მტკვარში დაკარგული თბილისი (ფოტოკოლაჟი)

დღეს, როცა მორიგეობიდან სახლში ვბრუნდებოდი, მდინარე მტკვარმა ძალიან გამაოცა. უფრო სწორედ, უმტკვარობამ. მოვუყვები ტროტუარს და სადაა მტკვარი? გადავიხედე იქაურობა ვერ ვიცანი: წყლის დონე მთლად დაწეულიყო. მტკვარი მისსავე მოტანილ შლამში ჩაკარგულიყო. მდინარის დონის დაწევამ კი ძველი და კარგად დავიწყებული ისტორია გამოაჩინა.

მდინარე მტკვრის დამორჩილებასა და კალაპოტში ჩასმას საბჭოეთის ტელევიზიის რომელიღაც დიქტორი “ბერიას მარჯვენას” მიაწერს. ეს, თუ არ ვცდები, 50-იან წლებში მოხდა. აშენდა ორთაჭალის ჰესიც, რომლის მიერ მიერ მდინარის დაგუბებამაც მტკვარს დღევანდელი მდორე იერსახე მისცა.

მტკვარში (თუ მტკვრის პირას) პირველად ეს შევნიშნე. დავაკვირდი და აშკარად შენობის ნაშთია…

იქაურობა წვრილი, დაღუპული თევზებითაა სავსე. ეტყობა, წყალი ისე სწრაფად გაუშვეს, რომ აზრზე ვერც მოვიდნენ, ისე დაიღუპნენ. დანარჩენი კი თოლიებმა შეჭამეს, რომელთა ნაკვალევიც ასევე ბლომათ ეტყობოდა შლამს.

ჩემი ვარაუდით, ეს ნანგრევები მდინარის პირას მდგარი ერთ-ერთი წისქვილის ნაშთებია. ასეთი კი მე-20 საუკუნის დასაწყისშიც ბევრი იდგა და ასე გამოიყურებოდა.

ანალოგიური ნაშთები მდინარის პირას კიდევ შემხვდა. ამ სურათში კი კარგად ჩანს, რამდენად დაიწია წყლის დონემ (მწვანე ფერის ზოლი კლდეზე).

როგორც საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი იტყობინება, “რამდენიმე დღის წინ, იუსტიციის სამინისტრომ “ენერგო-პრო ჯორჯიას” მტკვრის დონის დაწევის თხოვნით მიმართა, რის გამოც “ორთაჭალჰესიდან” წყლის გაშვება მოხდა,” რაც იუსტიციის სახლის მშენებლობას უკავშირდება. მე კი ამასობაში მეტეხს მივადექი.

წმ. აბო თბილელის სახელობის ეკლესია, ჩვეულებრივ დროს ზედ წყლის პირზე რომაა, ახლა რა მაღლა ჩანს.

სულ მაინტერესებდა, რა ქმნიდა ამ ადგილას მორევს, რომელიც ადიდებული მტკვრის დროს ასე შემაძრწუნებლად გამოიყურება. აი, თურმე, რა!

ეს სხვა არაფერია, თუ არა ძველი ქარვასლის ნაშთი, რომელიც ბერიას პოლიტიკას შეეწირა და წყლის ქვეშ გაუჩინარდა. ამიტომაა, რომ ამ ადგილას მტკვარი სწრაფად იცვლის მიმართულებას და ქმნის მორევს.

ყველაფერი თავის დროზე ასე გამოიყურებოდა:

თუკი მტკვრის გაშვებამ ქალაქის დამალული ისტორიული ნაწილის გამოჩენით დაგვაინტერესა, თანამედროვე ქმნილებებზე საპირისპიროდ აისახა:

იმედი მაქვს, წყლის გაშვების დროს შიგ არავინ იჯდა :)

სულ ეს იყო, რაც მინდოდა, მეთქვა. ეძებეთ, ხშირად იქითაც გაიხედეთ, საითკენაც არავინ იყურება და რამე საინტერესოს აუცილებლად მიაგნებთ ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

6 thoughts on “მტკვარში დაკარგული თბილისი (ფოტოკოლაჟი)

  1. mari

    ე.ი. სინამდვილეში მტკვარი ეგეთი პატარაა და ორთაჭალჰესი რომ აგუბებს, იმიტომ გამოდის ბევრი? 8-O ბორჯომში იმდენია და მერე კიდე რამდენი წყალი ერევა და თბილისში რაღა აშრობს აბა? ნუ, ვერაფერიც ვერ გავიგე, მარა იმედია ახლა მაგ ნანგევების დაკონსერვებაც არ მოუნდებათ.

    1. zurriuss Post author

      კი, ნაწილობრივ ეგრეა. მერე ბევრი წყალი ერევა, მაგრამ თბილისში შემოსვლისას კიდე სადღაც გადის მისი კალაპოტის ნაწილი, რამდენადაც ვიცი და მეორე ნაწილი მოედინება ჩვენთან.

      1. mari

        არსადაც არ გადის. ახლა ვნახე რუქაზე. მცხეთში არაგვი ერევა და მერე ავჭალასთან ზაჰესია. ალბათ იქ ის აგუბებს და ეს ცოტა აღწევს აქამდე. :d

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »