითქმის სულ ორი რამ მჭირს: ყოველთვის ნასვამი “ვარ” და ყოველთვის ბედნიერი “ვარ”). აღმოჩნდა, რომ შეიძლება, ზოგჯერ არა თუ გაბედნიერდე, არამედ გაბრწყინდე კიდეც, მაგალითად დღეს!

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/07/10-The-Day-All-My-Dreams-Came-True.mp3|titles=10 – The Day All My Dreams Came True]

დიახ, დღეიდან ჟურნალისტიკის მაგისტრის ხარისხს კუთვნილი დიპლომი მაშორებს, რომელსაც ოქტომბერში ავიღებ. ხანდახან მიკვირს, რა ვიცი ამდენი ჟურნალისტიკაში, რომ უკვე მაგისტრი უნდა მერქვას. თუმცა, ბოლო 6 წელიწადს რომ გავიხსენებ, ვხვდები, რომ დაუმსახურებლად არაფერი მიმიღია: თსუ-ში ბაკალავრიატი ზედმეტი 10 კრედიტით დავამთავრე, ჯიპაში კი კარგი ქულები მქონდა. ყველაფერი მარტივია.

მოკლედ, ესეც ჩემი სადიპლომო: პროფესიონალები ჟურნალისტიკასა და სოციალურ მედიაზე

სადიპლომოზე ორნი ვმუშაობდით და მიზნად დავისახეთ, Frontline Georgia-სათვის შეგვექმნა YouTube-ის არხი, სადაც კლუბში მოწვეული სტუმრები ისაუბრებდნენ კონკრეტულად ჩვენ მიერ არჩეულ თემაზე. ვინაიდან ინგლისური ჯგუფი ვართ, ეს პროექტი ინგლისურ ენაზე განვახორციელეთ, თანაც ამით დამატებით აუდიტორიას მოვიზიდავთ. რაც მთავარია, პროექტი სისტემური ხასიათისა იქნება ანუ შემდეგისათვის ავირჩევთ ახალ თემას და Frontline Georgia-ს სტუმრებს მათთან დაკავშირებით გავესაუბრებით. (აქ, წესით, ტრეილერი უნდა დამედო, მაგრამ მუსიკისა და გაბრწყინების ამბავში არ ჩაჯდა).

…შემდეგ იყო “დუბლინი”. ლუდის სმა (მეც დავლიე მთელი ერთი კათხა. 1/3 სიამოვნებით, დანარჩენი – ძალით). ცეკვა. ძალიან ძალიან გამიხარდა, რომ დიპლომის დაცვას იაკუბ გორნიცკი, პოლონელი ჟურნალისტი და ჩემი ძალიან კარგი მეგობარი, დაესწრო. ეს ადამიანი მიყვარს იმიტომ, რომ: ძალიან ჭკვიანია/ნიჭიერია, ძალიან მაგრად ღადაობს და ძალიან ჰგავს ექიმ ჰაუსს.

სხვათა შორის, იაკუბის საქორწილო მოსაწვევის გაფორმების ავტორი ამ სურათზეა გამოსახული :green:

კიდევ რა? ა, ის, რომ დიდი ხნის უნახავი ჯიპელები ვნახე. თითქმის ყველა მუშაობს (ეგეც შენი მაღალი დასაქმება, ოღონდ თვითონ ჯიპა არ ასაქმებს – ეს დაზუსტებისთვის). სანამ უცხოელი არ ჩამოვიდა, ვერა და ვერ მოვახერხეთ თავის მოყრა და ისევ იაკუბმა გაგვაერთიანა. ძალიან მაგარი ტიპია! (ეგ და კიდევ ანა ქეშელაშვილი, ურომლისოდაც ჯიპა, უბრალოდ, არ არსებობს. მალე უცხოეთში მიდის და უმაგისობას, ჯიპაში მისვლისას, ვერ გადავიტან). მგონი, უყვარს საქართველო, ყოველ შემთხვევაში, როცა კი აქეთ მოდის, ეგრევე მე და კიდევ რამდენიმეს გვეხმიანება.

ასე ჩაიარა ჩვენმა სადიპლომომ. ბევრი წვალების შემდეგ ბევრი ვიცინეთ, ვიხალისეთ, დავიღალეთ და წავედი ახლა, თორემ “ჰარის” მე-7 წიგნის ბოლოში ისეთი ამბებია… :green:

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

9 thoughts on “ბედნიერება კოდური სახელწოდებით “დიპლომის დაცვა”

  1. გვირილა

    უი, მე კიდე ერთი წელი მაშორებს მაგ სანუკვარ მაგისტრის ხარისხს :d “ჟურნალისტიკის მაგისტრი” – მაგარი ხმამაღალი გამონათქვამი კია ისე :lol:

    ხო, იაკუბი მართლაც ჰგავს ექიმ ჰაუსს :green:

    წარმატებები მოკლედ, აბა შენ იცი, ყვითელი არაფერი გამაგონო :green:

  2. რა აზრი აქვს ვინც ვარ

    ზურიუს, გილოცავ! გვეყოლე ჭეშმარიტების სადარაჯოზე! :D

  3. Jessie

    ღოლოცავ გენც :) მე პრიველი კურსი დავასრული :0 მომავალ წელს მეც შემარქმევთ მაგისტრს :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »