Macaulay Culkin – იძულებითი ბავშვის ისტორია

ცისფერთვალება კეთილი ბიჭუნა, რომლის ოდნავ დამფრთხალი გამოხედვისას, ალბათ, ყველას ეს მუსიკა მოაგონდება

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/09/john-williams-home-alone-soundtrack-main-theme.mp3|titles=john williams – home alone (soundtrack)- main theme]

მიუხედავად ფანების “მცდელობისა” და პრესის სკანდალებისა, იგი მაინც გაიზარდა. სულ ცოტა ხნის წინ, 26 აგვისტოს, კევინ მაკალისტერი 30 წლის გახდა. უკვე შორსაა გაუთავებელი სასამართლო პროცესები, ისევე, როგორც დიდება. 9 წლის ბიჭი, რომელიც უშეღავათოდ ლამაზი, საყვარელი, გამჭრიახი და სასაცილო იყო, მილიონებს “იწონიდა”. დღეს კი მაკოლეი კალკინი მეორეხარისხოვან როლებს სჯერდება და, ძველ დროსთან შედარებით, “წარმატებულს” ნამდვილად ვერ  უწოდებთ.

იგი 1980 წლს დაიბადა მანჰეტენზე  რომანული კათოლიკური ტრადიციებით აღიზარდა. მამამისი, კიტ კალკინი,  ბროდვეის  ყოფილი მსახიობი და ეკლესიის მსახური და 7 შვილის მამა იყო.

კალკინების ოჯახი, წევრთა სიმრავლით, რაღაცნაირად ჰგავდა მაკალისტარებისას, ოღონდ მაკი ნაბოლარა კი არა, რიგით მესამე იყო. ამ ფოტოზე ყველაფერი ჯერ კიდევ კარგადაა. ოჯახი ბედნიერია, მაკი - ვარსკვლავი.

მაკოლეის კინოკარიერა 4 წლის ასაკიდან დაიწყო. მას ეპიზოდურ როლებში იღებდნენ. 1990 წელს კი კრის კოლამბუსმა Home Alone გადაიღო და პატარა კევინიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი ბავშვი გახდა. ჯილდოებს დიდი ჰონორარიც დაემატა, რომელიც, გასაგები მიზეზების გამო, მშობლებს გადაეცათ.

საფირმო ყვირილი, რომლის გასაკეთებლადაც მაკს ხშირად მიმართავდნენ ფოტოგრაფები

ფილმთან ერთად, დიდი პოპულარობით სარგებლობდა თვით მაკოლეი კალკინის სამოყვარულო ვიდეოკამერით გადაღებული “დოკუმენტური ფილმიც”. გადამღები ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ბიჭს კამერა მისცა, მისმა ობიექტივმა კი ყველა კუთხეში შეაღწია და კადრს მიღმა მიმდინარე ამბები გადაიღო. მსახიობებსაც თავადვე უსვამდა მეტად ჭკვიანურ კითხვებს.

წარმატება ისეთი შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ შემდეგი წლის განმავლობაში  მაკი კიდევ 3 ფილმში (Wish Kid, Only The Lonely და My Girl) გადაიღეს. ამავე პერიოდში ბიჭი მაიკლ ჯექსონმა გაიცნო და დაუმეგობრდა.

ფილმმა MTV-ის ჯილდო მიიღო საუკეთესო კოცნისათვის, თვითონ 10 წლის მაკი კი იხსენებდა, რომ პარტნიორს მოკუმული ტუჩებით აკოცა :)

1992 წელს Home Alone-ის მეორე სერია,  Lost In New York გამოვიდა და ანალოგიური წარმატება ხვდა წილად. ამ დროს იგი მაიკლ ჯექსონთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირად ითვლებოდა. ჯექსონის ყველასათვის ცნობილი სიმღერა Black or White სწორედ ამ დროს ჩაიწერა. მაკი და მაიკლი ერთად ისვენებდნენ და ფანებს წყლით გაბერილ ავტოგრაფებიან ბუშტებს პირდაპირ სასტუმროს აივნიდან ესროდნენ. მაკოლეი Neverland-ის რანჩოს ხშირი სტუმარი იყო და ბევრჯერ ღამეც იქ გაუთევია. წლების შემდეგ მას ამ თემაზე სასაუბროდ სასამართლოში დაიბარებენ.

მაკი მაიკლის 2 შვილის ნათლიაა

ამ დროისათვის მაკოლეი კალკინი უკვე შემდგარი ვარსკვლავბიჭუნა და ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ახალგაზრდა მსახიობი იყო. ზუსტად არ იცოდა და მშობლებიც არ უმხელდნენ, თუ რა თანხა ირიცხებოდა მის ანგარიშზე, მაგრამ აშკარა იყო, რომ საუბარი ათობით მილიონს ეხებოდა. მაკის თავბრუდამხვევი კარიერის დაღმასვლაც სწორედ აქედან, ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად დაიწყო.

1993 წელს იგი The Good Son-ში გადაიღეს. აქ მისი გმირის უცოდველი სახის მიღმა სატანა იმალება. აღმოჩნდა, რომ მაკის ბავშვად დარჩენა არა მხოლოდ ფანატების სურვილია. მამამისსაც სწორედ ეს სურს. გამოვა რა ბავშვური იმიჯიდან, მაკის პოპულარობა და ჰონორარი ერთდროულად დაიკლებს. ნელ-ნელა იწყება იძულების პერიოდი, როდესაც შვილი ფულის შოვნის იარაღად იქცევა.

ამ როლისათვის კალკინი "ოქროს გლობუსზე" იყო ნომინირებული

ნელ-ნელა დაძაბულობამ, რომელსაც თავსმოხვეული ბავშვობა ერქვა, პიკს მიაღწია. ოჯახი დანგრევის პირას მივიდა. ბუნებრივია, ამან მაკზე ძალიან იმოქმედა. იგი იზრდებოდა, მაგრამ მისგან ყველა ისეთსავე ბავშვს მოითხოვდა, როგორიც კევინი  იყო. პარალელურად მისი გასამრჯელო გასამრჯელო იმ გაუთავებელ სასამართლო პროცესებზე იხარჯებოდა, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, თუ რომელი მშობელი იქნებოდა მეურვე. 2 წლის შემდეგ დედამ გაიმარჯვა.

1994 წელს გადაღბულ Richie Rich-ს თითქმის ათწლიანი პაუზა მოყვა. როგორც კალკინმა მოგვიანებით განაცხადა, მე დავიღალე დაძალებული კარიერით და პენსიაზე გასვლა გადავწყვიტეო. ამ დროს იგი 14 წლის იყო.

მამამისის ჩამოშორების შემდეგ მოვლენები კვლავ დრამატულად განვითარდა: 17 წლისამ ცოლად მოიყვანა მსახიობი რეიჩელ მაინერი, 2 წლის შემდეგ კი გაშორდა. ამ პერიოდში მას აგორაფობია ანუ ღია, ხალხმრავალი სივრცის შიში აწუხებდა, რასაც 2005 წელს აგორებული ჯექსონის ცნობილი სკანდალიც დაემატა.

თინეიჯერი მეუღლეები

როცა პოპ მუსიკის მეფეს პედოფილიაში სდებდნენ ბრალს, გაახსენდათ, რომ მაკოლეი კალკინსაც არაერთხელ გაუტარებია დრო მის რანჩოზე. მაკი მაიკლის დამცველ პოზიციაზე დადგა და პედოფილიასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებდა. იგი ამბობდა, რომ მასსაც, ისევე როგორც სხვა ბავშვებს, ბევრჯერ ეძინა მაიკლის საწოლში, თუმცა არასდროს ყოფილა შემთხვევა, მომღერალი მას ამორალურად შეხებოდა ან მოქცეოდა.

2003 წელ, ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ, მაკოლეიმ ითამაშა ფილმში Party Monster. ნარკომანი ტრანსვესტიტის როლის განსახიერებით იგი ეცადა, ეჩვენებინა, რომ გაიზარდა, რომ დიდი ხანია, რაც გამოვიდა ბავშური ასაკიდან და რომ სურს, თავისი ასაკის შესაბამისი ცხოვრებით იცხოვროს.

ფილმი Party Monster ერთგვარი "შოკური თერაპია" იყო

2004 წელს მაკი ლარი კინგს ყველაფერს მოუყვა თავისი ცხოვრების შესახებ. გაიხსენა, რომ უმაღლეს მწვერვალს იმ დროს მიაღწია, როცა მისი ტოლები ამაზე “რომ გავიზრდები” ასაკისთვის ოცნებობენ. ისიც თქვა, რომ წავიდა, რადგან ზედმეტად და უსამართლოდ გადაიღალა ვარსკვლავური ცხოვრებისაგან და დაბრუნდა, რადგან გადაღებები მოენატრა. ჩემი აზრით, სხვა შემთხვევაში, ალბათ, არც დაბრუნდებოდა. ერთი იმიტომ, რომ დაემტკიცებინა, რომ კევინი აღარ არის და მეორე, რომ მართლა უყვარს თავისი საქმე.

სხვათა შორის ამავე წელს მაკოლეი ფილმ Saved!-ში გადაიღეს და ციხეშიც ჩასვეს ცოტა ხნით – მარიხუანას ტარების გამო. ეს ფილმი ამასწინათ ვნახე და ნორმალურია. მაკი აქ ინვალიდის როლს თამაშობს, რომელიც ქრისტიანულ სკოლაში სწავლობს. ეს როლიც, გარკვეულწილად, მის წარსულს ეხმიანება, როცა მამამისი რელიგიურ სწავლებებზე ზრდიდა შვილებს. ფილმში ნაჩვენებია რელიგიის სახიფათო ზღვარი, რომლის მიღმა მთავრდება მორწმუნეობა და იწყება ფანატიზმი.

ერთ-ერთი ბოლო ფილმი, რომელშიც მაკოლეი მონაწილეობს, Sex and Breakfast-ია, რომელიც არ მინახავს. დღესდღეობით მაკოლეი კალკინი, ვისთვის ჯერ კიდევ კევინ მაკალისტერი, ნიუ იორკში ცხოვრობს მეგობარ გოგონასთან, მილა კუინსთან ერთად. მიუხედავად დაძაბული ცხოვრებისა, იგი არაფერს ნანობს. დღევანდელობით კმაყოფილია და თვლის, რომ სულ ცოტაც რომ შეცვლილიყო მის ცხოვრებაში, ამას შეეძლო, გაცილებით განსხვავებული შედეგი მოეტანა. წიგნიც დაწერა საკუთარ თავზე, Junior ჰქვია.

ახლა უკვე გაიზარდა. გარეგნობაც შეეცვალა. ახლა აღარ არის ყველაზე ცნობილი ვარსკვლავბიჭუნა. კევინ მაკალისტერი ნელ-ნელა მაკოლეი კალკინი გახდა.

როცა ამ ადამიანის ისტორიას ვეცნობოდი, სურვილი მინჩნდებოდა, მისი ყველა ფილმი მენახა. მინდა, დავაკვირდე, თუ როგორ გაიზარდა და რა შეიცვალა მასში. რამდენიმე ფილმი უკვე გადმოვწერე და ამ დღეებში ჩავუჯდები. არამგონია მოვიწყინო. იძულებითი ბავშვის ისტორია კი ამით დასრულებულია :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

31 thoughts on “Macaulay Culkin – იძულებითი ბავშვის ისტორია

  1. Agasfer

    ისე, ნამდვილად არ ჰგავს 30 წლისას. არც მეგონა ამხელა.
    ერთი-ორ ფილმში მეც მომიკრავს თვალი, მაგრამ არ დამამახსოვრდა, ალბათ არ იყო საჭირო. :green:
    ისე, ცუდია, ასეთი დასაწყისის მერე მსახიობად რომ ვერ შედგები )

  2. ნატოშა

    ზურიუს, დარწმუნებული ხარ, რომ

    1993 წელს იგი The Good Son-ში გადაიღეს. ფილმში მაკი ისევ ისეთი კეთილი და საყვარელია, როგორიც მის ურიცხვ ფანებს უყვართ და სურთ, რომ იყოს.

    ?

    ფილმი არ გინახავს, თუ წერისას აგერია? :green:

    1. zurriuss Post author

      შეიძლება, ამერია. ახლაც გაბრუებული ვარ უძილობისგან. თუ არ გეზარება, მომწერე, როგრც არის და შევცვლი :)

      1. ნატოშა

        მაგ ფილმში მაკოლეის ზუსტად რომ ბოროტი როლი აქვს. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ თუ არ ვცდები, თავისი უმცროსი ძმა აბაზანაში დაახრჩო, გარდა ამისა უმცროსი დის და ბიძაშვილის მოკვლა ცადა. მოკლედ, აჰა და ეს ნახე
        http://www.imdb.com/title/tt0107034/plotsummary

  3. Leonsio

    ჩაგეთვალა! აი მალადეც! საინტერესო იყო ჩემთვის იქიდან გამომდინარე რომ ბავშვობა მის ფილმებს უკავშირდება, ძირითადათ კი “მარტო სახლში” :) უკუღმა ცხოვრება ჰქონდა… ანუ ბავშვობაში მიაღწია პოპულარობის პიკს და ახლა უკვე მივიწყებულია… საინტერესო ცხოვრება გაიარა უდაოდ.. თუმცა რამდენად კარგი ან რამდენად ცუდი ეს უკვე მან უნდა განსაზღვროს :)

  4. DreaMar

    რა საყვარელი ბავშვი იყო :)
    საინტერესო პოსტი იყო, ასეთი წამიერი ვარსკვლავების ამბავი უფრო მაინტერესებს. თან ეს ბიჭი სულ არ მახსოვდა, არადა როგორ მიყვარდა “ადინ დომა” :green:

  5. სიყვარულოვნა

    საყვარელი მაკოლეი..
    მიყვარს ფილმი “მარტო სახლში”. დღემდე სიამოვნებით ვუყურებ.
    ცუდია სხვებიი რომ შენგან მოითხოვენ იმას რაც უკვე აღარ ხარ.
    არ მეგონა 30 წლის თუ იყო უკვე :|
    მაგრამ, რას ვფიქრობ იცი? როდესაც მიაღწევ ისეთ წარმატებას რომ ნებისმიერ მსახიობს შეშურდება ალბათ დროა დაისვენო და მხოლოდ სხვის “ხუშტურებზე” არ იარო. მაგრამ ბავშვი იყოო…. :( არა რა. არ მინდა იძულებით რამის გაკეთება. თუნდაც ეს სააყვარელ საქმეს ეხებოდეს

  6. Qilipa

    პირწიგნაკზე ნანახი სურათი იყო პოსტის დაწერის შთაგონების წყარო ხომ? :) მეც სხვებივით მის ბავშვად დარჩენას ვისურვებდი, კევინი ხომ ყველაზე მაგარი ბავშვია ვინც კი ოდესმე მინახავს!

    1. zurriuss Post author

      ჰო.
      მეც ვფიქრობდი, რა მაგარი იქნებოდა, სულ ეგეთად რომ დარჩენილიყო, მაგრამ რაღაც მომენტში ეგ სადიზმია უკვე.

  7. Andy

    საინტერესოა ნამდვილად. ამერიკის ბავშვების სავიზიტო ბარათად ვთვლიდი :green: ყველა მეგონა კევისნის მსგავს განათებულ სახლში ცხოვრობდა. მსგავის წამიერი ვარსკვლავობის პრეცენდენტი მე არ მახსენდება რაღაც … კარგი იყო ბავშვი და კარგი იყო მისი ბავშვური როლები , მარტო სახლის გარდა The Good Son – ში მართლა გამორჩეული როლი აქვს მას და ელაიჯა ვუდს.

    1. zurriuss Post author

      გუშინ ღამით ვნახე და გამოვშტერდი. უმაგრესად ითამაშეს.
      დღეს My Girl-ს ვუყურე და, ცოტა ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი, ვიტირებდი.ნახე, ძალიან კარგი ფილმია.

  8. ლიტერატორი

    ჰაჰ, 1 წლით გამასწრო ჩემი ბავშვობის გმირმა :p :p მაგარია, HOME ALONE-ს ახალ წელს ჩავუჯდები ხოლმე, ბედის ირონიაა რა ფაქტიურად ;) ;) მიყვარს

    მადლობა რომ გამახსენე

  9. მარი

    როგორ მიყვარდა “მარტო სახლში”. როცა სახლში მარტოს მტოვებდნენ, სულ ამ ფილმის ზეგავლენის ქვეშ ვექცეოდი. კევინის საფირმო ყვირილიც ბევრჯერ გამისახიერებია უნებლიედ :d

  10. undone

    არ მომწონს ეს მსახიობი. ბავშვი კარგი იყო, მერე… პრინციპში არც მაქვს ნანახი არაფერი ”აძინ დომას” მეტი :lol:

    პოსტი ;)

  11. ქევანა

    საწყალი, როგორ აწვალეს ამ სასამართლო პროცესებით :(

    კი გაიზარდა, ვიცი, მაგრამ ჩემთვის ისევ იმ ბავშვად დარჩება “მარტო სახლში” რომ იყო …

  12. Sophiე

    :evil: ყველაფერი გახარბებული მშობლების ბრალია აურიეს და დაურიეს ბავშვს ცხოვრება,არა და ნიჭიერი რომ არ ყოფილიყო არც გადაიგებდნენ კინოში

  13. სოფი SUNNY გოლდენი - ყველაფერი ეგვიპტურის მტერი

    მაკოლეი ბავშვობაში იყო ლამაზი ბავშვი, ახლა ძალიან უშნოა. მაგისი ძმები ბევრად უკეთესი მსახიობები გახდნენ, განსაკუთრებით კიერანი. გაზრდილი მაკოლეის არცერთი ფილმი მინახავს ჯერჯერობით და არც შენ, როგორც ჩანს :პ

    რატომღაც მახსოვს, რომ ადრეც გეწერა ეს პოსტი…

    1. zurriuss Post author

      რამდენიმე უკვე ვნახე. კიდევ დამრჩა ცოტა და მერე მაგათზეც დავწერ ძალიან მოკლედ, რომლის ნახვა ღირს და რომლის არა.

  14. Kate

    ვერ ვიხსენებ ადამიანს, ვისაც “მარტო სახლში”-ს ორივე სერია არ ჰქონდეს ნანახი და არ უყვარდეს. მესამეც გადაიღეს, მაგრამ მესამეში მაკოლეი არ არის და ალბათ ესაა მიზეზი, რომ ფილმი არ არის ისეთივე პოპულარული.
    ყოველ ახალ წელს ვუყურებ და ვუყურებდი და ყოველ ახალ წელს მეგონა, რომ მაკი ისევ იმხელაა, რამდენისაც კევინია.
    მერე აღმოჩნდა, რომ უი 15 წლისაა, უი 20-ის გახდა და ასე შემდეგ.
    მერე სულ გული მწყდებოდა სად არის დაკარგულიმეთქი.
    სად იყო დაკოტა ფენინგი, დანიელ რედკლიფი და სხვა ცნობილი მსახიობი ბავშვები, მაკი რომ იყო. თვით ნატალი პორტმანიც ვერ უწევდა კონკურენციას თავისი მატილდას როლით.

    მაგრამ სამწუხაროდ როგორც უკვე აღნიშნე, მაკის ცხოვრება სულაც არ იყო ისეთი თვალწარმტაცი, წარმატებული, ბედნიერი, როგორიც კევინის.

    მაიკლ ჯექსონის პედოფილია არასოდეს მჯეროდა და არც ახლა მჯერა. ძალიან მიყვარდა მაგ კლიპის ყურება მაკის გამოც და ისედაც.

    სამწუხაროა, რომ ადრეულ ასაკში იწვნია ამდენი ფსიქოლოგიური ტრავმა. თუმცა ამასთანავე იმედს ვიტოვებ, რომ ახლა ნელნელა დაბრუნდება ამერიკულ კინემატოგრაფიაში.

    პოსტი არის ძალიან კარგი, სიმღერა რომ ჩავრთე, გამეღიმა. “მარტო სახლში” ხომ ჩემი ბავშვობაა, რომელიც ყოველთვის გამახსენდება. ყოველ ახალ წელს ვუყურებ ამ ფილმს. მას და “ბედის ირონია”-ს.

    გაიხარე ამ პოსტისთვის.

  15. მეანდერძე

    The Good son-ში მართლაც რომ კარგად თამაშობს და სხვათაშორის ელაიჯა ვუდთან ერთად(ბეჭდების მბრძანებელი), ერთმანეთს შესანიშნავ პარტნიოობას უწევენ.

    ძალიან გული დამწყდა ასეთი სევდიანი ისტორიის გამო, მეც ვერ წარმოვიდგენდი თუ უკვე 30 წლის იქნებოდა :D

  16. Nini Odzelashvili

    აუ საინტერესო პოსტი იყო, ამ კუთხით ამ ადამიანზე არასდროს არ მიფიქრია. Home Alone -ის იქით არასდროს არ გამხსენებია.

  17. Jessie

    ძალიან საყავრელი ბავშვი იყო, მაგრამ მახინჯი გაიზარდა.ნუ მესა ვფიქრობ//და ისე ხო სცენამ გააფუჭა პოპულარობამ.. ახლა მისი ძმაც ხო თამაშობდა “კივილი 4″–ში.. მაგრამ მაკალეი ნამდივლად უნიჭიერესი მსახიობი იყო.. ახლა ნამდვილად გვიანი მისთვის… “ლარგი შვილი” გენიალური ფილმია… ესაა ცუდი.. ელაიჯა გაიქაჩ და შეძლო ბევრი მწვერვალის დაპყრობას და მაკალეი დარჩ ცუდ ბიჭად….

  18. გვირილა

    უი, კევინი :| ლამისაა ვიტირო ახლა, ბავშვობის მეგობარიით მიყვარს. :cry:
    კაი პოსტი იყო, ბევრი რამე საერთოდ არ ვიცოდი მის შესახებ და არც ახლაა უშნო სხვათაშორის, მშვენიერი სიმპატიური მამაკაცია :lol:
    დამპალი მშობლები!.. :evil:
    მარა, საზოგადოება უფრო დამპალია ხანდახან, მოითხოვეს მუდმივი ბავშვობა. იქნებ მაგარი მსახიობიც ყოფილიყო, რომ არა ეს ერთგვარი დოგმები და შეზღუდეს ფაქტიურად.
    ჩემი აზრით, ეს ბიჭი ღირსია ცხოვრების ბოლომდე იყოს ბედნიერი, მილიონი ბედნიერი წამი აჩუქა მილიონობით ადამიანს და იმიტომ.
    მაგის ყველა ფილმს ვნახავ ყველას ჯინაზე!.. ვსიო!.. :evil:

  19. ანა

    ძალიან მიყვარს ეს მსახიობი.პირველად ვნახე ფილმში “მარტო სახლში” ალბათ როგორც ყველამ და მომეწონა არა მხოლოდ როგორც კევინ მაკალისტერი არამედ როგორც მაკოლეი კალკინი.ჩემი აზრით არაა სწორი ითხოვდე ადამიანისგან დარჩეს ბავშვის როლში მთელი ცხოვრება რადგან შეიძლება შენ გსიამოვნებდეს ასეთ როლში ის.სიამოვნებით ვნახავდი მას სხვა როლებში გაზრდილს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »