მასა

ამ პოსტის წაკითხვას აზრი არ ექნება თუ არ ჩართავთ ამ მუსიკას

მიყვარს მასობრივი სცენები – არ მიყვარს მასა.


მასა ბრბოა, თუნდაც იმიტომ, რომ “მასა” ჰქვია, უსულო სხეულის ერთ-ერთი საზომი.

მასა ტლანქია, როგორც შედედებული სისხლი, რომელიც დროთა განმავლობაში რომელიმე ქუჩაზე თუ მოედანზე თრომბს წარმოქმნის.


მიყვარს ხალხი. იგი ტყეა, თითო თავი თითო ცხოვრებაა (და არა თითო ხისთავიანი). თითო თავი თითო წინააღმდეგობა და მცდელობაა, რომ რაც შეიძლება მეტად აედღლიზოს მასობრივ გრავიტაციას.

მიყვარს, როდესაც ხალხი მასობრივ სცენაში მონაწილეობს, მაგრამ მასად არ განითქვიფება.

მიყვარს, როდესაც ხალხს საღი რწმენა აერთიანებს და არა მონობა.

მიყვარს მიყვარს ხალხი ინდივიდი – არ მიყვარს უსახო ხალხი ანუ მასა

მიყვარს ხალხის მსვლელობა – ვერ ვიტან იდეოლოგიურ მსვლელობას.

მიყვარს ისეთი მაობრივი სცენა, როგორიც მარშირებაა – მიყვარს ოლიმპიური მარშირება.

მიყვარს, როდესაც ხალხი გუნდია – მიყვარს, როდესაც დასი პოლიფონიურია. როდესაც გუნდი გააზრებულად მღერის. ასეთ დროს გონება მართავს გრძნობას რაც ხელს უშლის ხალხის “მასად” გადაქცევას.

მიყვარს რბოლა, გავარვარებული მკერდით ზღვიდან მობერილი ცივი ჰაერის ნაკადის გაპობა და ორთქლით ააკვარელებული სახეები.

მიყვარს რწმენა.

მიყვარს ძალა.

რწმენის ძალა.

მიყვარს დიდი ძალა.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

32 thoughts on “მასა

  1. მომეწონა ძალიან!!!
    დილის განწყობას ძალიან მოუხდა პოსტი და განსაკუთრებით ფინალი,
    გამიხარდა, რომ ვცოცხლობ, რომ მაქვს რწმენა; შემწევს ძალა, რწმენის ძალა!!!

    მიყვარს დიდი ძალა!!! :) :d ;)

  2. ეს ბოლო დღეებია ხელოვნების შეტევა დაგეწყო, რა გჭირს შეყვრებული ხო არ ხარ ???

    :d :d

    ფინალი მართლაც კარგია, მაგრამ უნდა ვთქვა რომ ზოგჯერ საჭიროა მასის ნაწილი გახდე თუ ის მამული, ენის და სარწმუნოების გადარჩენისკენაა მიმართული!!!

    • მასა არ უნდა გადაიზარდოს ბრბოში.
      ის უნდა მიჰყვე საკუთარ გულისთქმას და არა ვიღაცის მოწოდებას. არ უნდა იქცე მონად. უნდა გახდეს გუნდის წევრი საკუთარი აზრით და ნებით. არ უნდა აითქვიფო ბრბოში და არ ნდა დაკარგო საკუთარი ინდივიდუალიზმი
      მოკლედ, მაგარი პოსტია.

      • 1.საზოგადოება მართლაც რომ მასას წარმოადგენს და სწორია ბრბოში არ უნდა გადაიზარდოს,
        მაგრამ თუ მოხდა ისე რომ ბრბოს შეუერთდი და მის ნაწილად იქეცი ე.ი. ეს შენი ნება იყო და არა სხვისი :!:

        2.მერე მე რა ვთქვი, რომ ცუდი პოსტია–მეთქი???????

        • სხვათა შორის, პატრიარქის ერთ-ერთ ქადაგებაში წავიკითხე “არაგანათლებული მორწმუნე ღვთის მონაა, განათლებული კი ღვთის მეგობარია”. განათლება და შემეცნება ნიშნავს იდენტურობის შენარჩუნებას და თავისუფლებას (შინაგანს მაინც). ეს კი თავისთავად უდრის საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რის მხარესაც მე ვარ.

  3. ეს პოსტი მიყვარს!…

    (გამოყენებული ფოტოების უმეტესობა ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ფოტოგრაფს Claudia Rogge-ეს ეკუთვნის)

  4. ეს chariots of fire აქაც ჩააკვეხა. :d :d

    მშვენიერი პოსტი იყო. სამწუხაროდ დიდი ხანია არ მინახავს საღი აზრის გარშემო გაერთიანებული ხალხი. ყველაფერი მასაა უკვე და ამას შევეგუე. :ხელჩაქნეულისმაილი:

  5. მიყვარს ხალხი. იგი ტყეა, თითო თავი თითო ცხოვრებაა (და არა თითო ხისთავიანი). თითო თავი თითო წინააღმდეგობა და მცდელობაა, რომ რაც შეიძლება მეტად აედღლიზოს მასობრივ გრავიტაციას. 8)

    ჰოდა, მე შენ პოსტებს რომ “შემოვესევი” ძალიან მიჭირს უკან “გადღლეზვა” :d
    :ძალიან კარგი პოსტია: :!:

  6. Gerlin de Green-ს ვუერთდები პათოსში :)
    ზურიუს, წარმატებებს გისურვებ…

  7. დიდება შენდა ოოოოოოო, მართლაც მაგარი იყო, ბოლოში დამბურძგლა :)

  8. მეც მიყვარს…
    ძალიან მიყვარს, როდესაც ხალხი ერთად დგას, მაგრამ არ მიყვარს როცა ერთმანეთს ემსგავსებიან.

    ძალიან კარგი პოსტია, მუსიკაც უხდება.

  9. ვააახ…აი ეს სიმღერა რომ არ დაგედო აღარ წავიკითხავდი….ვაიმე როგორ მიყვარს…შიგნით ვიჭრები “მასიურად” და არა “მასობრივად” და გამოსვლა ძალიან მიჭირს ხოლმე….ეს სიტყვები კი მართლაც რომ მრავლისმთქმელია

  10.  ოდნავ სხვა აზიმუტია, მაგრამ ახლოს არის თემასთან:)

  11. Pingback: რეალურად, რამდენს შეგვიძლია გულის ტკენა | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »