“რეზო”, მიყვარხარ!

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი ბლოგის პოპულარობაში. გახსოვთ, ერთხელ ავტობუსში სასიამოვნოდ რომ დამაჯარიმეს და ეს ფოტო რომ გადავიღე? შეიკარით ღვედბი, მაგრად უნდა გაკაიფოთ!

ბედის ირონიით თუ ელზა წიკლაურის ფარული სიყვარულით, დღეს დილით შემი სახეო “რეზოს” ფურცლებზე ვნახეო. ისე, რომ არც არავინ არაფერი მკითხაო :)

სტატიის სათაურია “გაზრდილი ჯარიმები მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს“, ხოლო ფოტო-თვალსაჩინოებაზე გამოსახული სწერვულ სწერვულ “მე”-ს სწერვულადვე აწერია: “დაჯარიმებიას ყოველ ფეხის ნაბიჯზე უნდა მოელოდე…” (რაღა მაგის პასუხია და დღეს ვერაფრით მოვახერხე ანგარიშზე დარიცხვა და ყვითლებს სასწაულებრივად გადავურჩი).

ლიდის დასაწყისზე იკაიფეთ: “საქართველო რომ იდიოტური ჯარიმების ქვეყანაა, ფაქტია…” და მე, ჯიპა-ს ჟურნალისტს, რომელსაც ფრანგი, იტალიელი, ამერიკელი, გერმანელი და ინგლისელი რეპორტიორები საერთაშორისო დონის პროფესიონალიზმს კოვზით მაჭმევენ, ამას “იდიოტური ლიდების გაზეთი” არ ვუწოდო?

მეტყვით ახლა, ეთიკის საბჭოში უჩივლე და შენი უფლებები დაიცავიო. და მე გეტყვით თქუენ: “რეზო” ისე ხშრიად მკითხულობს, დარწმუნებული ვარ, სულმოუთქმელად მოელის ამ პოსტსაც. ჰოდა, მიყვარს “ალია”, “ასავალ-დასავალი”, “კამსამოლსკაია პრავდა”, “გოლოვინსკი პროსპექტი”, “ნიანგი” და შენც მიყვარხარ, “რეზო” :d

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

40 thoughts on ““რეზო”, მიყვარხარ!

  1. Andy

    ააააააააა მანდ თაზო მუშაობს როგორც ვიცი მაგის ოინები იქნება.
    პოპულარული ხარ ზურიუს რა გინდა ….

    ფაცე :green:

  2. თაზო

    ჰაჰ… სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო :) რეზონანსში ვიმუშავე მხოლოდ სამი თვე: 2009 წლის 15 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე.
    ზურა, დარეკე რედაქციაში და მოსთხოვე პასუხი, ან ბოდიშის მოხდა. ოღონდ ან ელისოსთან დარეკე ან პირდაპირ რედაქციაში. ისე, რომ შენს ნაცნობ რედაქტორებთან არ მოხვდე(მიხვდები ვისაც ვგულისხმობ).
    ეგ იმის ბრალია, რომ ფოტოგრაფი არ ჰყავთ და ჟურნალისტებს კიდევ ის დარჩენიათ, სოც. ქსელებსა და ბლოგებზე ფოტოები გამწარებულებმა ეძებონ.

    მიდი, დარეკე! იცოდე, ამას არ გაპატიებ! :დ

    1. zurriuss Post author

      ფბ-ზე ნომერი მომწერე პრაივიტში და ვიზამ მაგ საქმეს :)

  3. გაბო

    ვა ზურ შენ რა პოპულარული ხარ უკვე :) მთლად ჰადერის სურათად დაყენებაც არ ღირდა :p , ნუ თუ ტექსტი გადაბეჭდეს სხვა ამბავია :)

  4. მანქი

    აუ ზურ :დ ფოტომ გაასწორა მაგრად. იმდენი ვიცინე :დ აი დილიდან ვხარხარებ. აი მეორე ფოტომ რა. :დ ლოოლ.. :დ

  5. guest

    შეიძლება უბრალოდ დაგუგლა თემა და ძალიან გაიხარა, “ზედგამოჭრილი” პოსტის ნახვაზე. :)
    ბლოგები ქართველი ჟურნალისტებისთვის ჯერ უცხო ხილია :)

  6. ლილიანი

    აჰაჰაჰ გენიალურია : ))))
    თუმცა კიდევ კარგი მე მასეთ გაზეთებში ჯერ არ მოვხვედრილვარ : ))) (უნებლიედ, თორე მიზანმიმართულად თბილისელებში ამოვყავი თავი)
    მხოლოდ ბოლო ავტობილდის სტატიაში აღმოVჩნდი : )) ჰოდა ისე უცნაური გრძნობა კია : )

  7. piccolina

    i’m sure, მხოლოდ სურათებს გუგლავდნენ და ეს ამოაგდო პირდაპირ

    ენივეი, იუ არ პოპულარ

  8. მარიიი

    ვიხალისე მაგრად :) მაგრამ ასე მგონია, მაგათ ვერაფერს გააგებინებ. ბევრიც რომ ეცადო და აუხსნა, რომ არაეთიკურად მოიქცნენ, აზრი არ აქვს, ვერ მიხვდებიან, რას ეუბნები. რავი, ზუუუურ, აბაა? ;(

  9. თაზო

    ჰაჰ, ახლა მესმის. მიდი დაგუგლე სიტყვა ჯარიმა. ფოტოებში გაგდებს ეგრევე. :დ

    1. zurriuss Post author

      რაც უნდა იყოს, ხო ვიბლატავებ ახლა, რომ “ხალხშიც” პოპულარული ვარ :green:

  10. Kate_AlukaЯD

    ჰაჰ :D ზუ რომ შევხედე თავიდან მეთქი თვალებში მიორდება :D მერე გამახსენდა შენი ძველი პოსტი :))

  11. მარი

    ჰეჰ :d ერთხელ იმგზავრებ უბილეთოდ და გამოგაჭენებენ მაშინვე გაზეთში. :d
    არადა მგონია რომ გიხარია.

  12. მეგი

    აუ, რამდენი ვიცინე :d :d :d :lol: ყველაფერთან ერთად ფოტო სტატიისთვის შეუსაბამოა: გაღიზიანებული სახე არ გაქვს, პირიქით რაღაც კმაყოფილი ხარ :lol: :lol: :lol:

  13. vasasi

    ნუ, ახლა შენთვის – ჯიპა-ს ჟურნალისტისთვის, რომელსაც ფრანგი, იტალიელი, ამერიკელი, გერმანელი და ინგლისელი რეპორტიორები საერთაშორისო დონის პროფესიონალიზმს კოვზით გაჭმევენ, ქართულ გაზეთებს ეს არ უნდა გაებედათ.. ; )

    მაგრამ იქნებ, რამენაირად მიუტევო: ისინი ხომ თსუ-ში სწავლობდნენ (ან არც) და დაჩამიჩებული დიქტორები ასწავლიდნენ 30 წლის წინანდელ სტანდარტებს?!.. : )

    1. zurriuss Post author

      მიტევება-მიტევებაში დაიქცა ქვეყანა ერთხელ, თუ არ ვცდები, 90-იანებში :)

  14. ვასასი

    ოი, რას ამბობ, ზურა?!
    რომ არ მიუტევეს ერთმანეთს, სწორედ მაგიტომ დაიქცა.. : )

    ნუ, პრინციპში, მაშინ ორივე მხარე ძირძველი საბჭოეთიდან მოდიოდა განათლებითაც და არამარტო.. : )

  15. vasasi

    მაგრამ შენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, შენ ხომ ხარ: ”მე, ჯიპა-ს ჟურნალისტი, რომელსაც ფრანგი, იტალიელი, ამერიკელი, გერმანელი და ინგლისელი რეპორტიორები საერთაშორისო დონის პროფესიონალიზმს კოვზით მაჭმევენ?..”

    ასე რომ, შენ ეს დაბალი დონე არც კი უნდა გაღიზიანებდეს. მათ ხომ, შენგან – ჯიპას ჟურნალიტისგან განსხვავებით, არ იციან, რა არის ჟურნალისტიკა?!

    : )

    1. zurriuss Post author

      ჰოდა, თუ არ იცი, ნურც აკეთებ, ხო? და ნუ არცხვენ შენი ნაიმასქნარით ჟურნალისტიკის ზოგად სახელს. გაიხსენე, რამდენჯერ აურიდებიათ ინტერვიუსთვის თავი იმიტომ, რომ ჟურნალისტები “ყველაფერს ცუდად ვწერთ” :)

      მე რომ არ ვიცი ჭრა-კერვა და ანატომია, მაგიტომაც არ ვარ ქირურგი. ჰოდა ვისაც რა უნდა, ის კი არ უნდა აირჩიოს, არამედ ის, რაც გამოსდის :)

  16. ვასასი

    ძალიან მაგარი იცი რა იქნება?!
    მიდი და ეგ სტატიის ავტორს უთხარი პირადად – მე კარგად ვიცი და მესმის შენი..

  17. Sophie SUNNY Golden

    ა) ჯიპა თორემ ეგეც ჰარვარდის შვილობილია :ლოლ: მე ვიცნობ ისეთ “ჯიპისტებს”, რომ… ეს არ არის ახლა თემა.
    ბ) საბჭოეთის ჟურნალისტები ჯიბეში ჩაისვამდნენ თავიანთი განათლებით ნებისმიერ დღევანდელ “დემოკრატ” მედიახოჭოს. “რეზონანსში” კიდევ – ბეჩავი 90-იანების ხალხი მუშაობს, საბჭოეთი თვალითაც არ უნახავთ.
    გ) ერთობ ფოტოგენური ხარ.
    დ) იმედი არ გქონდეს, რომ ბლოგს კითხულობენ, უბრალოდ გუგლი ამოუგდებდათ.
    ე) -> როცა გეტყვი ე, არ გამოხვიდ_ე! :P

    1. zurriuss Post author

      ერთი იმის ნომერი მომეცი, ვინც შენ ეპილაცია გაგიკეთა. შენი განაწყენებისათვის თავ-პირი უნდა დავალეწო :green:

  18. ბურბუშელა

    აუუუ, ზურაა, ეგ სტატია ვნახე და რომ გიცანი, გამიხარდა:))). მეგონა, შენი ნებართვით იყოოო.

    პ.ს. მაპატიე, რომ მეც “რეზოში” ვმუშაობ:((((((

  19. დია

    ვაჰაჰაჰაააა… შენ გაიხარე, რამდენი ვიცინე… ისე, შენ რა შუაში ხარ… რეზომ გაიხაროს… :D

    დასასრული მომეწონა მაგრად :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »