ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მოასწრო

2007  წელი, 6 სექტემბერი, დილა. მესიჯი მეზობლისაგან: “Zura, viziareb luchano pavarotis gardacvalebas. Gmertma acxonos.”

იმ დღეს ვიგრძენი, რომ ვიღაც, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში გვერდით მედგა, მეხმარებოდა, ფანტაზიას მაწვდიდა და გულს მიმაგრებდა, გამომეცალა. იმ დღეს ვიგრძენი, რომ სრულიად მარტო დავრჩი. ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე უზომოდ უყვარდა, გარდაიცვალა.

საბედნიეროდ, ღმერთმა მას აცალა და მანაც ყველაფერი მოასწრო. უკვე სამი წელია, უშეღავათოდ მენატრება.

“Penso che una vita per la musica sia una vita spesa bene ed è a questo che mi sono dedicato” –  “მიმაჩნია, რომ მუსიკით ცხოვრება ეს კეთილად ცხოვრებაა, რასაც მთელი ჩემი სიცოცხლე მივუძღვენი” – ასე ამბობდა.

დღეს მეტს არაფერს დავწერ. არ მიმაჩნია საჭიროდ ტკივილის გამომზეურება. ზოგს არ სჯერა, ზოგს არ უყვარს ასეთების კითხვა, ზოგსაც ნერვები ეშლება. ხოლო ვისაც გაინტერესებთ, თუ როგორ მიყვარდა ლუჩანო, ნახეთ ეს და თუ არ დაგეზარებათ, მომისამძიმრეთ :(

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

12 thoughts on “ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მოასწრო

  1. ვასასი

    მახსოვს პავაროტის გარდაცვალება, ძალიან დამწყდა გული…

    ეს ერთადერთი დაკრძალვის პროცესია იყო, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში, რაი უნოს პირდაპირი ეთერით ვუყურებდი..

    არ შემცოდებია, დამენანა..

  2. wasp

    ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს…მაგრამ ძნელია როცა სცენაზე ვეღარ ვხედავ…ჩანაწერებს კი ნახავ..მაგრამ ის აღარ იმღერებს ახალს…აი ეს არის სამწუხარო…თორემ ის მუდამ იარსებებს ჩემს და არამარტო ჩემს გულში! არავინ მიყვარდა ისე როგორც ლუჩანო …და ვიზიარებ.

  3. მარი

    გისამძიმრებ, მაგრამ ნუ ლაპარაკობ მასე. ლუჩანო პავაროტიმ მართლაც ბევრი რამ მოასწრო თავისი სახელის უკვდავსაყოფად. არ შემიძლია მასზე, როგორც გარდაცვლილზე ვილაპარაკო, რადგან არსებობს რაღაც, სადაც შეიძლება ის ცოცხალი იპოვნო.

  4. მეანდერძე

    მახსოვს, როცა ეს საშინელი ამბავი გავიგე მეცოზე ჩავრთე ტელევიზორი… მთელი დღე პავაროტის ეძღვნებოდა, ან კი სხვაგვარად როგორ უნდა ყოფილიყო… ბავშვობაშიც ხშირად ვბაძავდი და ჩემთვისაც დიდი დანაკლისი იყო…………………………….

    1. zurriuss Post author

      მე კი ყველა გადაცემა ჩავწერე, რომელიც პავაროტის ეძღვნებოდა, ყველა საინფორმაციო გამოშვება

  5. მეანდერძე

    ასეთი ადამიანები საუკუნეში ერთხელ იბადებიან…
    საერთოდ, ასეთი უნდა დაიბადო – შენი სურვილით ვერ გახდები!…
    ლუჩანოც პავაროტად დაიბადა, მისნაირი სხვა ვერ წარმომიდგენია!

    1. zurriuss Post author

      მართალი ხარ. ბევრი ისეთი თვისების ნაკრები ჰქონდა, რომელსაც ადამიანი ვერ შეიძენს.

  6. niine

    ახლა ვიტირებ და არავინ გაბედოს დამცინოს, გისამძიმრებ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »