მაჩუ პიკჩუ – ქალაქი, რომლის ნახვას ყველას გისურვებთ (ფოტოკოლაჟი)

ამ ადგილთან დაკავშირებით ბევრი დაწერილა, ბევრი თქმულა და, დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ გინახავთ ტელევიზორში. მე კი ვეცდები, ცოტა მეტი დაგანახოთ და აგიხსნათ ამ ადგილის ზოგიერთი ფაქტის მნიშვნელობა.

ქუდები, რომლებიც ძალიან წააგავს ინგლისურ "შლაპებს", პერუს მკვიდრთა კულტურის ნაწილია

ქალაქში შესასვლელი, კარიბჭის ნაცვლად, უბრალო ვიწრო კარია

პერუს ცენტრში, ანდების ერთ-ერთ მწვერვალზე მდებარეობს ქალაქი, რომელიც ერთ-ერთ უდიდეს საგანძურად და საკურთხევლად არის მიჩნეული. საინტერესოა, რომ თეთრკანიანებმა ამ ადგილს მხოლოდ 1911 წელს მიაკვლიეს, კონკისტადორთა მიერ პერუს დაპყრობიდან 400 წლის შემდეგ.

მაჩუ პიკჩუ 1911 წელს

მაჩუ პიკჩუ ზღვის დონიდან 2353 მეტრზე, ანდების ერთ-ერთ პლატოზე მდებარეობს. იგი ისე მაღლაა, რომ ღმერთების კარიბჭესაც უწოდებენ. ქალაქი დაახლოებით 1460-იან წლებშია აიგო, პაკაჩუტი ინკას ზეობის ხანაში.

გაოცებას მაჩუ პიკჩუ პირველივე შეხების თანავე იწვევს, როცა აცნობიერებ, რომ ყველა დეტალი, ყველა ლოდი მხოლოდ ადამიანთა და ცხოველთა ზურგითაა ამოზიდული. ინკებმა ხომ ბორბლის არსებობის შესახებ არ იცოდნენ.

აქ დაახლოებით 200 სახლია, რომელიც 1000 კაცს იტევს. ნაგებობები ტერასებადაა განლაგებული და მთის რელიეფს იმეორებს.

ზუსტად გამოთლილი, გათვლილი და მჭიდროდ დადებული ქვები ეგვიპტის პირამიდების ტექნიკას მოგაგონებთ

ინკების სახლი საკმაოდ მარტივად იყო მოწყობილი: ნაკლები ავეჯი, ჩალის სახურავი და კედლებში დატანებული სათავსოები საკვებისათვის. ზოგიერთი საცხოვრებლის კედლები სრულადაა შემონახული

ინკებს ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი წყალმომარაგების სისტემა ჰქონდათ.

ეს მზის ტაძარია. ზამთრის ბუნიობისას მზის სხივები ზუსტად გათვლილ ვიწრო ფანჯრებში გაივლის და ტაძრის გარკვეულ ნაწილს ანათებს.

კონდორის ტაძარს მის კუთხეში გამოკვეთილი ამ ფრინველის ბრჭყალით იცნობთ.

ეს ყველაზე მაღალი საკურთეველია. განსხვავებულ ქვაში გამოკვეთილი ეს ფიგურა, მეცნიერთა ვარაუდით, ინკებისათვის ეს ქვა მზის საპირწონეს წარმოადგენდა. ლეგენდის თანახმად, ზამთრის ბუნიობისას თუ მზეს დედამიწაზე არ მიაბამდნენ, ის ჩამოვარდებოდა. შესაძლოა, ამ ქვას მსოფლიოს ღერძად მიიჩნევდნენ.

მაჩუ პიკჩუ იმითაც უნიკალურია, რომ აქ გახშირებული ცისარტყელის ორივე ბოლო ამავე ტერიტორიაზე ეცემა

მოკლედ, ამ ადგილის შესახებ რაღაც ხომ მაინც გაიგეთ? ჰოდა როცა წასვლა დააპიროთ, მინიმუმ შემატყობინეთ მაინც. თუ თან არ წამიყოლებთ, რაღაც სუვენირი მაინც ჩამომიტანეთ ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

16 thoughts on “მაჩუ პიკჩუ – ქალაქი, რომლის ნახვას ყველას გისურვებთ (ფოტოკოლაჟი)

  1. ნათია

    როგორ მინდა მეც ამ ქალაქის მონახულება….ძალიან,ძალიან….მიყვარს ასეთი უნიკალური,უძველესი და ისტორიული ადგილები,თან რა სიგრილე იქნება…აუ რას დამხატავდა :D….თუ შენ წახვალ ზურა შენც მინიმუმ შემატყობინე…თუ მე წავალ შეგატყობინებ ან სუვენირს ჩამოგიტან სურვილისამებრ :)(ოცნება:*)

  2. მარი

    2 კაციც და გავდივართ.. კი არა და ისე ვუყურებდი ამ სურათებს, წარმოვიდგინე რომ იქ ვიყავი და წამიერად აღვფრთოვანდი.

  3. Qilipa

    ოოოოოო, ეს ძალიან მაგარია! დოკუმენტური ფილმი მაქვს ნანახმი ამაზე ,,ერაუნდ ზე ვორლდ”-ის სერიებიდან და იმის მერე ვოცნებობ აქაურობის ნახვაზე :შ

  4. Sophie 'Sunny' Golden

    ამის მერე კიდევ იტყვიან, რომ ადამიანები მაიმუნებისგან წარმოიშვნენო ხო? ღრრრ!!! მხოლოდ ღმერთის შექმნილ ადამიანს თუ შეუძლია ასეთი რაღაცების აშენება. ჩემი საოცნებო მხარეა სამხრეთი ამერიკა და მაჩუ-პიკჩუმდე თუ მივაღწევ რაღა მომკლავს (თუ მანამდე შენი ბლოგის ჰოსტმა არ მომიღო ბოლო, ზურიუს!)

    1. zurriuss Post author

      ალბათ, გერმანიაზე აქვს ალერგია, ჩემთან კარგად იხსნება :((((

  5. DreaMar

    მინდა მეც წასვლა. მოკლედ თუ ვინმე წახვალთ მეც შემატყობინეთ რა:P
    zurriuss როდის მიმასპინძლებ შენს ბლოგზე? :P

    1. zurriuss Post author

      მალე, მარ. მისახედი მაქვს რაღაც-რაღაცები და გეტყვი ;)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.