მალე, ორჰან ფამუქის სტამბოლში

სტამბოლი, ისტიკლალის ქუჩა

სტამბოლი, ისტიკლალის ტრამვაი

“ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც სვამს კითხვას თავის არსებობასთან, არსებობის არსთან, დაბადების ადგილისა და დროის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ნეტავ რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაინცდამაინც მწოფლიოს ამ წერტილში, დროის ამ მონაკვეთში ჩვენს მოვლინებას? სამართლიანია, თუ არა, რომ ლატარიის ბილეთივით შემხვდა ეს ოჯახი, ქვეყანა, ქალაქი, რომელიც უნდა შემყვარებოდა და გულწრფელად შემიყვარდა კიდეც.”

ორჰან ფამუქი

აქ რაიმე აზიური მუსიკა უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა, იქნება ბახი. სევდიანი კვნესა, რომელიც სტამბოლში თითქოს სულ არ იგრძნობა, მაგრამ, ფამუქის წიგნის გადაკითხვის შემდეგ, გამახსენდა, რომ ტურისტულ სიჭრელეში სევდიანად ჩალაქავებული რაღაც გამოჩნდა. რაღაც, რასაც მაშინ თვალი შეგნებულად ავარიდე.

სულ მალე სტამბოლს მეორედ ვნახავ. მინდა, ისევ ისეთი ფერადი, ჭრელი და გამხარებელი დამხვდეს, როგორც შარშან ამ დროს, ტიტების ყვავილობისას.

ორჰან ფამუქის ფერები

ორჰან ფამუქის ფერები

„სევდა, რომელსაც ჩვენ, სტაბოლელები სიამაყით ვატარებთ და ყველანი ერთად, შეთქმულებივით განვიცდით“, ჩემთვის უცნობია. მე სულ სხვანაირი, ემოციებსა და ენერგიაში ჩაძირული კოსმოპოლიტური ქალაქი დამხვდა.

სულთნაჰმედის მეჩეთი

სულთნაჰმედის მეჩეთი

ყველა ქალაქს ჰყავს მფარველი წმინდანი. სტამბოლის ღვთაება, ალბათ, მრავალ სახეს ატარებს. ისე, როგორც Game Of Thrones-შია. მას იმდენი პიროვნება აქვს, რამდენი ტურისტიც ჩადის. ზოგს უღიმის, ზოგს ებღვირება და ზოგსაც თავს აფეთქებინებს. სტამბოლელებს კი, ალბათ, სევდიანად უმზერს და იმ სახეს აჩვენებს, რომელსაც მხოლოდ ორიიმპერიისცენტრობაგამოვლილი ქალაქის მკვიდრები თუ იგრძნობენ.

მედიატორების გამყიდველი ბებო გალათას კოშკის ძირში.

მედიატორების გამყიდველი ბებო გალათას კოშკის ძირში.

მე შემიძლია, განვიცადო ქუთაისის, თბილისის ან საქართველოს რომელიმე ქალაქის სხვანაირი სევდა, რომელიც ასევე ძველ ყოფას უკავშირდება. ოღონდ წინისწინა ეპოქისას, რომელიც 1918-1921 წლებში არსებობდა. სევდა, რომელიც ჯერ კომუნიზმის შემოსვლისას, მერე კი სამოქალაქო და წაგებული ომებისას მოზღვავდა და შემორჩენილ არქიტექტურაში ჩაინაცრა.

თურქული პურის მცხობელი პირდაპირ რესტორნის ფანჯარაში - ტურისტების მოსაზიდი ერთობ ფოტოგენური ხრიკი.

თურქული პურის მცხობელი პირდაპირ რესტორნის ფანჯარაში – ტურისტების მოსაზიდი ერთობ ფოტოგენური ხრიკი.

სტამბოლში საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში მივდივარ, რომელიც ბათუმის საავტორო კინოფესტივალის (BIAFF) ჯილდოდ მერგო. რამდენიმე დღით ფილმებში გადავარდნა ახლა ნამდვილად არ მაწყენდა. მომენატრა ჭრელი ქუჩები, ბოსფორის თოლიები, გალათას ხიდი, მუზეუმები, ერთმანეთზე ლამაზი მეჩეთები და სასახლეები, ბაზრები, თაღლითი ფეხსაცმლის მწმენდავები, გამოფენები, სუვენირები, ფარდაგები, 2 წამის წინ დაწურული ფორთოხლის წვენი, ერთმანეთში გადახლართული ვიწრო ქუჩები, ცისტერნა ბაზილიკას მიწისქვეშა სამყარო, ლიმნისწვენმოსხმული მიდიები, გულჰანეს ბაღის ტიტები და თუთიყუშები… მერე რა, რომ თბილისში უამრავი საქმე მელოდება. მე ვიცი, როდის რა მჭირდება (bitches!). ასე რომ, ელოდეთ ჩემგან ფილმებზე პოსტებს და უამრავ ფოტოს არქიტექტურის, ხელოვნებისა და სოციალურ თემაზე.

Processed with VSCO with a6 preset

ორჰან ფამუქი, “სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი”

პ.ს. ტრადიციას არც ახლა დავარღვევ და იქ შემხვედრ ქართველებს არ გამოვეცნაურები.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

One thought on “მალე, ორჰან ფამუქის სტამბოლში

  1. Pingback: რატომ გვჯობნიან ისინი? | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »